Jump to content
Planeta.Ge

სანდრო გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ


Recommended Posts

http://a.pix.ge/g/iceq4.jpg

http://b.pix.ge/z/24tgf.jpg

 

"გიგა ბოკერიამ და მისმა მეუღლემ რა არ გააკეთეს, რომ აცილება მიეცათ ჩვენი ადვოკატისთვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ"

 

"თუ დანაშაულში სამი პირი მონაწილეობდა და სამივე ბუხაიძეს სცემდა, ე.ი. სანდრო იჯდა და თავად იყენებდა ჭრილობებს?!"

 

"იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ერთხელაც არ უხსენებია, რომ სანდროს მკვლელების შეწყალებას თავად პრეზიდენტმა მოაწერა ხელი"

 

 

პროცესს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიმართა, შეიძლება ეწოდოს - "სანდრო გირგვლიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" . გურამ გირგვლიანის განცხადებით, გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია და სულ მალე საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

 

ყველაზე გახმაურებული საქმე საქართველოში, რომელმაც თავის დროზე უსამართლობით აღშფოთებული ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ის შესაძლებელია ახალი პოლიტიკური პროცესების დასაწყისის საფუძველი გახდეს.

 

თუ სასამართლო დაზარალებული მხარის არგუმენტებს იზიარებს და მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს (ზარალის სანაცვლოდ 300 ათასი ევრო), ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისთვის კვლავაც აქტუალური გახდება ეს თემა და ქვეყნის პირველი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგება. ახალ დეტალებზე "კვირის პალიტრას" სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ესაუბრა:

 

 

- შეიძლება ითქვას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე კონვერტში დევს და უახლოეს ხანში მივიღებთ. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, ტყუილად არ გიბრძოლია, სამართალი აღსრულდა, ირინა!

 

სტრასბურგის სასამართლო ძირითადად წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენი საქმე კი პირდაპირი წესით, მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე განიხილეს. საქართველოს მთავრობის პოზიციას იცავდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, რომელიც მეტისმეტად უსუსურად გამოვიდა. გამონაკლისი იყო ისიც, რომ სასამართლომ მხარეებს სიტყვით გამოსვლისათვის 30-იანის ნაცვლად, დაუწესა 40-წუთიანი რეგლამენტი, რომლის დროსაც ჩვენი პოზიციის დაცვა უკეთ მოვახერხეთ. ბურჯალიანს სულ 9 თაბახი ჰქონდა მომზადებული, ჩვენ - 24.

 

ის ხშირად იმეორებდა ერთსა და იმავე აზრს, ყლუპავდა მინერალურ წყალს და დრო გაჰყავდა.…აღშფოთებული იყო იმით, რომ მე და ჩემმა მეუღლემ გავბედეთ და სარჩელი შევიტანეთ სტრასბურგის სასამართლოში. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დამნაშავეთა გამოსავლენად და დასასჯელადო, - ამბობდა იგი. რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ერთხელაც არ უხსენებია, რომ სანდროს მკვლელების შეწყალებას თავად პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.

 

მოსამართლემ პროცესზევე ჰკითხა ქალბატონ ბურჯალიანს, რა რეაგირება მოჰყვა ერთ-ერთი მისჯილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც მობილურ ტელეფონზე საუბარში გამოიხატებოდაო (კითხვა შეეხებოდა ცნობილ ვიდეოკადრებს, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიით გავიდა და ასახავდა სანდროს მკვლელობისთვის მსჯავრდადებულთა პრივილეგირებულ მდგომარეობას ზონაში)? ბურჯალიანმა განაცხადა, ამ ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობსო. რა გამოდის?

 

ეს ვიდეოკადრები, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს წარვუდგინეთ, მთელმა საქართველომ ნახა, ბურჯალიანი კი გაიძახის, მოკვლევა ჯერ არ დასრულებულაო. თურმე ამ ხნის განმავლობაში ვერ მოუხერხებიათ ვიდეოფირზე აღბეჭდილი პერსონის იდენტიფიცირება(?!). აი, ასეთი უსუსური არგუმენტები ჰქონდა მინისტრის მოადგილეს.

 

საქართველოს მაღალჩინოსნები სტრასბურგშიც ცდილობდნენ ჩვენთვის ხელი შეშლას.…

ამ "მისიით" ჩამობრძანდნენ გიგა ბოკერია და მისი მეუღლე. სურდათ, როგორმე მიეღწიათ და აცილება მიეცათ ჩვენი ერთ-ერთი ადვოკატისთვის, დავით ჯანდიერისთვის, რომელიც ფრანგულად ესაუბრა სასამართლოს. ვინ იცის, ამისთვის რა არ მოიმოქმედეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

დავით ჯანდიერმა განმარტა, თუ როგორ ცდილობდა ხელისუფლება ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებას.

 

- ბატონო გურამ, პროცესზე თქვენთვის უცნობი მასალა ხომ არ გამჟღავნებულა?

- სახელმწიფო იძულებული გახდა, დაეკმაყოფილებინა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები და მისთვის ზოგიერთი, ჩვენთვის ხელმიუწვდომელი მასალა გადაეგზავნა. მათ შორის იყო ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრები.

 

დაჩეხილი იყო ფირი, რომელსაც ერთსაათიანი მონაკვეთი უნდა ეჩვენებინა. ეს გახლდათ დრო, როცა სანდრო ოქროყანაში წაიყვანეს ჯიპით და შემდეგ უკან გამობრუნდნენ იმავე ავტომობილით. ფირი რომ განზრახ დანაწევრებულია, ადასტურებს ქრონომეტრაჟი (კადრებზე მითითებული დრო). ამოჭრილია მონაკვეთი, როცა მელნიკოვი ავიდა ოქროყანაში დათა ახალაიას ავტომანქანით.

 

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ახალი იყო სანდროს ცხედრის ამსახველი ფოტომასალაც, რომელიც სახელმწიფომ წარმოადგინა, სადაც აშკარად ჩანს სანდროს ნაიარევები, დანით მიყენებული ჭრილობები.

 

ადრე ეს კადრი მხოლოდ შავ-თეთრი სურათებით მინახავს. ფერადში უკეთ გამოჩნდა სისხლის კვალიც და ისიც, რომ ჩემს შვილს ყელი გამოღადრული აქვს (თავის დროზე, გამოძიება ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ეს ეკლიან ბუჩქებში მიღებული ნაკაწრები იყო).

 

დღეს, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, რომ სანდროს მკვლელობაში 7-8 კაცი მაინც მონაწილეობდა. ყველას გვარი არ არის ცნობილი. უფრო მეტიც,

პრეზიდენტი იძულებული გახდა, სანდროს მკვლელები შეეწყალებინა იმიტომ, რომ ბიბილურიძე ჩვენების მიცემას აპირებდა. ის ტყუილად იხდიდა სასჯელს. მისი დაპატიმრებით მელნიკოვის დანაშაულს დააფარეს ხელი, მელნიკოვისთვის ხელის დაფარებით კი დათა ახალაიასა და თაკო სალაყაია-მერაბიშვილის ინტერესები დაიცვეს.

 

ასე გახდა სახელმწიფო დამნაშავეთა მფარველი. ხელისუფლება დაკავებულებს დაჰპირდა, რომ ციხეში პატივით აცხოვრებდნენ და ერთი წლის განმავლობაში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ საზოგადოების აღშფოთების გამო დანაპირები სწრაფად ვეღარ შეასრულეს. ბიბილურიძე გაიძახოდა, ტყუილუბრალოდ რატომ უნდა ვიჯდე ციხეშიო. მოკლედ, შიდადაპირისპირებებმა იმატა და ვიდრე ეს ამბავი სააშკარაოზე გამოვიდოდა, პრეზიდენტმა შეიწყალა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირები: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე. ბიბილურიძის დასახელება იმისთვის დასჭირდათ, რომ ბუხაიძემ დაწერა ჩვენებაში, სამი კაცი მცემდაო.

 

თუ დანაშაულში სამი პირი მონაწილეობდა და სამივე ბუხაიძეს სცემდა, ე.ი. სანდრო იჯდა და თავად იყენებდა ჭრილობებს?! უაზრობა გამოდიოდა და ამიტომაც დასჭირდათ მეოთხე კაცი, რომელიც ბიბილურიძის სახით წარმოგვიდგინეს. თავდაპირველად, ბუხაიძეს ზეწოლით მიაცემინეს ჩვენება, რომ ამ ინციდენტში ბიბილურიძეც მონაწილეობდა, მოგვიანებით კი მან სასამართლო პროცესზე გაბედულად თქვა, რომ მეოთხე კაცი არა ბიბილურიძე, არამედ მელნიკოვი იყო.

 

ე.ი. "შარდენბარში" სუფრასთან მსხდომმა პირებმა (რომელთა შორის იყვნენ შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი მეგობრები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია, შსს-ს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ვასილ სანოძე, შს მინისტრის პრესმდივანი გურამ დონაძე) სანდროს დასასჯელად გამოიძახეს მელნიკოვი, რომელიც, როგორც ჩანს, ასეთ საქმეებში დახელოვნებული იყო. სხვათა შორის, თავის დროზე მამამისიც ჟანდარმერიაში მუშაობდა.…ბუხაიძემ ისიც თქვა, რომ მელნიკოვი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკითა და აგრესიულობით.

 

დავით ჯანდიერი, ადვოკატი: - სტრასბურგის სასამართლოში პირველად ვნახეთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ პირთა შეწყალების მასალა, სადაც ჩვენდა გასაოცრად ეწერა, რომ თურმე ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაური და ალანია მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის იხდიდნენ სასჯელს(?!). არსად იყო ნახსენები, რომ მათ ადამიანის სიცოცხლე ხელყვეს. ამ პირებმა ამ დანაშაულის გამო სამი წელი მოიხადეს და მათი გათავისუფლება შესაძლებლად მიგვაჩნიაო. ასევე, გაყალბებული იყო პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოთვალით გადაღებული ფირიც.

 

ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში არის ასეთი პრეცედენტი: როდესაც მტკიცებულება ცნობილია და სახელმწიფო უარს აცხადებს მის გადაცემაზე ან სრულყოფილი სახით წარდგენაზე სასამართლოსთვის, მას თავად ეკისრება მტკიცების ტვირთი. მარტივად რომ ვთქვათ, რაკი საქართველოს მთავრობამ ჩანაწერი სრულად არ წარმოადგინა, ამით დაადასტურა, რომ ჩვენი ვერსია ოქროყანისკენ ბატონი ახალაიას კუთვნილი ავტომობილის გადაადგილების თაობაზე რეალური იყო. სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოსკენ წაიყვანეს ჯიპით, რომელიც ერთ-ერთი ქუთაისელის სახელზე იყო გაფორმებული, თუმცა იმხანად დაყადაღებული იყო.

 

ეს დასტურდება გამოძიების მასალებითაც. უფრო მეტიც, მესაკუთრე წერილობით ითხოვდა, ვინაიდან ჩემი ავტომობილი დაყადაღებულია, უნდა იდგეს სადგომზე და არ უნდა იყოს შსს-ს წარმომადგენელთა სარგებლობაშიო, რაც თავისთავად დანაშაულია. მოკლედ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება თავიდანვე გენპროკურატურის ქვემდებარე საქმე იყო და არა შს სამინისტროსი, მაგრამ ძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით წარიმართა, რასაც არ შეეწინააღმდეგა არც მინისტრი მერაბიშვილი და არც გენპროკურორი ადეიშვილი.

 

სასამართლოზე ვთქვით, ხელისუფლება მალავდა, რომ "შარდენ-ბარში" შს მინისტრის მეუღლემ და მისმა მეგობრებმა სანდრო გირგვლიანის დასჯის მიზნით დამნაშავეები გამოიძახეს. ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და არა დანაშაულის დამკვეთები. მოძალადეები სანდრო გირგვლიანს წარუდგნენ როგორც პოლიციელები, ხოლო დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს შსს-ში რეგისტრირებული იარაღი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის განკარგულებაში არსებული ერთ-ერთი დაყადაღებული ავტომობილი.

 

აქედან გამომდინარე, განვაცხადე, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

საქართველოს მთავრობის პოზიცია ასეთი იყო: დამნაშავეები მოქმედებდნენ როგორც კერძო პირები, იმ მომენტში არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს საქმიდანო, მაგრამ იმდენად უსუსური იყო მათი არგუმენტები, ეჭვი მეპარება, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიაროს.

 

P.S. ამონარიდი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინტერვიუდან:

"მე არ მინახავს კადრებში, გირგვლიანის მკვლელები რომ მწვადს ჭამდნენ და ქეიფობდნენ..." (2009 წ. 20-26 ივლისის "კვირის პალიტრა").

 

დიმიტრი შაშკინი: "რაც შეეხება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დასჯილთა შეწყალებას, ტყუილია, თითქოს მათ სასჯელი გაუნახევრდათ. ისინი ჩვენს სისტემაში 2011 წლამდე დარჩებიან... რამდენადაც ცნობილია, ომის შემდეგ შეწყალების კომისიამ იმსჯელა, თუ როგორ შეემსუბუქებინა ოფიცრებისთვის სასჯელი.

 

მერე გაირკვა, რომ ამ ოფიცრებს შორის იყო ეს ოთხი პირიც, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს, ცხადია, გადაწყვეტილებას ასე ვერ მიიღებდნენ, - მოდი, ერთ ოფიცერს შეეხოს რაღაც შეღავათი, მეორეს კი - არაო. ამიტომ მათ სასჯელი დაახლოებით 16 თვით შეუმსუბუქდათ."

დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდია.

 

"სისასტიკე ყოველთვის შედეგია შიშის, სისუსტის და სიმხდალისა"

ჰელვეციუსი

 

http://www.kvirispalitra.ge/justice/5284-guram-girgvliani-qsamarthali-aghsrulda-irinaq.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაასვენეთ ეს კაცი საფლავში. მართლა ტეხავს რა :(

 

ჩემი აზრით, ის მაშინ დაისვენებს საფლავში, როცა მკლელები და შემკვეთები დაისჯებიან კანონის მიხდვით...

ასე არ არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ჩემი აზრით, ის მაშინ დაისვენებს საფლავში, როცა მკლელები და შემკვეთები დაისჯებიან კანონის მიხდვით...

ასე არ არის?

არ ვიცი, ჩემი ახლობელი რომ იყოს, პოლიტიკოსთა მხრიდან მუდმივად ამ თემით სპეკულირება არ მომეწონებოდა. არსებობს სასამართლო, თუნდაც სტრასბურგის და იქით მიმართონ ძალისხმევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაასვენეთ ეს კაცი საფლავში. მართლა ტეხავს რა

ის არ ტეხავს,მთელი ოჯახი რომ გააუბედურეს..??თუ იმის თქმა გინდოდა,რომ მკვლელები დაასვენონ..??

ტეხავს კი არა,სანამ ის ნაბოზვრები პასუხს არ აგებენ ,მანამდე არ უნდა მოეშვან..

რა ტეხავს იცი..შვილს რომ ცინიკურად,ბოზურად მოგიკლავენ(ყველას ღმერთმა დაუფაროს) და მერე ასევე ცინიკურად და ბოზურად,კიდე შენ დაგცინებენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ ვიცი, ჩემი ახლობელი რომ იყოს, პოლიტიკოსთა მხრიდან მუდმივად ამ თემით სპეკულირება არ მომეწონებოდა. არსებობს სასამართლო, თუნდაც სტრასბურგის და იქით მიმართონ ძალისხმევა.

 

თემა თუ არა, სათაური მაინც წაიკითხეთ ხალხნო.. რაა ეს?

სტრასბურგზეა სწორედ..

 

ესე იგი, იმაზე აღარაფერს ვამბობ, თემას რომ არ კითხულობთ და ისე პოსტავთ, უკვე სათაურსაც აღარ უყურებთ.. არ შეიძლება ასე ხალხნო, არა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ ვიცი, ჩემი ახლობელი რომ იყოს, პოლიტიკოსთა მხრიდან მუდმივად ამ თემით სპეკულირება არ მომეწონებოდა. არსებობს სასამართლო, თუნდაც სტრასბურგის და იქით მიმართონ ძალისხმევა.

ჯერ ერთი რომ ეს ფორუმი პოლიტიკოსებისგან არ შედგება,მეორეც სანდროსც მკვლელობის რამდენიმე დღის შემდეგ მამამისმა(ჩემი სკოლელია) მომმართა თხოვნით რათა დათო უსუფაშვილთან შემახვედრებინა და ამის შემდეგ ჩვენები მის ოჯახს სულ გვერდში ედგნენ.რამდენჯერმე ვალერი გელაშვილი მატერიალურადაც დაეხმარა როდესაც ირინას მკურნალობა სჭირდებოდა.ამიტომ რასაც თქვენ აცხადებთ ამ ხელისუფლების მომხრეთა ჩვეულებრივი ხრიკია,რადგან თვითონ საქმის შესახებ სათქმელი არაფერი არ აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირინა ენუქიძის შეუპოვარობამ და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აქტიურობამ ათეულობით საქართველოს

მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა,

რას ნიშნავს მოქალაქე, ადამიანს რომელიც ასე ვთქვათ კანონმორჩილია მხოლოდ და გადასახადებს იხდის?

არა, მოქალაქეა ის ვინც მზადაა დაინცვას თავისი თანამემამულე სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისგან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ამ ხელისუფლების მომხრეთა ჩვეულებრივი ხრიკია,რადგან თვითონ საქმის შესახებ სათქმელი არაფერი არ აქვთ

ამ ბოლო დროს მცირე გადაცდომები გაქვთ ადექვატურობის კუთხით. ჩემი სათქმელი ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი ხანია ვთქვი. და ისიც ვთქვი კაი ხნის წინ რომ ვერ ვხედავ რეალურ სხვაობას ქართულ "პოლიტიკურ პარტიებში" და აქედან გამომდინარე არც ვაპირებ რომელიმე მათგანის მხარდაჭერას ან ხელის შეშლას სკამმაძიებლობის საქმეში.

 

SSDK

თემა თუ არა, სათაური მაინც წაიკითხეთ ხალხნო.. რაა ეს?

სტრასბურგზეა სწორედ

თემა რაზეცაა გასაგებია, მაგრამ მე გარდაცვლილის სურათის გამოფენას ვგულისხმობდი. ძალიან არაეთიკურია. ღმერთმა გაშოროს და შენი ახლობლის სურათი რომ დადონ მასეთ მდგომარეობაში, რა ხასიათზე დადგებოდი?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

ოდა სტატიაც მაგაზეა რომ სტრასბურგში იქნა შეტანილი ეგ საქმე

კი მაგრამ ეს დასკვნა რომ გამოიტანო, ეს პოსტი უნდა წაიკითხო.

და რიგ ამხანაგებს კი კითხვასთან და დასკვნებთან დიიიიდი პრობლემები აქვს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

თემა რაზეცაა გასაგებია, მაგრამ მე გარდაცვლილის სურათის გამოფენას ვგულისხმობდი. ძალიან არაეთიკურია. ღმერთმა გაშოროს და შენი ახლობლის სურათი რომ დადონ მასეთ მდგომარეობაში, რა ხასიათზე დადგებოდი?

 

არაეთიკურია როდესაც ამ სურათის შემხედვარე დაფიქრდები იმაზე, რომ 14 წლის გოგო დღემდე ციხეში ზის იმაზე რაც არ გაუკეთებია და ამ სურათზე ასახულის გამკეთებელი ხალი თავისუფალნი არიან.

ეს არის არაეთიკური.

 

არაეთიკურია ცინდალიანს რომ 2 წელია ვერ პოულობენ და ყველამ იცის ის, რომ პოლიციამ გააქრო ეს ადამიანი.

მოკლედ მთელი ეს რეჟიმი არაეთიკურია.

არაეთიკურია კაცს შევარდნაძეს რეჟიმი და კომუნისტური პერიოდი რომ მოგენატრება ამათი შემყურეს და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოსთვის, ვიმედოვნებ რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს 300 000 ევრო სერიოზული თანხაა

 

ხელისუფლება რომელიც მკვლელებს ხელს აფარებს ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს,

 

ევროპაში ასეთ რამეს არ აპატიებდნენ ხელისუფლებას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ბაბუ... არაეთიკური არაა ეს.

ეს არის გარეწრობა და შინაგანი ღორობა.

და რომელი ერთი არ არიან ეს ჯეელები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...