მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 ნიკო მუსხელიშვილი (1891-1976) http://s56.radikal.ru/i152/0812/cf/666508b29dd8.jpg თუ რიმანი ან პუანკარე ხარ, შეგიძლია წერო როგორც გსურს, კაცი მაინც შეეცდება გაარჩიოს ნაშრომი, მაგრამ თუ ჩვეულებრივი მათემატიკოსი ხარ, კეთილი ინებე და გასაგებად წერე. ნიკო მუსხელიშვილი. თბილისში, სამხედრო ინჟინრის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ხშირად იყო მანგლისში პაპასთან, ალექსანდრე საგინაშვილთან. მამა, ივანე მუსხელიშვილი, მათემატიკისადმი სიყვარულს უნერგავდა ნიკოსა და ალექსანდრეს, დედა დარია საგინაშვილი კი ენებს ასწავლიდა. ოჯახის სურათი ნიკოს მუდამ საწოლთან ეკიდა და, როგორც ამბობდა, მათი ხილვა სულიერ სიმშვიდეს, გონებრივ ძალასა და ფიზიკურ სიმხნევეს მატებდა. მშობლისადმი პატივისცემა იმითაც გამოხატა, რომ 1928 წელს კინემატიკის კურსის სახელმძღვანელო მამას მიუძღვნა. თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1909 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. საპროგრამო მასალასთან ერთად გამოჩენილ მათემატიკოსთა შრომებს სწავლობდა, აქვე დაინტერესდა დრეკადობის მათემატიკური თეორიით. 1914 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. შემდეგ წელს პედაგოგ კოლოსოვთან ერთად პირველი ნაშრომი გამოსცა, პეტროგრადის უნივერსიტეტსა და ტექნიკურ სკოლებში უმაღლესი მათემატიკისა და მექანიკის კითხვა დაიწყო. 1920 წელს თბილისის უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი სიხარულით შეხვდა ახლგაზრდა მათემატიკოსს, სამშობლოში დაბრუნება მოუწონა და ლექციების კურსი მისცა. მუსხელიშვილი ანდრია რაზმაძესთან, არჩილ ხარაძესა და გიორგი ნიკოლაძესთან ერთად მათემატიკური სკოლის შექმნას შეუდგა. იმავე წლის პირველ სექტემბერს მექანიკის კათედრის გამგედ აირჩიეს, 29 ოქტომბერს პროფესორად. თავდაპირველად ქართულად მეტყველება უჭირდა, ცოტა ხანში მშობლიური ენა არათუ გაიხსენა, აქტიურად ჩაება მათემატიკური და ფიზიკური ტერმინოლოგიის დადგენაში. ტერმინი "ტოლობა" და მისგან ნაწარმოები "განტოლება", "უტოლობა" სწორედ ბატონმა ნიკომ შემოიღო. საკმაო დროს ანდომებდა ნაშრომის ენობრივად დახვეწას, კორექტურასაც თვითონ ასრულებდა. ენერგია ყველაფრისთვის ყოფნიდა. დიდი დაბრკოლებით მიაღწია ნებართვას და 1936 წელს მოაწყო პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მყინვარწვერზე კოსმოსური სხივების შესასწავლად. მუსხელიშვილის დამსახურებაა საქართველოში ძლიერი მათემატიკური სკოლის შექმნა. მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, რომელსაც 40 წელი ხელმძღვანელობდა. 1941 წლის 27 თებერვალს ნიკო მუსხელიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი სხდომა საზეიმო ვითარებაში გახსნილად გამოაცხადა. 31 წელიწადი უცვლელად ეკავა აკადემიის პრეზიდენტის პოსტი და დიდი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მათემატიკური, ზოგადად ქართული მეცნიერების განვითარებაში. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში. გაზეთმა "პრავდამ" აღნიშნა, რომ ამ დიდ გამარჯვებაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანა ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილის დრეკადობის თეორიამ. მისი წიგნები სხვადასხვა ენაზე ითარგმნებოდა და საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გაჰქონდა. ნიკო მუსხელიშვილს ხელისუფლებისაგან აღიარება და დაფასება არ დაკლებია: იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ცხრა მოწვევის დეპუტატი, სსრკ თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ხუთი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ექვსჯერ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, ორჯერ მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია, ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი. ტურინის აკადემიამ 1969 წელს გადასცა პრემია და ოქროს მედალი "მოდესტო პანეტი". დაჯილდოებული იყო სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით. რა თქმა უნდა, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არაფერი ესმოდა "კოშის ტიპის ინტეგრალების", "სინგულარული განტოლებების" და "დრეკადობის თეორიის", მაგრამ მისი სახელი ყველა ქართველმა იცოდა და გვარი - მუსხელიშვილი გონიერების სინონიმად იქცა.განათლებული და სწავლისმოყვარული ოჯახიდან გამოსული, ასევე ცნობილი ოჯახის წევრი გახდა. მისი მეუღლე თამარი, ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი და გიორგის უმცროსი და იყო. რვა არაჩვეულებრივი და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი ერთ ოჯახად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, თამარი ადრე გარდაიცვალა, დარჩა 12 წლის ვაჟი, რომელიც მათემატიკოსი არ გამოსულა. ამაზე ნიკო მუსხელიშვილს დასაბუთებული პასუხი ჰქონდა: ყოველმა ადამიანმა თავისი მეცნიერული მიმართულება თვითონ უნდა აირჩიოს. მე გურამისათვის არასოდეს დამიძალებია მათემატიკა, ის მიდრეკილებითა და ინტერესით უფრო ახლოსაა ბიძამისთან - გიორგი ნიკოლაძესთან, ვიდრე ჩემთან. ბატონი ნიკო მხოლოდ მეცნიერული მიღწევებით არ გამოირჩეოდა. ერთგულ მეგობარსა და გულისხმიერ ხელმძღვანელს საოცარი უნარი ჰქონდა, მოსწრებული სიტყვით გაექარწ####ბინა დაძაბული მდგომარეობა, მოწინააღმდეგენი ადვილად დაეშოშმინებინა. იუმორით უპასუხა ვასილ მჟავანაძის შენიშვნას: მეცნიერებათა აკადემიაში ასაკოვანი ხალხი გყავთო, - მეცნიერებათა აკადემია თბილისის "დინამო" ხომ არ გგონიათო. მუსხელიშვილის გატაცება ყოფილა ხის ნაკეთობების დამზადება, ჰყვარებია ნადირობა, თევზაობა. შეუდარებელი მეცნიერი შეუდარებელ პაპად იქცა, შვილიშვილებს თავისი ხელით უკეთებდა სათამაშოებს, თოჯინებისთვის საწოლებსა და სახლებს. 80 წლის იუბილე რომ გადაუხადეს, ათი წლით, მომავალ იუბილემდე დაემშვიდობა კოლეგებს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ დიდი მეცნიერი მთაწმინდაზე უნდა დაკრძალულიყო. http://s57.radikal.ru/i158/0812/59/333a4cbd66f1.jpg http://i034.radikal.ru/0812/3a/3823cc7b01eb.jpg http://s51.radikal.ru/i133/0812/4b/313d41fe6e42.jpg http://i034.radikal.ru/0812/25/8610853ddf06.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.