Jump to content
Planeta.Ge

მესიჯი მობილურზე და გაპრავებული კონსტიტუცია.


Recommended Posts

მე რა მაინტერესებს, იცი - ის გვეკაიფება და თუ მას გაეკაიფენ

 

 

რავი აბა და ურჩიეთ მიშას,ნურავის ნუ აძლევს თავისი მობილურის ნომერს.რუსებმა არ გაიგონ და დუდაევივით არ გაასაღონ. :)

 

 

ბილაინი ჰქონია თურმე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

 

 

მესიჯი მარტო მიშამ მიიღო,თუ ბაქრაძესაც გამოუგზავნა..?? :givi: :givi:

მაგი სმს მე გავუგზავნე გასაშაყირებლად. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მესიჯი გამოუგზავნეს ამისთანა? :)

 

 

 

პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქცია საბოლოოდ დაამტკიცა

17:42 15-10-2010

საქართველოს პარლამენტმა დღეს ქვეყნის კონსტიტუციის თითქმის ახალი რედაქცია საბოლოოდ დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს გამართულ კენჭისყრაზე 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ :givi: დაამტკიცეს

ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციაში სულ 44 ცვლილება შევიდა. კენჭისყრას წინ უსწრებდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, დადებითია. თუმცა, ვენეციის კომისია მართალია პროექტს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ რამდენიმე საკითხი მაინც დასარეგულირებელია.

კერძოდ, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით,Y პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ რთულია. საკითხის დაყენება პარლამენტის ნაკლებ შემადგენლობას შეუძლია, თუმცა, თუ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ვერ დაამტკიცებს, რისთვისაც უფრო მეტი ხმებია საჭირო, ვიდრე უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის, პრეზიდენტს შეუძლია, პარლამენტი დაითხოვოს.

ექსპერტებს ეს მუხლი უმოქმედო მუხლად მიაჩიათ და ამბობენ, რომ დათხოვნის შიშით, პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას ყოველთვის მოერიდება. აღნიშნულ საკითხზე ვრცელდება მოსაზრებაც, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სამომავლოდ მეტ გარანტიებს იქმნის, რადგან თუ ახალი პარლამენტის შეკრებისას მოახერხებენ პრემიერ-მინისტრის საკუთარი კანდიდატურის გაყვანას, უმრავლესობის და/ან პარტიის დაშლის შემდეგ მათ მიერ არჩეულ მთავრობას პრობლემა აღარ შეექმნება.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნებით ხსნიან და როგორც აღნიშნავენ, თუ უნდობლობის პროცესი მარტივი იქნება, ეს ქვეყანაში მთავრობის ხშირ ცვლილებას გამოიწვევს, რაც მხოლოდ ქვეყანას ავნებს.

ვენეციის კომისიის Mმეორე ძირითადი შენიშვნა მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ეხება, თუმცა ეს შენიშვნაც არ არის გათვალისწინებული. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ერთი წლის განმავლობაში აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და ბევრი შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა ყველაფრის "ქოფი ფეისტით" გადმოტანას საქართველოს არავინ ავალდებულებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ახლებური ბალანსი ყალიბდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად შესუსტდა. პრეზიდენტის ძალაუფლების უმეტესობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადავიდა და ა.შ

ასევე, გაძლიერდა პარლამენტის როლი მთავრობის დაკომპლექტებასთან მიმართებაში, თუმცა, მომავალი პარლამენტის სიძლიერეში ექსპერტებსაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც ეჭვი ეპარებათ.

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი, გამოქვეყნებდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის პირველი იანვრიდან.Aასევე, სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობების საკითხები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პარლამენტს კენჭისყრა გადაედო და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, თუმცა ასე არ მოხდა.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი, გამოქვეყნებდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის პირველი იანვრიდან. Aასევე, სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობების საკითხები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაქრაძესაც მიუღია.თან პარლამენტარებისთვისაც წაუკითხვას. :018:

 

 

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პირობა "29 გრადუსით შეუსრულა"

18:48 15-10-2010

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემოდგომაზე დამტკიცებით საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პირობა "29 გრადუსით შეუსრულა" .

ასე იხუმრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე, "ქართული დასის" ლიდერ, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან მიმართებაში.

"ბატონო ჯონდი, დაგპირდით, რომ აგვისტოში, 42-გრადუსიან სიცხეში არ მივიღებდით კონსტიტუციას, ახლა 13 გრადუსია და მთელი 29 გრადუსით შეგისრულეთ დაპირება", - მიმართა დავით ბაქრაძემ ჯონდი ბაღათურიას.

ზოგადად კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრამდე დავით ბაქრაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც პროცესს არ გაემიჯნა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ვენეციის კომისიის დადებით დასკვნაზეც ისაუბრა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სპიკერს ურჩია, რომ ტერმინი "დადებითი" მხოლოდ პირობითად გამოიყენოს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, თუ სად შეიძლება გაეცნოს ქართველი დეპუტატი ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციას და ცალსახად განაცხადა, რომ სანამ ოფიციალურად გახდება ცნობილი კომისიის დასკვნა, ქართველმა დეპუტატებმა შეფასებებისგან თავი შეიკაონ.

იმის დასტურად კი, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს მართლაც დადებითად აფასებს, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგას ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკერტის ციტატა საკუთარი მობილური ტელეფონიდან წაუკითხა. კერძოდ, ტომას მარკერტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი რედაქცია ევროპულ სტანდარტებს მთლიანად შეესაბამება.

 

 

 

ქვეყანა კი არა ცირკია მე ვიყო შპიონი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

იმის დასტურად კი, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს მართლაც დადებითად აფასებს, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგას ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკერტის ციტატა საკუთარი მობილური ტელეფონიდან წაუკითხა. კერძოდ, ტომას მარკერტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი რედაქცია ევროპულ სტანდარტებს მთლიანად შეესაბამება.

სადაც საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე ბაღდასაროვია ( არაფერი მაქ მის ეროვნებასთან საწინააღმდეგო, რომ არ მალავდეს) იქ არარც ის მიკვირს მესიჯებზე, რომ აპელირებდეს ეს ხელისუფლება

 

ეს არარც სატიალია და აღარაც სასაცილო - სტიქიური უბედურებაა და მეტი არაფერი

Fუ! :puka:

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ტელეფონზე ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან მიიღო

 

გამორიცხულია, 0% მაგის შანსი დამერწმუნეთ. თანხმობა შეიძლება მისცენ, მაგრამ სმს-ით გამორიცხულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაც საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე ბაღდასაროვია

 

მართლა თუ შაყირობ.ისე იერი კი აქვს იმათი აი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამორჩით ცხოვრებას, 21 -ე საუკუნეა, ეხლა მთელს მსოფლიოში მესიჯებით ხდება კონსტიტუციების მიღებაზე თანხმობის გაცემა :018:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი დღეა დღეს ნაცებისთვის და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვის................კაროჩე რა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამორჩით ცხოვრებას, 21 -ე საუკუნეა, ეხლა მთელს მსოფლიოში მესიჯებით ხდება კონსტიტუციების მიღებაზე თანხმობის გაცემა

 

 

მიშას და ბაქრაძეს მიუღიათ და მესამეც გაეძრობა ვინმე. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ჩამორჩით ცხოვრებას, 21 -ე საუკუნეა, ეხლა მთელს მსოფლიოში მესიჯებით ხდება კონსტიტუციების მიღებაზე თანხმობის გაცემა

ვუიიი, შენ მოგეწონა ხო პროგრესი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა

 

 

მერე რაღა ბაქრაძეზე გადაიკეთა და ჩოლოყაშვილი,მაყაშვილი და ეგეთი ვერ აიღო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...