Jump to content
Planeta.Ge

რატომ გგონიათ, რომ გესმით პოლიტიკა?


Recommended Posts

თუ გინდა გაგება, გაიგე რასაც გეუბნები, თუ ვერ იგებ, მაშინ, მოიცადე და ცოტა რომ გაიზრდები მერე გაიგებ :D

ეს, რომ დაწერე, ბებერ კონფუცად ხომ არ გრძნობდი თავს? :018: :018:

გინდა მოსკოვი დაგანახო? :D

ნამყოფი ვარ და დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩი ამ ქალაქით.. :018: :018:

 

 

პ.ს დირესთან დისკუსიას არ გირჩევთმ, მწვავე შიზოფრენიულ აზრების მეტს მისგან ვერაფერს ვერ მოისმენთ..

 

როგორც იმ ფორუმზეა, "არასდროს არ ეკამათო ივერიელს" ამ ფორუმზე ესე დირეა :D

 

არც უნდა გეწყინოთ მისი ბოღმა და საერთოდ ყურადღება არ მიაქციოთ (მე ესე ვშვები) მართალია ამით ორჯერ დაიბოღმება, მაგრამ თქვენ უაზრო დისკუსიას და თქვენი მისამართით ლანძღვას, თავიდან აიცილებთ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რატომ გგონიათ, რომ გესმით პოლიტიკა?

რომ არ მესმის იმიტომ ვპოსტავ აქ-ტვარა აბა რომელ ფორუმზე მაქვს არქიტექტურაზე მაუსი წაცდენილი?:)

 

 

სრულიად არ მესმის ეკონომიკა ასე რომ რახან უცოდინრობაზეა ტემა აქ ვიკიტხავ:

 

 

 

 

სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 84 835 000 აშშ დოლარი შეადგინა

 

საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 84 835 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3 277 700 აშშ დოლარით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, სექტემბრის მაჩვენებელი 4.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 5.5%-ით მეტია 2009 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2009 წლის სექტემბერთან შედარებით მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 5 661 000 აშშ დოლარით გაიზარდა და 49 556 000 აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების მოცულობა გაიზარდა იტალიიდანაც და სექტემბრის მდგომარეობით 4 391 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 5 321 000 აშშ დოლარია, უკრაინიდან შემოსული - 3 914 000 აშშ დოლარი, ხოლო თურქეთიდან შემოსული - 3 318 000 აშშ დოლარი.

 

http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/...-sheadgina.html

..............................................

 

‎66 500 000$ - 5 ქვეყნიდან: რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი და იტალია

 

 

რა არის ეს? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არასდროს გამჩენია იმის ამბიცია რომ პოლიტიკაში ვერკვევი.. უბრალოდ რა ინფორმაციასაც დღევანდელი მედიიდან ვიღებ მიჩნდება მერე საკუთარი აზრი და იმას გამოვხატავ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

რა არის ღიმილის მიზეზი? პატიოსანი აზროვნება შენის აზრით იდიოტიზმია?

უბრალოდ სასაცილო ტერმინია

ცუდად ნუ გამიგებ

 

SSDK

 

რა გინდა ბიძიკო ჩემგან?

რაზე მედავები ვერ გავიგე ნამდვილად :)

 

დავწერე თავიდან:

 

ხოდა, ისიც ვერ გავიგე ამაზე მეკამათები? თუ რისთვის მოგყავს ეგ მაგალითები? ამ, ზემოთთქმულის საწინააღმდეგოდ თუ უბრალოდ შენს ცოდნა-განათლებას გვანახებ?

 

რაზე მედავები გამაგებიე ჯერ ნორმალურად და მერე გავაგრძელოთ პოლემიკა..

მაიცა ვერ გავიგე შენ გინდა მონოლოგები გქონდეს ფორუმზე?? მაშინ მიაწერე ხოლმე არ მიპასუხოთ.... ძალიან დაიძაბე გეტყობა და თუ არ გინდა პასუხის წაკითხვა საერთოდ ფორუმზე რა გინდა რო აი ეგ გამაგებინე შენ

საკუთარი აზრი აღარ დავაფიქსირო? თუ ყველაფერში უნდა დაგეთანხმო?

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

უბრალოდ სასაცილო ტერმინია

ცუდად ნუ გამიგებ

შეიძლება ცუდად ვთარგმნე რუსულიდან честно мыслить, думать честно

 

прилагательные. Например, честная, когда достоинство человека выражается в том, что он честно мыслит. Ведь мы многое делаем по принуждению, и часто то, что делаем, не зависит от нашего героизма или трусости. Но есть некая точка, в которой, вопреки всем силам природы и общественным силам, мы можем тем не менее хотя бы думать честно. И я уверен, что каждый из вас независимо от того, приходилось ли вам быть не просто в состоянии честности, а в состоянии честной мысли, знает об этом. А именно: что человек испытывает, когда в нем загорается вдруг неизвестно откуда пришедшая искра, которую можно назвать Божьей искрой. Так что существует это особое состояние некой пронзительной и одновременно отрешенной, какой-то ностальгической или сладко тоскливой ясности, относительно которой имеет смысл задавать вопросы. Даже беду в мысли (в том, что я называю мыслью и чего пока мы не знаем) можно воспринимать на этой звенящей, пронзительной и, как это ни странно, радостной ноте. Хотя, казалось бы, что может быть радостным в беде?! Естественно, только то, что ты мыслишь. Оказывается, можно думать и тогда, когда тебе больно, и испытывать от этого радость, от того, что выступило при этом с пронзительной ясностью. Когда ты смотришь, опустив руки, и тем не менее никто у тебя не может отнять того, что ты видишь, если, разумеется, видишь.

მამარდაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიტყვა პოლიტიკა არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება. შედეგებიდან გამომდინარე, მგონი ჩვენთან ამ დეფინიციასთან კავშირში არცერთი პოლიტიკოსი არ არის.

ჩემი აზრით, სანამ სუბიექტი ღრმად არ გაერკვევა ადამიანის სოციალურ არსში, სახელმწიფოს დანიშნულებაში და მათ შორის ვერ დაინახავს ორგანულ კავშირს, მანამ პოლიტიკასთან მისვლა არ არის მიზანშეწონილი.

 

თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.

ნებისმიერი ღატაკი სახელმწიფოს არსებობა სწორედ ამ პრინციპის გაუაზრებლობით აიხსნება და არა აქვს მნიშვნელობა, ეს სახელმწიფო 3000 წლის წინ შეიქმნა, თუ გუშინ.

 

პოლიტიკა ადამიანთა ძალისა და ინტერესის გამომჟღავნების სფეროა და აქ კანონზომიერებას, ბუნებრივ, ღვთაებრივ სამართალს არაფერი ესაქმება.

განუვითარებელ ქვეყნებში გავრცელებული მოსაზრების _ პოლიტიკა ბინძური საქმეა _ საფუძველიც სწორედ ესაა.

 

სოფისტთა აზრებს პრინციპულად აკრიტიკებდა სოკრატე, რომელიც დელფოსის აპოლონის ტაძრის ქურუმ-წინასწარმეტყველმა პითიამ ბრძენთა შორის უპირველეს ბრძენად სიცოცხლეშივე გამოაცხადა. სოკრატე აიგივებს გონივრულს, სიმართლეს და კანონს. ეს მისთვის სინონიმებია. განათლებულთ უნდა მართონ _ ესაა სოკრატეს მოთხოვნის არსი.

“მეფეები და მმართველები არიან არა ისინი, რომლებიც ატარებენ სკიპტრას, არა ისინი, რომელნიც არჩეულნი არიან ცნობილი გავლენიანი პირების მიერ, არა ისინი ვინც ძალაუფლება ხელში კენჭისყრით ან ძალადობით, სიცრუით ჩაიგდო, არამედ ისინი, რომელთაც შეუძლიათ მართვა”.

 

ეთიკური კუთხიდან, პოლიტიკისათვის არსებითია, რომ პოლიტიკური სიმართლე მხოლოდ თავისუფალთა და თანატოლთა შორისაა შესაძლებელი, რომლებიც ერთ საზოგადოებას განეკუთვნებიან. ანუ ამაღლებული ზნეობის მქონე, განათლებულ საზოგადოებასა და უპრინციპო, განუვითარებელ ადამიანებზე პოლიტიკური სიმართლე ერთნაირად არ უნდა გავრცელდეს.

სახელმწიფო ბუნებრივი განვითარების პროდუქტია, ადამიანთა ურთიერთობის შედეგი, უმაღლესი ფორმა, რომელიც ყველა სხვა ურთიერთობას მოიცავს. პოლიტიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა ურთიერთობა სრულყოფილი ხდება და საკუთარ მიზანს აღწევს.

 

ადამიანი, თავისი არსით, პოლიტიკური არსებაა. ადამიანის პოლიტიკური არსის გენეზისი მხოლოდ სახელმწიფოში სრულდება, მთავრედება.

თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ადამიანი, ხალხი, ერი ცხოვრების მაღალი განვითარების სიმაღლეს როდი აღწევს. მათ, ვინც დაუშვა, რომ სახელმწიფო ბუნებრივი კანონზომიერების გარეშე, ხელოვნურ, საკუთარი ერის გამანადგურებელ დამახინჯებულ სტრუქტურად ჩამოყალიბებულიყო, არისტოტელემ ბარბაროსები უწოდა. არისტოტელესათვის _ “ბარბაროსები და მონები იგივური ცნებებია”.

 

მართებულ სახელმწიფოში მმართველები საერთო სარგებელზე ფიქრობენ,

არამართებულში _ მხოლოდ საკუთარ თავზე.

 

_”იძულებულნი ვართ შევთანხმდეთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის მონები არიან, სხვანი არსად და არასდროს არიან ასეთნი”.

ამ, ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზას ღრმად თუ დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ან მონაა, ან _ თავისუფალი. არისტოტელეს აზრით,

თუ სუბიექტს პოლიტიკა არ აინტერესებს, ის უკვე მონაა.

და ასეთები ჩვენში ახლაც ბევრია. რამდენჯერ მოგვისმენია ფრაზები _ ”პოლიტიკა ბინძური საქმეა. . .” და ”მე პოლიტიკა არ მაინტერსებს. . .”

არისტოტელეს უკვირს, როგორ არ უნდა აინტერესებდეს ინდივიდს ის, რაც მის ცხოვრებას განსაზღვრავს, ანუ სახელმწიფო და პოლიტიკა, რაზეც არა მარტო მისი კეთილდღეობა თუ უბედურება, განვითარება თუ დაქვეითებაა დამოკიდებული, არამედ მისი ყოფნა-არყოფნაც კი.

ყოველივე ეს არ აინტერესებს ცხოველს, მაგ., ხარს, რომელიც იმითაც კმაყოფილია, რომ მთელი დღის მუშაობის შემდეგ, საღამოს გომურში შეიყვანენ და საკვებს მისცემენ. ხარი და მონობა ბუნების კანონზომიერებაში ეწერება.

აქედან, არისტოტელეს ფორმულა _ ადამიანი არის პოლიტიკური არსება. ანუ, თუ მას ცნება პოლიტიკას ჩამოაცილებთ, მონას მიიღებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სპეციალობით ვარ ინჟინერი და იურისტებისა და "პოლიტიკისებისაგან" განსხვავებით მიყვარს სიზუსტე :pupuza: . იქ სადაც ორი იურისტია ან "პოლიტიკოსი" მინიმუმ სამი მოსაზრება არსებობს. ჩვენთან კი "რაც კარგია ფორდისათვის ის კარგია ამერიკისათვისაც" :yes: ანუ ჩვენი პროფესიული აზროვნება არის პროგმატული და რაციონალური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანი იმაზე სმჯელობს რაც აინტერესებს, მე მაგალიტად მათემატიკის აზრზე არა ვარ და მართალი გითხრა მის ავ კარგიანობაზე არასდროს მისაუბრია არავისთან :nekro:

პოლიტიკამ რა დაგიშავე ასეთი? :D

 

2X2=4 -ა ხო??? არის თუა რა??? შეედავები მათემატიკოსებს??

სკოლის მათემატიკის თუ გაცდები ბევრ ისეთ რამეს აღმოაჩენ, რომ გაკვირვებული დარჩები.

ისე ცოდნისათვის 2X2 არა ყოველთვის 4 ;)

 

საერთოდ, ადამიანს რაც კარგად არ ესმის, სწორედ იმაზე მსჯელობს ყველაზე მეტად(ან ცდილობს მაინც)..

გეთანხმებისავიტ, უბრალოდ მე პრობლემას სულ სხვა რამეში ვხედავ. ერთია ისაუბრო იმაზე რაც არ იცი და შეეცადო შაწვდე მის არს, მეორე თავიდანვე "ექსპერტობა" დაიწყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

სკოლის მათემატიკის თუ გაცდები ბევრ ისეთ რამეს აღმოაჩენ, რომ გაკვირვებული დარჩები.

ისე ცოდნისათვის 2X2 არა ყოველთვის 4

ბანახის სივრცეების ახსნა არ დაგავიწყდეს კიდევ.. ეე, მაგი აკლია სწორედ :)

 

, უბრალოდ მე პრობლემას სულ სხვა რამეში ვხედავ. ერთია ისაუბრო იმაზე რაც არ იცი და შეეცადო შაწვდე მის არს, მეორე თავიდანვე "ექსპერტობა" დაიწყო

ძაან კაი, თუ მეთანხმები, მაგრამ შე კაი ადამიანო, ამ ფორუმს რომ არ მოდგეთ, ცოტაა საქართველოში "ექსპერტები"? :)

სხვას რომ თავი დაანებო, ქართველ "ექსპერტთა" 80%-ის ასაკი 35 წელს ქვემოთ არის და დიდი ამბავი ამ ფორუმზე ვინმემ წაიექსპერტოს :)

ხო იცით თქვენ, ვინ როგორი ექსპერტები ვართ, ხოდა იექსპერტონ და იყონ.. რა მიდის თქვენი? :)

 

P.S.

სხვათაშორის, ეს ფორუმი იმიტომ მომწონს, რომ აქ "ექსპერტები" არ არიან.. უმრავლესობას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის, რასაც წერენ არის მათი სუბიექტური აზრი და არა "სტოპრაცენტნი ფაიზაღი"..

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ფორუმს რომ არ მოდგეთ

ეს თემა ამ ფორუმს ეხება.

 

სხვას რომ თავი დაანებო, "ექსპერტთა" 80%-ის ასაკი 35 წელს ქვემოთ არის :(

ასაკი ცოდნის პროპორციულად არ მიმაჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ასაკი ცოდნის პროპორციულად არ მიმაჩნია

არც მე არ მიმაჩნია ასაკი ცოდნის პროპორციულად.. მეტიც, არსად არ მითქვია ეგ.. აი ექსპერტობა კი ნამდვილად მიმაჩნია ასაკის პროპორციულად ნებისმიერ სფეროში, რამეთუ, ცოდნა ცოდნაა და ექსპერტობა, ჩემი ღრმა რწმენით არის ცოდნას პლიუს გამოცდილება.. ეს უკანასკნელი კი კარგად მოგეხსენებათ, ასაკის პროპროციულია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ექსპერტობა კი ნამდვილად მიმაჩნია ასაკის პროპორციულად ნებისმიერ სფეროში, რამეთუ, ცოდნა ცოდნაა და ექსპერტობა, ჩემი ღრმა რწმენით არის ცოდნას პლიუს გამოცდილება.. ეს უკანასკნელი კი კარგად მოგეხსენებათ, ასაკის პროპროციულია :)

გააჩნია სფეროს, ანუ სპეციალობის სპეციფიურია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

მაიცა ვერ გავიგე შენ გინდა მონოლოგები გქონდეს ფორუმზე?? მაშინ მიაწერე ხოლმე არ მიპასუხოთ.... ძალიან დაიძაბე გეტყობა და თუ არ გინდა პასუხის წაკითხვა საერთოდ ფორუმზე რა გინდა რო აი ეგ გამაგებინე შენ

საკუთარი აზრი აღარ დავაფიქსირო? თუ ყველაფერში უნდა დაგეთანხმო?

ჰეეეჰ.. ეს ახლა ვნახე :)

 

რატო საუბრობ ეგრე? რათ გინდა აგრესია? :)

დავწერე სადმე ყველაფერში უნდა დამეთანხმოთთქვა? თუ ის დავწერე, შენი აზრი არ დააფიქსირო მეთქი? პირიქით, გავყვირივარ, შენი აზრი დაწერე და მითხარი რაზე არ მეთანხმებითქვა.. :)

რადგან ჩემს პოსტს სცემ პასუხს და ჩემთან შემოდიხარ კამათში, შე კაი ადამიანო, ის მაინც მითხარი, რას ეთანხმები და რას არა.. გამაგებინე, ჩემი პოსტის რომელ ნაწილს არ ეთანხმები, იმიტომ, რომ არა ვარ უშეცდომო და არც "ექსპერტი", ჩემი ნათქვამი აბსოლუტურ სიმართლეს რომ ნიშნავდეს, იქნება და ვცდები მართლა, მაგრამ თუ არ მითხარი რას არ ეთანხმები და რაზე გაქვს პრეტენზია, სამჭკუაშვილი ვაარ მე და ჩემით ვერ მივხვდები, ხოდა, იყავი და იჭიმე ძარღვები, რა გიყო აბა მე :)

 

ღმერთი, მადლი, რავი რა გწამს, ადამიანურად, კაცურად მითხარი, რომელი ჩემი პოსტიდან გამოიტანე ეს დასკვნა? :)

შენ გინდა მონოლოგები გქონდეს ფორუმზე?? მაშინ მიაწერე ხოლმე არ მიპასუხოთ

ნახევარ სამეფოს ვიძლევი პასუხში :)

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

გააჩნია სფეროს, ანუ სპეციალობის სპეციფიურია

აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, ექსპერტობა არის გამოცდილების პროპორციული.. გამოცდილება, თავის მხრივ არის ასაკის პროპორციული, შესაბამისად ვიღებთ, რომ:

აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, ექსპერტობა არის ასაკის (პირდაპირ)პროპორციული..

ხოლო ეს ასაკი 12 წელი იქნება, 35 თუ 105, ნამდვილად არის უკვე კონკრეტული სფეროს პრეროგატივა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...