მდა Posted December 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2008 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკების უსაფრთხოების საკითხს დააყენებს. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეგიონში ვითარება დაძაბულია და გარკვეული პროვოკაციების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. განცხადებაში რუსული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების კონკრეტული მექანიზმები იქნება შემუშავებული, რომელიც რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. უსაფრთხოების ერთ-ერთ პირობად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში იარაღის შემოტანაზე ემბარგოს დაწესებას ასახელებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.