მდა Posted December 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2008 ჯორჯ ბუში ავღანეთს ეწვია შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ ბუშისთვის ეს ვიზიტი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელია. ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრამდე, ბუში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ავღანეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მოგვიანებით ჯორჯ ბუში ჰამიდ კარზაის შეხვდა და მომავალში დახმარება აღუთქვა. ავღანეთში ბუში ერაყიდან ჩაფრინდა, სადაც პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ადგილობრივმა ჟურნალისტმა ფეხსაცმელები ესროლა და ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ბუშმა ნასროლი ფეხსაცმელი ორივეჯერ აიცილა. მოგვიანებით ჟურნალისტი ერაყელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ერაყელ ჟურნალისტებს კი კოლეგის საქციელის გამო ბოდიშის მოუხდა მოუწიათ. ჯორჯ ბუში ერაყს მოულოდნელად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ერაყის მთავრობის წარმომადგენლებსა და იქ მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდა. მთავრობის ლიდერებთან ბუშმა იმ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, 2011 წლისთვის ამერიკულმა ჯარებმა ერაყის ტერიტორია სრულად უნდა დატოვონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.