Jump to content
Planeta.Ge

ბექა და ბეშქენ ოპიზარები (XII-XIII)


Recommended Posts

ბექა და ბეშქენ ოპიზარები (XII-XIII)

 

http://s58.radikal.ru/i161/0812/ec/4d936119f403.jpg

 

ქართველი ოქრომჭედლები, რომლებიც მოღვაწეობდნენ XII-XIII საუკუნეებში. ბეშქენი ბექას უფროსი თანამედროვე იყო. წარმოშობოთ ისინი უნდა ყოფილიყვნენ კლარჯეთიდან (ოპიზა კლარჯეთშია), ან თავისი მოღვაწეობით იყვნენ დაკავშირებული ამ ცნობილ სავანესთან.

 

ბექა ოპიზარი, როგორც ჩანს, დიდად მიღებული და დაფასებული ოსტატი იყო, რადგან მას უკვეთავდნენ მაღალი სასულიერო წოდების წარმომადგენლები. მისი სახელი ნამუშევრებზე ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზეა. მას პატივისცემით იხსენიებენ შემკვეთთა წარწერებშიც. დღემდე შემორჩენილია ბექას მხოლოდ ორი ნაწარმოები - ანჩისხატის ჩარჩოს მოჭედილობა და წყაროსთავის სახარების ყდა. არსებობს ცნობა, რომ მას უნდა მოეჭედა ანჩის სახარების ყდაც, მაგრამ ჩვენამდე მის ამ ნამუშევარს არ მოუღწევია. წყაროსთავის სახარების ყდა XII ს-ის ბოლოს ტბეთის ეპისკოპოსმა გადააწერინა და მოაჭედინა. ყდაზევეა ბექას ხელმოწერაც: "ქრისტე შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ". მიჩნეულია, რომ სახელგანთქმული ანჩისხატი, მაცხოვრის ხეთუქმნელი ხატი, საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა ჩამოიტანა. განსაკუთრებით პატივცემული ხატის მოჭედვა და შემკობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიდად გამოცდილი და აღიარებული ოსტატისთვის შეეძლოთ მიენდოთ, რასაც მოწმობს ხატის წარწერაც: "მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". მოგვიანებით მაცხოვრის ხატი სამცხის ათაბაგთა ოჯახის კუთვნილება გახდა, მაგრამ XVII საუკუნეში თბილისში ჩამოიტანეს და დაასვენეს ძველ ეკლესიაში, რომელსაც ამის შემდეგ ანჩისხატის ეკლესია ეწოდა. ამჟამად ანჩისხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, ხოლო წყაროსთავის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

 

რაც შეეხება ბეშქენ ოპიზარს, მისი ნამუშევარია ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა, რომელიც გელათის მონასტერში ინახებოდა (ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტშია). ყდის წარწერები მოგვითხრობს, რომ "ოქროპირისა ნივთითა მოიჭედა სახარებაჲ ესე", "მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისაჲთა". ნამუშევრის შესრულების მაღალი ოსტატობა მოწმობს, რომ ბეშქენი დახელოვნებული ოქრომჭედელი იყო და როგორც მისი დროის სხვა ოსტატებს, მასაც განვითარებული ჰქონდა დეკორატიული დამუშავების ალღო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...