მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთმა და ამერიკამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთმა და ამერიკამ შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. რუსული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შესაძლებელი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გახდება. ორმხრივი კონსულტაციები რუსეთისა და ამერიკის მხარეებს შორის მოსკოვში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ამერიკულ დელეგაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯონ რუდი ხელმძღვანელობდა. როგორც რუდმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამერიკა სთავაზობს რუსეთს ჩეხეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განხილვის პროცესში რუსებმაც მიიღონ მონაწილეობა. თუმცა მისი თქმით, ბევრი საკითხი ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დაუზუსტებელი და შეუთანხმებელია. ექსპერტების ინფორმაციით, ეს საკითხი რუსეთისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ჩეხეთი, სადაც ამერიკა რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების განთავსებას გეგმავს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.