მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 პერევში რუსი ოკუპანტების რაოდენობა ისევ შემცირდა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსი ოკუპანტების რაოდენობა ისევ შემცირდა. ბოლო მონაცემებით, პერევში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა. შეინიშნება რუსული ჯავშანტექნიკის შემცირება. ზოგადი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით უფრო სტაბილური გახდა. რუსი სამხედროები რამდენიმე დღის წინ პერევში დაბრუნებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართული სპეცრაზმის გაძევების ოპერაციას უწოდებენ. განმარტებებს პერევში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსი ოკუპანტების წარმომადგენელი აკეთებს. "ზუსტად დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის შედეგად, სიტუაციის გართულების გარეშე, ერთი საათის განმავლობაში მოხერხდა საქართველოს სპეცრაზმის გაძევება", - აღნიშნულია "ინტერფაქსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსული სააგენტოს ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამჟამად პერევის ოსურ ნაწილში იმყოფებიან. კონტინგენტის წარმომადგენლის თქმით, პერევის ბლოკ-საგუშაგოს გაუქმების შემდეგ ქართულმა მხარემ სოფელში ცოცხალი ძალა შეიყვანა, რაც რუსი ოკუპანტების დაბრუნების საბაბი გახდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.