მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 ვიქტორ იუშჩენკო MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს "ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გამბედაობა არ ეყო უკრაინისთვის MAP-ი მიენიჭებინა", - ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. იუშჩენკომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ალიანსის წევრობა შესაძლოა უკრაინისთვის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი გამხდარიყო. "ჩვენ ექვსჯერ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ხუთჯერ დავკარგეთ. ამის მიზეზი კი ერთია - ჩვენ არასოდეს გვქონდა საკმარისი საერთაშორისო გარანტიები", - აღნიშნა იუშჩენკომ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო მინისტერიალის დროს არავის ნატო-ში არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა იმ პრინციპების რეალიზება მოეხდინა, რომლის საფუძველზეც ეს ორგანიზაციაა დაარსებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.