მდა Posted December 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2008 პან გი მუნი უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს წარუდგენს გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის როლთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს წარუდგენს. გაერო-ს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს წინაშე თებერვალში წარდგება. პან გი მუნი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის პირობებში დაძაბულობის მაჩვენებელი გაიზარდა. "ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა შესაბამის მხარესთან და იმედი მაქვს, რომ თებერვლისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოსათვის ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების წარდგენას შევძლებ", - განაცხადა პან გი მუნმა. გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერო-ს სადამკვირვებლო მისია აფხაზეთში დარჩება, იგი აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მანდატით, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.