მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) http://s45.radikal.ru/i108/0812/ea/fe926c569d75.jpg დიდი ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა 1658 წელს სოფელ ტანძიაში. აღიზარდა დიდგვაროვან არისტოკრატიულ ოჯახში. მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო. დედა - თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეფო კართან, მეგობრობდა ვახტანგ V-ის ვაჟებთან. თავის სულიერ მოძღვრად თვლიდა გიორგი XI-ს. მიიღო კარგი განათლება და შემდგომ მასვე დაევალა ტახტის მემკვიდრის, ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა. 1698 წელს საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1713-16 წლებში დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში. პოლიტიკური მოსაზრების გამო მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ევროპაში ეწვია ლუ XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა ვახტანგ VI-ის ირანის ტყვეობიდან გამოსახსნელად, თუმცა მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. 1724 წელს ვახტანგ VI-მ რუსეთში გადახვეწა დააპირა. მან წინასწარი მოლაპარაკებისათვის სულხან-საბა გააგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება - მალევე, 1725 წელს, იგი მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვსესვიატსკოეში. დიდია სულხან-საბას სამეცნიერო-ლიტერატურული ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მას ეკუთვნის ენციკლოპედიური ნაშრომი "სიტყვის კონა" - ქართული ლექსიკონი. ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული "სიბრძნე-სიცრუისა", რომელიც გამსჭვალულია ჰუმანიზმით, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემით. ნაწარმოებს გასდევს ეროვნული სულისკვეთება, აღადგენს ქართული პროზის დიდ ტრადიციებს. ქართული დოკუმენტური პროზის პირველი და უნიკალური ნიმუშია სულხან-საბას "მოგზაურობა ევროპაში". ნაწარმოები გამოირჩევა დეტალური აღწერით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით. სულხან-საბამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები: "სამოთხის კარი", "სწავლანი" გადმოცემს ქრისტიანული მოძღვრების ძირითად დოგმებს და სასწავლო-აღმზრდელობით დანიშნულებასაც ატარებს. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი. სულხან-საბამ, ფაქტობრივად, გაასრულა ვახტანგ VI-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა "ქილილა და დამანას" საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული რედაქცია. http://s55.radikal.ru/i150/0812/bb/5fea535b92cc.jpg http://s56.radikal.ru/i153/0812/b9/898c1b6f22ea.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.