Jump to content
Planeta.Ge

კონსტუტუციის ახალი რედაქცია


Recommended Posts

პოლიტიკა / საქართველო

საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტის სხდომა

 

საქართველოს პარლამენტის სხდომა

15.10.2010

ავტორი ეკა ქევანიშვილი

საქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს. 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. 112 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ - ასეთია კენჭისყრის შედეგი. პარალელურად კონსტიტუციის ახალი მოდელის შესახებ საბოლოო დასკვნაზე მსჯელობდა ვენეციის კომისიაც.

 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პირველივე მესიჯი 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას შეეხო - დასკვნას, რომელიც, ბაქრაძის თქმით, დადებითია და, მთლიანობაში, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს იწონებს:

 

”დასკვნა არსებობს, დასკვნა დადებითია და, სხვათა შორის, ბოლო ნაწილში ვენეციის კომისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას კარგი თანამშრომლობისთვის.”

 

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, ზოგადად, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კომისიას აქვს შენიშვნებიც, მაგალითად, უნდობლობის ვოტუმთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

 

ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციაში სულ 44 ცვლილება შედის და ისინი, ძირითადად, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის ახლებურ მოდელს ეხება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცვლილებებით პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად სუსტდება და ძალაუფლება პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადადის.ძლიერდება პარლამენტის როლი მთავრობის დაკომპლექტებაში. როგორი კონსტიტუცია მიიღო ქვეყანამ? - ამის შეფასება ვთხოვეთ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, ლევან ვეფხვაძეს:

 

”ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომლითაც საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელიდან გადავედით საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელზე, სადაც პრეზიდენტი უფრო მეტად გამოკვეთილი არბიტრია, ვიდრე საშინაო პოლიტიკის განმახორციელებელი, როგორც ეს აქამდე გვქონდა. საერთაშორისო ასპარეზზე ის წარმოადგენს ქვეყანას და ძირითადი წარმმართველი ფუნქცია ქვეყნის შიგნით ეკისრება მთავრობას. თუმცა ბალანსი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის პარლამენტის სასარგებლოდ გადაიწონა, ამას ვერ ვიტყვით პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად უნდა ვაღიაროთ, მთავრობის ფორმირების წყარო პარლამენტია და, ამ მხრივ, მართლაც, გაიზარდა პარლამენტის როლი, პრობლემა სხვა რამეა, კერძოდ, მთავრობაზე გავლენა პარლამენტის მხრიდან პრაქტიკულად იქნება სუსტი და, შესაბამისად, ძალიან რთული იქნება პარლამენტის მხრიდან კონტროლის მექანიზმების რეალურად ამუშავება.”

 

ძალთა ახლებური ბალანსი კონსტიტუციაში, კერძოდ, პარლამენტის როლის გაზრდა მთავრობის დაკომპლექტებისას სწორედ ის მთავარი პუნქტია, რომელსაც ექსპერტები ბოლო რამდენიმე თვეა აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ ის დასაწყისშივე მკვდრადშობილია. ახალი პროექტით, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ რთულია. საკითხის დაყენება პარლამენტის ნაკლებ შემადგენლობას შეუძლია, თუმცა, თუ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ვერ დაამტკიცებს, რისთვისაც უფრო მეტი ხმაა საჭირო, ვიდრე უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი, უბრალოდ, დაითხოვოს. ექსპერტებს ეს მუხლი უმოქმედო მუხლად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ, დათხოვნის შიშით, პარლამენტი ყოველთვის მოერიდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას.

 

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე შენიშნავს, რომ ხელისუფლება ტყუილად ითვლის კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს რაოდენობრივად, რადგან არსებითი შესწორება, რაზეც ვენეციის კომისიაც აკეთებდა აქცენტს და ქართული არასამთავრობო სექტორიც, ახალ კონსტიტუციაში არ შესულა.

შესაბამისად, მივიღეთ მოდელი, რომელიც ძაბირაძის პროგნოზით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში გამოიწვევს არეულობას ხელისუფლების მაღალ ეშელონებში:

 

”საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ვითარებაში ეს მოდელი არის ძალიან სახიფათო რამ, რადგან რეალურად ეს ნიშნავს ორხელისუფლებიანობის დამკვიდრებას. ეს არის რუხი კარდინალების ინტერესებს მორგებული კონსტიტუცია. ვინ იქნება ეს რუხი კარდინალი, ქართველი თუ არაქართველი, სხვა სახელმწიფოს ინტერესებისა თუ ჩვენი ინტერესების გამტარებელი, ამას ვერავინ გაარკვევს. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ ერთ წელიწადში პერმანენტული გადატრიალებები დაიწყოს - არა ქუჩიდან, არამედ თავად სახელისუფლო ეშელონებში.”

 

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობა რეალურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება.

 

კონსტიტუციის ახალი რედაქციიის ძალაში შესვლის შემდეგ გადასახედი იქნება დაახლოებით 200-მდე კანონი, სადაც ასევე იქნება ცვლილებები შესატანი. ამისათვის კი, როგორც ლევან ვეფხვაძე განმარტავს,კონსტიტუციით განსაზღვრული ორი წელი სრულიად საკმარისია.

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2191763.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც კი პარლამენტში ამის საშუალება იქნება, გასაუქმებელი იქნება ნაცინალთა მიერ მირებული ყველა საკნსტიტუციო ცვლილებები.

შემდგომ.

მისაღებია კანონი რეფერენდუმის შესახებ.

მისაღებია კანონი იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ.

 

მოკლედ, კონსტიტუცია არაა ფაჩიკოს გარმონი, როგორც უნდა ისე რომ წელავენ და კერავენ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ლაშა,ამას რად უნდა ამხელა ნაწერის დადება? ორი სიტყვით შეიძლება ამ ცვლილებების აღწერა.თან ინგლისურად კარგად ჟღერს.„მიშა ფორევარ“ :)

 

babuagiorgi

როგორც კი პარლამენტში ამის საშუალება იქნება, გასაუქმებელი იქნება ნაცინალთა მიერ მირებული ყველა საკნსტიტუციო ცვლილებები

შემდგომ.

 

 

გააჩნია ეს „შემდგომ“ რამდენი წელი იგულისხმე? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ლაშა,ამას რად უნდა ამხელა ნაწერის დადება? ორი სიტყვით შეიძლება ამ ცვლილებების აღწერა.თან ინგლისურად კარგად ჟღერს.„მიშა ფორევარ“ :)

 

babuagiorgi

 

გააჩნია ეს „შემდგომ“ რამდენი წელი იგულისხმე? :givi:

 

სწრაფად, მხოლოდ კურდღლები და კატები შვრებიან მაგ ამბეს :)

ხო, კიდევ რევოლუციას შეუძლია სწრაფად იაფად და არაეეფექტიურად.

რაც შეეხება ცვლილებებს, ამას დრო სჭირდება.

 

თუ ოპოზიციური სპექტრი გადახალსდება და ბოლო-ბოლო პარტიები დაემსგავსებიან პარტიებს, მაშინ 1012 წლის არჩევნებში შესაძლებელია ხმათა უმრავლესობის მოპოვება. თუ ოპოზიციური პარტიები ისევ ქვის ხანაში დარჩებიან, მაშინ 2016 წელს. პოლიტიკაში ეს დიდი დრო არა, მთავარია ჩამოვყალიბდეთ როგორც სახელმწიფო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1012

შეგესალა ეტყობა 21012 წელი იგულისხმე . ე მაშინ შეიძლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg

 

სამანტა შილდსი

 

თბილისი, საქართველო – პარასკევს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მოიწონა, რომელიც კრიტიკოსების თქმით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გზას უხსნის ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრად დარჩეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ისევე როგორც ეს მისმა მოსისხლე მტერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გააკეთა.  

 

ცვლილებები ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტის ძალაუფლებას და ზრდის პრემიერ–მინისტრისას. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს მთავრობის დათხოვნას, მაშინ როცა პრემიერ–მინისტრი ახლა აღმასრულებელ შტოს უხელმძღვანელებს და პაუხისმეგებელია კაბინეტის დაკომპლექტებასა და მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის განსაზღვრაზე. 

 

ბ–ნმა სააკაშვილმა 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ექვსი პრემიერ–მინისტრი დანიშნა. 

 

ცვლილებები ძალაში ეტაპობრივად შევა და სრულად ამოქმედდება 2013 წელს, როდესაც ბ–ნი სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

 

ზოგიერთი იმ კანონმდებლიდან, რომლებმაც ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირეს 112–ი ხმით 5–ის წინააღმდეგ, აცხადებს რომ ძალაუფლების უფრო თანბარი განაწილებით ახალი კონსტიტუცია საქართველოს უფრო დემოკრატიულს გახდის. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ის დაასრულებს ქუჩის საპროტესტო აქციების და ამ გზით რეჟიმის ცვლილების ციკლს, რამაც ქვეყანა გააჩანაგა 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.     

 

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ სამი პრეზიდენტი გვყავდა და ყველა მათგანი პოლიტიკური არეულობის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ქართულ სისტემაში პრეზიდენტი სიმძიმის ცენტრია“, – ამბობს დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის სპიკერი და ბ–ნი სააკაშვილის ახლო მოკავშირე. „ეს ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ ამიერიდან ცალკეული ადამიანი ან ცალკეული ინსტიტუტები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვებთან თანხმობის გარეშე, და სწორედ ეს არის სტაბილურობის გასაღები“.

 

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ქართული ოპოზიციის უმრავლესობამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარასკევის კენჭისყრაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.   

 

„ვფიქრობთ ცვლილებები საგანგებოდ სააკაშვილზეა მორგებული“, – ამბობს ირაკლი ალასანია, ოპოზიციური პარტიის „საქართველოს თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი და დასძენს, რომ ახალი კონსტიტუცია პარლამენტის როლს არანაირად არ აძლიერებს. „ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი გვჯეროდეს, რომ სააკაშვილი საკუთარი თავის პუტინიზაციას ახდენს და პრემიერ–მინისტრად დარჩენას გეგმავს“. 

 

პარლამენტის სპიკერი, ბ–ნი ბაქრაძე აცხადებს, „ჯერ ადრეა და პრეზიდენტის გეგმებს ჯერ არ განვიხილავთ, მაგრამ მას არასდროს უთქვამს, რომ 2013 წელს პრემიერ–მინისტრობას აპირებს“.  

 

ახალგაზრდა და ფიცხმა სააკაშვილმა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2003 წელს უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ დაამხო, მას შემდეგ რაც ათობით ათასი დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა მისი იდეის მხარდასაჭერად დემოკრატიული საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანებულიყო.

 

ბ–ნმა შევარდნაძემ  ზვიად გამსახურდია 1992 წლის გადატრიალების შემდეგ შეცვალა. 

 

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის მიზნით. ის უმცროსი ჯორჯ ბუშის ფავრიტი იყო მის ძალისხმევაში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პრო–დასავლური რეჟიმების მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა დემოკრატიის მის მოდელს რეგიონში ჩრდილი მიადგა: 2007 წელს, სააკაშვილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, კრიტიკის ობიექტი გახდა, როდესაც მთავრობის სპეცდანაყოფებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ და სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც გაიმარჯვა.  

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორვადიანი საპრეზიდენტო ლიმიტი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვერ შეძლებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. იმ დროისთვის ის 46 წლის იქნება.

 

ბ–ნი პუტინი რუსეთის პრემიერ–მინისტრი 2008 წლის მაისში გახდა, მას შემდეგ რაც მაქსიმალური ორი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, და უმნიშვნელო პოზიციიდან უმალ მოირგო გავლენიანი ადამიანის როლი. 

 

2008 წლის აგვისტოში რუსეთი და საქართველო ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირსიპირდნენ, რამაც სააკაშვილის რეპუტაცია კიდევ უფრო შელახა, რადგან მან საკუთარი ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა. ამ ომის გამო დაახლოებით 26 000 ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას.

 

ამბობენ, რომ პუტინს და სააკაშვილს პერსონალურად სძულთ ერთმანეთი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

სწრაფად, მხოლოდ კურდღლები და კატები შვრებიან მაგ ამბეს

 

 

და კიდევ ვინ? :givi:

 

კაცო,რას მეპრაფესორები და მიშას შემდეგ მაგის შვილი გახდება პრემიერი. :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

 

და კიდევ ვინ? :givi:

 

კაცო,რას მეპრაფესორები და მიშას შემდეგ მაგის შვილი გახდება პრემიერი. :018:

 

ჩილეს საფერავი რომ მოგესინჯა ჰა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩილეს საფერავი რომ მოგესინჯა ჰა?

 

 

ეხლა ნანის მოვიყვან და მაგარი ღვინო მაქვს ნაყიდი მივყლურწავ.ავსტრალიასთან ის ქვეყანა ახლოს არ არის და არც ერთი განედი აქვთ.აბა გამაიცანი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მისაღებია კანონი რეფერენდუმის შესახებ

არა მართლა :givi:

 

ეგ კანონი დიდი ხანია მიღებულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, ახალი კონსტიტუცია ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ევროპულ ტრადიციებს შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს ნაყოფიერი მუშაობისთვის, რადგან პარლამენტმა ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინა. ერთადერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა, პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას უკავშირდება.

„ვფიქრობ, პარლამენტი სწორად და აბსოლუტურად ზუსტად მოიქცა, რომ გადაწყვიტა მაინც დალოდებოდა ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანოს - ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას - როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი კონსტიტუცია (იმის მიუხედავად, რომ არც ვალდებულება გვქონდა რაიმე და ბევრი ქვეყანა არც იზიარებს რჩევებს, როდესაც საქმე ფუნდამენტურ კანონს შეეხება) და შემდეგ ეყარა კენჭი.

 

საქართველოს ბევრი ჰყავს ჩასაფრებული ქვეყნის გარეთ და შესაძლოა, ეს არაკეთილსინდისიერმა ხალხმა ქვეყნის შიგნით გამოიყენოს. დასკვნა დღეს ოფიციალურად დაიდო და მსურს აღვნიშნო, რომ ამ დასკვნის ყველა პუნქტი გათვალისწინებულია ერთადერთი საკითხის გარდა. დასკვნის თანახმად, პარლამენტს უფრო მეტად უნდა შეემცირებინა პრეზიდენტის უფლებები, მაგრამ პარლამენტის გადაწყვეტილებით, არსებულ ვითარებაში, ამდენი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის უფლებების მთლიანად ნიველირება ისე, როგორც ეს უმეტეს ევროპულ ქვეყნებშია, გამორიცხულია.

მთავარი რამ - რეკომენდაციები და ევროპული პრინციპი გათვალისწინებულია. ამიერიდან, მთავრობას ერთპიროვნულად პრეზიდენტი კი არ დააკომპლექტებს, რომელსაც 5 წლის მმართველობა გარანტირებული აქვს და მთავრობას, როგორც უნდა ისე გადააჯგუფებს, არამედ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. საკანონმდებლო ორგანო ყოველდღიურად ბევრად უფრო ანგარიშვალდებული იქნება ამომრჩევლის წინაშე, ხოლო მთავრობა - პარლამენტის წინაშე. ნებისმიერ შემდგომ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, რომელიც შემდგომ წლებში, ამ კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ მოვა, ეს ძალზე გაურთულებს მუშაობას.

საბოლოოდ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის სწორი მოდელი. ასე რომ, ვფიქრობ, ბრძნულად მოიქცნენ ბაქრაძეც და სხვებიც, რომ საბოლოო დასკვნას დაელოდნენ, რადგან პირადად მე წინა დღეებში უამრავი უაზრო ლაყბობა მოვისმინე იმის თაობაზე, თითქოს, მიღებული რეკომენდაციები არ გავიზიარეთ. ახლა უკვე ყველამ უნდა დაგვაცადოს მუშაობა, რათა ჩვენი ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს. უნდა შევწყვიტოთ უაზრო დებატები.

 

ჩვენ გავიარეთ არეულობები, შიდა აჯანყების მცდელობა, სამხედრო გადატრიალების მცდელობა, შიდა ოპონენტების უამრავი დესტრუქციული ქმედება და უცხო ქვეყნის პირდაპირი სამხედრო აგრესია, აღარაფერს ვამბობ ემბარგოებსა და სხვა პროვოკაციებზე... ახლა მაინც დაგვაცადეთ მუშაობა, როდესაც ამდენ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს, უამრავ ადამიანს სამუშაო ადგილი აქვს საშოვნი, ამდენად დიდი სოციალურ ეკონომიკური პრობლემები გვაქვს ქვეყანაში (ეს ბუნებრივიცაა) და არ მიმაჩნია, რომ უაზრო ლაყბობისთვის არ უნდა დავხარჯოთ ორი-სამი წელი. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მდგომარეობა თითოეული ადამიანისთვის უკეთესობისკენ შეიცვალოს. ეს არის ის, რაც კომისიას შეეხება. ამიერიდან არგუმენტები ნამდვილად აღარ აქვთ. ვენეციის კომისიას ყველა ძირითად საკითხში დავუჯერეთ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

კომსომოლი დემაგოგი . :დ

შევარდნაძის პირდაპირი გაგრძელება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა აზრი აქვს კონსტიტუციაშI რა ეწერება.. მიშას რასაც უნდა მაინც იმას აკეთებს და მაგრა ახატია კონსტიტუცია..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

112 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ - ასეთია კენჭისყრის შედეგი.

lasha_alo

 

ეს 5 ვინები არიან?

 

ჯონდი და დროება? :givi:

Edited by ირაკლი75
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონდი და დროება?

ალბათ "ოპოზიციური" ბექგრაუნდი :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმე კარიკატურისტს არ იცნობთ ხალხო დახატოს რა იდეას ვჩუქნი:

 

მიშა ჩაცუცქული ისაქმებს ჩეჩმაში და კედელზე ლურსმნით მიჭედებულია კონსტიტუცია ხოდა ეს შტერი სახით ხევს ერთ ერთ გვერდს.

 

სიტყვა კონსტიტუციაზე მე მხოლოდ ეს სურათი წარმომიდგება გონებაში, სხვა რეაქცია არ გამაჩნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...