Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს საგარეო უწყებას პერევში რუსი მესაზღვრეების გადაადგილებაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს


Recommended Posts

გიორგი68

აღმოსავლეთ ევროპის გულისთვის დასავლეთს რეალური დაპირისპირება ჰქონდა საბჭოთა კავშირთან..ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის საპროტესტოდ დასავლეთ სამყარომ 80 წლის მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა..და ეხლა პირიქით დასავლეთის კომპანიები აშენებე სოჭში ოლომპიურ ობიექტებს და არანაირ ბოიკოტზე საუბარიც კი არ არის..არის ხომ განსხვავება..??

რეალური დაპირისპირება ჰქონდა აშშ-ს :) ევროპა რაც ახლაა ის იყო მაშინაც. ბოიკოტი გამოუცხადეს მართალია, მაგრამ რეალურ დახმარებას იარაღის სახით მხოლოდ აშშ უწევდა ავღანეთს. განსხვავება არის რა თქმა უნდა, დასირების გზაზე უფრო შორს წავიდნენ. მარტო ნატოს წევრ ქვეყნის მიერ რუსეთზე სამხედრო გემის მიყიდვის ფაქტი რად ღირს.

 

მაშინდელ სიტუაციასთან და საბჭოთა კავშირთან რომ გვქონდეს საქმე ეხლა აფხაზეთს და ოსეთსაც ცნობდა ყველა და მერე,თუ დასავლეთი ცნობს მაშინ მაგათია და ხმა აღარ უნდა ამოვიღოთ..??

ხმა შეგიძლია ამოიღო, მაგრამ დასავლეთმა თუ სცნო დამთავრებულია ყველაფერი. კოსოვოს მაგალითია ამის დამადასტურებელი ფაქტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რეალური დაპირისპირება ჰქონდა აშშ-ს ევროპა რაც ახლაა ის იყო მაშინაც.

და ინგლისს არა..??

ეხლა არც ამერიკას და არც ევროპას არა აქვთ იმ დონის დაპირისპირება რაც იმ პერიოდში ჰქონდათ..და თუ ვინმეს გონია რომ დასავლეთისთვის საქართველო აღმოსავლეთ ევროპის საპირწონეა გინდათ ავღანეთის კარგად ყოფილა საქმე..თან საქართველოში რომელი ტერიტორიებიც დასავლეთს უნდოდა ის ისედაც დათრეული აქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ეხლა არც ამერიკას და არც ევროპას არა აქვთ იმ დონის დაპირისპირება რაც იმ პერიოდში ჰქონდათ

ბუნებრივია. სხვა დროა, სხვა გარემოებები, სხვა ინტერესები...

 

თუ ვინმეს გონია რომ დასავლეთისთვის საქართველო აღმოსავლეთ ევროპის საპირწონეა გინდათ ავღანეთის კარგად ყოფილა საქმე

მე მგონი არც არავის არ ჰგონია. უფრო სწორად იმათ გონიათ ვინც ვენებს იჭრის "არიქა, მიგვატოვეს, არ გვეხმარებიანო". რამდენადაც ვღირვართ, იმდენს გვეხმარებიან :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რაზე ვკაიფობ იცით?

დაბნეული კომენტები რომ აქვთ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს :))

აშკარად ვერ ხვებიან რა ხდება :)

ისე ეხლა პუტანამ რომგანაცხადოს, ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ ნოღაიდელს შევუთანხმდიო - ხომ იქნება ცირკი?

 

პ.ს.

 

არადა ვერ გადაიტანა ღორმა სააკაშვილმა პატრიარქის დაბრუნებული პერევი.

ხოდა მიიღებს ეხლა ნოღაიდელის დაბრუნებულს.

 

დდშვც.

და კიდევ იგივე ყველა მათგანის, ქე რომ არ მჭირდება ასეთი დაბრუნებული პერევიო რომ იძახდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Россия пообещала вернуть Грузии спорное село Переви

время публикации: 15:03

последнее обновление: 15:05

 

 

 

Россия решила вывести своих пограничников из села Переви, расположенного на спорной территории - на границе Джавского района Южной Осетии и Сачхерского района Грузии

то может произойти уже на следующей неделе

Село Переви находится в Сачхерском районе Грузии на границе с Южной Осетией. Во время конфликта в августе 2008 года российская сторона выставила в селе свой блокпост

 

Россия решила вывести своих пограничников из села Переви, расположенного на спорной территории - на границе Джавского района Южной Осетии и Сачхерского района Грузии. Это может произойти уже на следующей неделе, сообщил РИА "Новости" в пятницу статс-секретарь, замглавы МИД РФ Григорий Карасин, комментируя итоги прошедшего в четверг в Женеве очередного раунда дискуссий по обеспечению безопасности и стабильности в Закавказье.

 

Село Переви находится в Сачхерском районе Грузии на границе с Южной Осетией. Во время конфликта в августе 2008 года российская сторона выставила в селе свой блокпост.

 

Дипломат напомнил, что в декабре 2008 года российские пограничники уже оставляли населенный пункт Переви, поскольку он находится на спорной территории, не входившей ранее в административные границы Южной Осетии. "Было принято решение отойти на территорию Южной Осетии и оставить Переви еще в декабре 2008 года. Однако туда сразу же вторглись многочисленные грузинские спецназовцы", - сказал Карасин.

 

- В Тбилиси считают, что радоваться рано

- Россия - Грузия: история конфликта

 

"Президент Грузии назвал произошедшее величайшей победой грузинского оружия. Тогда наши пограничники вернулись. С тех пор мы готовили спокойный отход наших пограничников, - отметил дипломат. - В ближайшие дни, я не исключаю, что это произойдет на следующей неделе, это свершится".

 

Он также выразил надежду, что после этого "вопрос о Переви, который многие месяцы звучал на всех переговорах и ставился нашими западными партнерами, о выполнении Россией обязательств по плану Медведева-Саркози ...будет закрыт". Отметим, однако, что село Переви является далеко не единственной территорией, оспариваемой Грузией.

 

Карасин также сообщил, что российская сторона вела переговоры с руководством наблюдателей Евросоюза в Грузии о недопустимости очередного "пропагандистского шабаша с грузинской стороны". "Мы всерьез рассчитываем, что мониторинговая группа ЕС окажет свое воздействие на наших грузинских партнеров с тем, чтобы они вели себя пристойно в рамках цивилизованных параметров. Это нам было обещано", - сказал он.

 

Напомним, что в ходе недавнего визита в Москву министр иностранных дел Великобритании Уильям Хейг призвал Россию к выполнению соглашений, достигнутых по Грузии президентами РФ и Франции Дмитрием Медведевым и Николя Саркози.

 

Данное соглашение было заключено осенью 2008 года и предусматривало уход военных подразделений РФ и Грузии на свои территории. Западные страны считают, что Россия не выполнила это соглашение, поскольку ее военные базы и военнослужащие находятся на территориях Абхазии и Южной Осетии.

 

Россия же, признавшая независимость двух новых республик, утверждает, что договоренности Медведева и Саркози она полностью выполнила, а российские военные находятся в Южной Осетии и Абхазии на основании двусторонних соглашений с этими государствами.

 

В Тбилиси считают, что радоваться рано

 

Председатель парламента Грузии Давид Бакрадзе считает, что решение российской стороны вывести своих пограничников из пограничного села Переви является позитивным. "Это позитивное решение, однако за этим шагом должно последовать выполнение Россией взятых обязательств по выводу всех своих войск из Грузии", - заявил в пятницу на заседании бюро парламента Бакрадзе.

 

Между тем глава МИД Грузии Григол Вашадзе воздержался в беседе с журналистами от комментариев на эту тему, передает "Интерфакс". "Пока мы не можем говорить о каких-то деталях, кроме того, о чем заявила российская сторона. Подобные заявления делались российской стороной и прежде, поэтому не будем опережать нашими комментариями дальнейшие события", - сказал министр.

 

Ранее сегодня грузинская сторона выразила недовольство результатами очередного раунда переговоров. "Прошло два года после завершения войны, но мы ни на шаг не продвинулись в решении принципиальных вопросов и ограничиваемся в рамках Женевского процесса лишь добрыми намерениями", - заявил в Женеве на пресс-конференции глава грузинской делегации, замминистра иностранных дел Гига Бокерия.

 

"Обязательство вывода из села Переви своих войск Россия взяла очень давно, но оно не выполнялось. Надеемся, что сейчас это будет сделано и российские войска выйдут из села Переви и перенесут свой блокпост за его пределы", - сказал другой участник переговоров, директор департамента МИД Сергей Капанадзе.

 

http://www.newsru.com/world/15oct2010/perevi.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ვინმემ მითხრას ვინ ან რა აიძულებს რუსებს ცხინვალიდან და მითუმეტეს აფხაზეთიდან გავიდნენ.

 

 

ვერავინ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://realaudio.rferl.org/GE/2010/10/15/20101015-141849-GE-clip.mp3

მოსკოვის გადაწყვეტილებას - გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საჩხერის რაიონიდან და გაათავისუფლოს აგვისტოს ომის შედეგად ოკუპირებული სოფელი პერევი - არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. თუკი ზოგს მიაჩნია, რომ მოსკოვის მიერ 14 ოქტომბერს ჟენევაში გახმაურებული დაპირების შესრულებამდე შეფასებების გაკეთება ნაადრევია, ხოლო ზოგისთვის ეს ყველაფერი საქართველოს სრული დეოკუპაციის პროცესის დასაწყისს ნიშნავს, სხვები ფიქრობენ, რომ რუსეთი მხოლოდ თავისთვის არასაჭირო ტერიტორიას თმობს და ამ ყველაფრის ისევ სათავისოდ გამოყენებას აპირებს.

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის ფარგლებში გახმაურებული მოსკოვის გეგმა თბილისმა, მართალია, სწორი მიმართულებით გადადგმულ, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარის ნაბიჯად შეაფასა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პერევის დეოკუპაცია მოსკოვისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის შესრულებას ნიშნავს:

 

”... პერევი არის მხოლოდ ძალიან მცირე ელემენტი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აუცილებელია, ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ეტაპობრივად მოვახერხოთ ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდეს მთლიანად, სრული მოცულობით, რისი შედეგიც, საბოლოო ჯამში, იქნება რუსული შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან და პოლიტიკური პროცესის დაწყება საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების მიზნით...”

 

პერევის გათავისუფლების გეგმას მოსკოვი არანაირად რომ არ უკავშირებს საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების მიზნებს, ეს დღესავით ნათელია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვისაც. ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთი საკუთარი ლოგიკით მოქმედებს და ამიტომ 14 ოქტომბერს გახმაურებული ამბავი არც მოულოდნელია და არც გასაკვირი:

 

”... რუსეთი ამას გააკეთებდა აუცილებლად ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ პერევი არის ერთადერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც არასოდეს არ შედიოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ორი სოფელია ამ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე - ქარძმანი და სინაგური, რომლებიც ერთმანეთს პერევის საშუალებით უკავშირდებოდნენ. მდინარე ყვირილაზე გადებული ხიდის გამო იყო ეს პრობლემა. ქარძმანი მოწყვეტილი იყო ყოფილი სამხეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან... ამიტომ დაიკავეს რუსებმა პერევი და ისინი არ მალავდნენ არასდროს, რომ პერევს დათმობდნენ აუცილებლად, და ახლა, ჟენევის კონტექსტში, ეს გამოიყენეს როგორც პიარ-კამპანია და პიარ-ქცევა”.

 

რუსეთს პერევის დატოვების გეგმა მუდმივად რომ ჰქონდა, ამას 14 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც ადასტურებს. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთმა ამ გეგმის განხორციელება ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში სცადა, როცა ცოტა ხნით გავიდა კიდეც ამ ტერიტორიიდან, მაგრამ იქ უცბად საქართველოს ”სპეცრაზმელთა არმადის” შესვლის გამო და იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს ”რუსეთზე საქართველოს იარაღის გამარჯვებად” შეაფასა, რუსები პერევში დაბრუნდნენ. ამავე კომენტარში გრიგორი კარასინი განმარტავს, რომ ამჟამად, შესაბამისი გზის გაყვანის შემდეგ, რუსების პერევში დარჩენას უბრალოდ აზრი დაეკარგა. მართალია, იქვე ის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან შეთანხმებასაც ახსენებს, მაგრამ სულ სხვა კონტექსტში:

 

”ბოლო თვეებში ჩვენმა მესაზღვრეებმა დიდი სამუშაო შეასრულეს და გაიყვანეს გზა, რომელიც ამ რაიონს სამხრეთ ოსეთის დარჩენილ ტერიტორიასთან აკავშირებს, და ახლა მართლაც დადგა დრო, რომ უკან, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დავიწიოთ... ყოველთვის ვაღიარებდით, რომ ეს საკმაოდ სადავო რაიონი იყო... თანაც ამით ჩვენ დავხურეთ დღის წესრიგი, რომელიც მუდმივად არსებობდა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ფარგლებში...”

 

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძისთვის წარმოუდგენელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება პერევის საკითხით დაკმაყოფილდეს და შესრულებულად ჩათვალოს მედვედევ-სარკოზის სახელით ცნობილი დოკუმენტის მოთხოვნები, მაშინ, როცა ეს დოკუმენტი რუსეთს თავისი სამხედროების გაყვანას საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ავალებს. ამასთან, მოსკოვის მიერ გახმაურებულ დაპირებას ექსპერტი საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნების შედეგად მიიჩნევს და იქვე კიდევ ერთ ასპექტსაც გამოყოფს:

 

”... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ გვაქვს უამრავი მრავალმხრივი ფორმატი, სადაც საქართველოს ხმა საკმაოდ წონადია და საკმაოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. თუმცა რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხოლოდ პერევის საკითხი არ უდგას წინ და იქ სხვა საკითხებზეც მიდის საუბარი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება რუსეთმა გადადგას საერთაშორისო ზეწოლის შედეგად”.

 

ჯერჯერობით ყველაფერი დაპირების დონეზე რჩება და მოსკოვს დაპირებული ნაბიჯი არ გადაუდგამს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, პროცესი შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს და რუსი მესაზღვრეების პერევიდან გასვლის გეგმა აუცილებლად ევროკავშირის მეთვალყურეთა ჩართვით უნდა განხორციელდეს.

 

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2191343.html

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნურასოდეს იტყვით ნურასოდეს....

 

2 მთავარი კანონია დიპლომატიაში. ერთი ეს რაც თქვი და მეორე: ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება.

 

 

ანუ ვინც ამბობდა რუსები მაინც არაფერს იზამენ, მოლაპარაკებას რა აზრი აქვს და ევროპა გაზპრომმა იყიდა და ობამას სძინავსო, აჰა ბატონო, თურმე შესაძლებელი ყოფილა.

 

მაკკეინმა შეიძლება კი თქვა 'დღეს ჩვენ ყველა პერეველები ვართ'-ო მარა, გაკეთებით სხვებმა გააკეთეს საქმე.

 

ეხლა მთავარია მიშამ არ დაიწყოს აჰა ხო ვამბობდი მაგარი ვარ, და "აბა ვინმემ გაბედოს ჩვენი გაჩერება" და ესეთები, თორე ისევ დაბრუნდებიან, როგორც უკვე იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი აბა ზეწოლა მოახდინეს რუსეთზე ,რუსეთმა ისეთი ზეწოლა იცის,რომ მეტს ვერც ინატრებს კაცი (გაზს ვგულისხმობ) არ უნდათ პერევი და გავიდნენ რა . :)) ზეწოლა არა იხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

რუსეთმა ისეთი ზეწოლა იცის,რომ მეტს ვერც ინატრებს კაცი (გაზს ვგულისხმობ)

აშშ -ს არ სჭირდება რუსების გაზი ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მIშამ დაიბრუნა :)

შავ-თეთრად ხედვის სმაილი :givi:

 

ევროპას ხომ ჭირდება

ევროპა არც ახდენს არანაირ ზეწოლას რუსეთზე. ეგ ქლიავები საერთოდ აშშ-ს მადლობელი უნდა იყვნენ რომ არსებობენ ისეთი სახით როგორც ახლა. არ ყოფილიყვნენ ამერიკელები, ეგ ევროპა ახლა ან გერმანია იქნებოდა ან რუსეთი.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...