Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

lasha1997

აი ეს მკლავს რა და რატომ არ მუშაობს?

ვინ არ მუშაობს..??აბა გარემოს ვინ ცვლის..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 157
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ძვირფასო თანამემამულენო!

 

 

 

ჩვენო გულით საყვარელო მეგობრებო და ქართველებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად არავის არ აქვს საქართველოში,ყოველივე ეროვნულის, ჩვენზე მეტი და ჩვენზე ძლიერი განცდა. ეროვნული თავმოყვარეობის, ეროვნული სიამაყის და თავისუფლების. ამაზე ნათლად მეტყველებს ჩვენი ძალისხმევა საქართველოს დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ის მკვეთრად გამოხატული სულისკვეთება, რომელიც დოკუმენტალურად დაფიქსირებულია მრავალ და მრავალ, შეიძლება ითქვას უამრავ ჩვენს სხვადასხვა გამოსვლებში, ნაწერებში, სიტყვებსა და სხვადასხვა მასშტაბის საჯარო პოლიტიკურ ღონისძიებებში, გვერწმუნეთ, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრიანება გვინდა, მხოლოდ და მხოლოდ, ისევ და ისევ საქართველოს ეროვნული თავისუფლების, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ერთიანობის და ქართული სუვერენული სახელმწიფოს დაცვისთვის, გაძლიერებისთვის, განმტკიცებისა და აღზევებისთვის.

 

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სქართველო სამწუხაროდ ტერიტორიულად პატარა ქვეყანაა და რაც მთავარია ქართველი ერი მცირერიცხოვანი და არასწრაფგამრავლებადი ერია, ისიც მოგეხსენებათ რომ, საქართველო ამჟამად ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანაა, სამწუხაროდ საქართველოს სადღეისოდ არც დიდი ფინანსები გააჩნია, არც ძლიერი ეკონომიკა აქვს და არც თანამედროვე უკანასკნელი სიტყვის შეიარაღება. ჩვენთვის ჯერჯერობით მიუწვდომელია ბირთვული, კოსმოსური, ლაზერული, სარაკეტო, ანტისარაკეტო, ძლიერი საავიაციო, ანტისაავიაციო, საზღვაო და ანტისაზღვაო შეიარაღება, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს გარემოცვა არის ფრიად არასახარბიელო და არასასურველი, რადგან აზერბაიჯანისა და უკრაინის გარდა, არცერთი ჩვენი მეზობელი და მოსაზღვრე სახელმწიფო, ჩვენი გარანტირებული მეგობარი და კეთილისმყოფელი არ არის. აქედან გამომდინარე ვსვამთ უმარტივეს შეკითხვას;- მცირერიცხოვანმა, სამწუხაროდ მცირერიცხოვანმა ქართველმა ერმა, ფიზიკურად პატარა და სუსტმა საქართველომ, როგორ უნდა დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები, როგორ უნდა განამტკიცოს თავისი ეროვნული თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ძლიერი მოკავშირის გარეშე, ჩვენ ამ შეკითხვას მარტივად და ლოგიკურად გავეცით პასუხი ჯერ კიდევ 23 წლის წინ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟზე, ეს უტყუარი პასუხი იყო და არის NATO-კაცობრიობის მრავალათასწლოვან ისტორიაში, უძლიერესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც წარმოადგენს ნებაყოფლობით სახელმწიფოთაშორის გაერთიანებას, თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნებისა. არავითარი NATO-ს იმპერია არ არსებობს. იმპერია, როგორც ასეთი წარმოადგენს ძალმომრეობასა და დიდმპყრობელობაზე აგებულ აგრესიულ სახელმწიფოს, რომელიც კანონზომიერად იშლება. NATO კი ღვთის წყალობით, კი არ იშლება, ფართოვდება და იზრდება სწორედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ღმერთმა გაუმარჯოს ამ გაფართოებას და ამ გაძლიერებას.

 

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სუბიექტს ვედაოთ NATO-ს პრობლემატიკაზე. გარწმუნებთ იმასაც, რომ ქართველი ერი რომ იყოს მრავალრიცხოვანი, ძლევამოსილი, უმაღლეს დონეზე შეიარაღებული წამყვანი სახელმწიფო, მაშინაც კი დასჭირდებოდა ძლიერი და საიმედო მოკავშირეები, იმიტომ, რომ მარტო ჭამა და მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე ყოფნა უყვართ ღორებს. მადლობა ღმერთს ჩვენ ჭეშმარიტი ქართველები არ ვართ ღორები და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ ვეძებთ და თითქმის ვიპოვეთ კიდევაც ძლიერი მეგობრები.

 

დასასრულს მოგიწოდებთ ყველას, ერთხელ და კიდევ უამრავჯერ, საყოველთაო ეროვნული გაერთიანებისკენ საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის, საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ულამაზესი დროშის ქვეშ.

 

 

 

საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასის სახელით,

 

ირაკლი წერეთელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ნწუ, რუსების მიმართ არანაირი ნაციონალური ზიზღი. არც ახირება არ მაქვს . კარამზინი და სალავიოვი წამიკითხია და დასკვნები მაქვს გაკეთებული. რუსები ჩვენსავით ცდილობენ ევროპაში შეაბიჯონ.მათი ოცნებაც კია პიოტრ ნაზარალიხანოვიჩის დროიდან :დ , მაგრამ მის ვაგონად ვერსად ვერ გავაღწევთ . ვიქნებით სულ აქ.

ლიტველი მახსენდება. ოკუპაციის შემდეგ ცხოვრება განაგრძეს,მაგრამ პროტესტი ჰქონდათ გენიალური,...ესაა თავისუფლების სული და არა ტუტუცობა.

რუსთან ისეთი უნდა იყო როგორიც ხარ .ესაუბრო, არ მოატყუილო ,მაგრამ გახსოვდეს რომ ის აგრესორია, ოკუპანტი . მტერთანაც საუბარს სიბრძნე უნდა

რატომ გგონია რომ ევროპული რუსზე თავისუფალი მასტია, ვაფშე რაა თავისუფლება,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენო გულით საყვარელო მეგობრებო და ქართველებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად არავის არ აქვს საქართველოში,ყოველივე ეროვნულის, ჩვენზე მეტი და ჩვენზე ძლიერი განცდა.

ესე რომ არ დაგეწყოთ შეიძლება წამეკითხა.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპული რუსზე თავისუფალი მასტია

რატომ გგონიათ რომ ზალიან სხვადასხვაა?! ესაა დიდი შეცდომა ,რომელსაც პოლიტიკა უშვებს . რუსი პოტენციური ევროპელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

კაი გამარჯობა შენი. გამიხარდა რომ ისევ გამოჩნდი. :)

 

შამილ, ერთი ალალი კითხვა მაქვს შენთან და იმედი მაქვს პასუხსაც ალალს მივიღებ, თუმცა სანამ გკითხავდე გეტყვი, რომ რეფერენდუმზე მეც ხმა მაქვს მიცემული ნატოში შესვლაზე და ეხლა ვნანობ.

ჯერ გკითხავ და მერე გეტყვი რატომ ვნანობ:

 

გულწრფელად გჯერა, რომ ნატო მართლაც მიგვიღებს თავის რიგებში? და თუ მიგვიღებს რის ფასად?

 

მე იმიტომ ვნანობ, რომ მას შემდეგ რაც გაცხადდა საქართველოს სურვილი ნატოში ინტეგრაციაზე და ეს რეფერენდუმშიც აისახა, მაინც სულ ერთ ადგილას დაგვიკიდა ნატომ და განცხადებების გარდა არაფერი გაუკეთებია ჩვენს დასახმარებლად. ომს არ ვგულისხმობ, სულელი არ ვარ ვიფიქრო, რომ ჩვენს გამო ნატო რუსეთთან შეიარაღებულ კონფრონტაციაში შევიდოდა, მაგრამ მას უამრავი ბერკეტები აქვს დიპლომატიური და სამართლებრივი (მათ შორის სანქციებიც) და შეეძლო რუსეთი ეიძულებინა (აგვისტოს ომამდე) ქმედითი ნაბიჯი გადაედგა იძულებით დევნილი პირების დასაბრუნებლად და ეტაპობრივი დეოკუპაციისკენ, ამისთვის ხომ ყველაფერს ვაკეთებდით სამხედრო თვალსაზრისით? (დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების გარდა!) კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში სწორედ ნატოს ინტერესებს ვემსახურებით აგერ უკვე 10 წელია თუ არ ვცდები და სანაცვლოდ რა მივიღეთ? ბუნდოვანი დაპირებები, თავზე ხელის მოთათუნებები და აღშფოთებები? აგვისტოს ომზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი, დავუშვებ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერი ქონდა ნატოს "გასატრაკებელი" (ტალიავინის დასკვნის მიხედვით), მაგრამ ომის შემდეგ ხომ აქვს მიზეზი, რომ დეოკუპაცია მოითხოვოს? 2 წელზე მეტი გავიდა, გოჯით მაინც წაგვიკრა ხელი რამეში? არა და არც იზამს, მისთვის "კონფლიქტის დარეგულირება" კონფლიქტის გაყინვას ნიშნავს. ოღონდაც რეგიონში მშვიდობა იყოს და მაგრად კიდია, ტერიტორიებს რა ერქმევა და ვინ გააკონტროლებს (თუ ტერორისტები არ არიან იქ), ფეხებზე კიდია ერები და მატი სურვილები, ატომური ნარჩენივით რაც შეიძლება ღრმად ჩაფლავს მიწის ქვეშ. თუ ოდესმე ნატოში შევედით, შევალთ აფხაზეთის, ცხინვალის და ახალგორის გარეშე, რადგან ამათი გასაღები ნატოს არ აქვს და რუსებს კი მათზე ბევრად მეტად სჭირდებათ.

აი ამიტომ ვნანობ და ხსენებაც აღარ მინდა ნატოსი, ტყუილად ჩვენი ბიჭები უნდა იღუპებოდნენ მათ გამო და თანაც როგორც ზემოთ ვთქვი არაფრის სანაცვლოდ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

გაგიმარჯოს. გეტყვი გულწრფელად ჩემს და ირაკლი წერეთლის აზრსაც. ნატომ შეიზლება არ მიგვიღოს უახლოეს მომავალში, მაგრამ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ამერიკა ბრიტანეთზე. ამერიკის სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეობაზე, სადაც არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ ექნება გერმანიის, იტალიის და სხვა პრორუსული ქვეყნების აზრს და დამოკუიდებული იქნება ორი კონკრეტული ქვბეყნის, საქართველოს და ამერიკის სურვილზე, ამავდროულად უნდა მივაწვეთ ნატოში გაწევრიანებასაც, მაგრამ ამერიკის მოკავშკირეობას თუ მივაღწიეთ, აღარ იქნება ტრაგედია ნატოში თუ არ მიგვიღებენ. ამერიკის პირდაპირი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობა და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში განსაზღვრული ვადით ამერიკის სამხედრო ბაზების გახსნა უფრო ადვილად მიღწევადია და დიდი თავდაცვის ბერკეტია, მით უმეტეს იმ ფონზე რომ დემოკრატებს და ობამას რეიტინგი ეცემა ამერიკასი და მილიტარისტი რესპუბლიკელების რეიტინგი მატულობს. კონგრესში რესპუბლიკელების გარდაუვალი გამარჯვების და დემოკრატების და ობამას გაფარჩაკების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება ამერიკიდ დამოკიდებულება რუსეთისა და რუსეთისს მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

და გჯერა, რომ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვაბრუნებინებს ეგ სამხედრო კავშირი? :) უტოპია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

გჯერა, რომ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვაბრუნებინებს ეგ სამხედრო კავშირი? :) უტოპია.

უტოპია უფრო აშშ-საქართველოს სამხედრო კავშირია, თორე მაგისთვის რომ მიგვეღწია, რუსული საფრთხე მეტ-ნაკლებად განეიტრალდებოდა და აფხაზეთ-ცხინვალის დაბრუნება გაადვილდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მით უმეტეს იმ ფონზე რომ დემოკრატებს და ობამას რეიტინგი ეცემა ამერიკასი და მილიტარისტი რესპუბლიკელების რეიტინგი მატულობს. კონგრესში რესპუბლიკელების გარდაუვალი გამარჯვების და დემოკრატების და ობამას გაფარჩაკების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება ამერიკიდ დამოკიდებულება რუსეთისა და რუსეთისს მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი

 

შეგიძლია თუნდაც ერთი ფაქტი მომიყვანო როდესაც მილიტარისტ რესპუბლიკელებმა რაიმე დაუშავეს რუსეთს გარდა უაზრო ყბედობისა?

 

გავიხსენოტ ისტორია:

 

კენედი- დემოკრატი, მშვიდობის მტრედი, თუმცა კინაღამ ომი დაიწყო სსრკსთან,

 

ნიქსონი - რესპუბლიკელი ქორი, პირველმა დაიწყო სსრკ-თან მოლაპარაკებები, სულ კოცნა პროშნა ჰქონდა სსრკსთან.

 

კარტერი - დემოკრატი, მშვიდობის მტრედი, ისევ კინაღამ ომი, დაჟე მახსოვს ტარიელ ჭანტურიას ლექსი: "ჩვენ არ გვინდა კარტერ ომი, მხოლოდ გვინდა ცხელი ღომი..." :D

 

რეიგანი - რესპუბლიკელი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ბოროტების იმპერიას ეძახდა, ხელი მოაწერა სსრკ-სთან ოხრად შეთანხმებებს. გორბაჩოვის გარეშე საუზმეზე არ ჯდებოდა.

 

ბუში - რესპუბლიკელი, ატომური ბომბების გაბნევის შიშით, მგონი ერთადერთი იყო ვინც სსრკ-ს დაშლას უშლიდა ხელს. ბელოვეჟიეს შეთანხმებას ხელს რომ აწერდნენ ელცინმა რო დაურეკა არ ქნატო ბუშმა უთხრა, სანამ ელცინმა არ მოატყუა რო ბომბები სულ უკვე რუსეთის ხელში იყო და ელცინი პირადად გააკონტროლებდა მანამდე ცდილობდა გადარწმუნებას.

 

კლინტონი - დემოკრატი, მშვიდობის მტრედი. რუსების ბაზების გაყვანაზე უმნიშვნელოვანესი ეუთოს სამიტი, ხო გახსოვთ და კლინტონმა მოაწერინა ხელი ელცინს. თან ერთხელ არ უთქვამს ცუდი რუსეთზე, სულ ცეკვა თამაშით მოაწერინეს ხელი გაყვანაზე.

 

ბუში შვილი - რესპუბლიკელი, სიტყვებიტ მაგარი თანადგომა, საქმეზე განახევრებული საქართველო.

 

ობამა - რუსებტან მოლაპარაკებები, ნატოს შესაძლო წევრობაზე, ანუ ავტომატურად ჩვენი პრობლემა იხსნება დრის წესრიგიდან.

 

 

დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

რეიგანი - რესპუბლიკელი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ბოროტების იმპერიას ეძახდა, ხელი მოაწერა სსრკ-სთან ოხრად შეთანხმებებს. გორბაჩოვის გარეშე საუზმეზე არ ჯდებოდა.

მოიცა კაცო, რეიგანის დროს არ გაიზარდა მოჯახედების დაფინანსება, რასაც მოყვა რუსების გამობუნძულება ავღანეთიდან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ვისთვის დაუბრუნებია აშშ-ს ტერიტორიები? :)

საუკეთესო შემთხვევაში გავლენის სფეროებად დავიყოფით, ანუ აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე ვიქნებით და ვიქნებით იმაზე უკეთ ვიდრე ვართ, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. მე არ ვარ ამაზე თანახმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ვისთვის დაუბრუნებია აშშ-ს ტერიტორიები?

სამხედრო კავშირი რას ნიშნავს? რომ თუ საქართველოს ვინმე თავს დაესხმება, მისი სამხედრო მოკავშირე ვალდებულია ჩაერთოს საქართველოს მხარეს სამხედრო მოქმედებებში. ეს იქნებოდა შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...