Jump to content
Planeta.Ge

ნოე ჟორდანია (1868-1953)


Recommended Posts

ნოე ჟორდანია (1868-1953)

 

http://s44.radikal.ru/i106/0812/b7/f3a718517d62.jpg

 

სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი, ქართველი მენშევიკების ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ცნობილი იყო ფსევდონიმებით: კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე და სხვა.

 

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. საქართველოში დაბრუნებული ჟორდანია ეწეოდა მარქსისტული იდეების აქტიურ პროპაგანდას. 1890 წლიდან პოლიტიკაში ჩაერთო და დააფუძნა პირველი ლეგალური მარქსისტული ორგანიზაცია "მესამე დასი". 1898 წლიდან იყო გაზეთ "კვალის" რედაქტორი. რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის II ყრილობის შემდეგ ჟორდანია კავკასიის მენშევიკთა ლიდერი გახდა. 1905 წლიდან გამოსცემდა ქართულ მენშევიკურ გაზეთს "სოციალ-დემოკრატია", რომელიც ცნობილი იყო მწვავე განცხადებებით ბოლშევიკების მიმართ.

 

1905 წლის რევოლუციის დროს ჟორდანია შეიარაღებული აჯანყების წინააღმდეგ გამოდიოდა და მხარს უჭერდა მუშათა ლეგალური პარტიის შექმნას. იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი თბილისიდან და სათათბიროს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ლიდერი. 1912 წელს ბაქოში ხელმძღვანელობდა მენშევიკურ გაზეთს "ნაშე სლოვო". 1914 წელს კი თანამშრომლობდა ტროცკის ჟურნალში "ბორბა", სადაც გამოაქვეყნა რიგი სტატიებისა ეროვნულ საკითხებზე. ის მხარს უჭერდა "კულტურულ-ეროვნული ავტონომიის" შექმნას და მასში ხედავდა ეროვნული საკითხის გადაჭრის გზას. იგი არ ცნობდა ეროვნული სახელმწიფოს შექმნის უფლებას და უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, მისი ლიდერებისა და საქართველოს ისტორიული წარსულის მიმართ.

 

1917 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ნოე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ იქნა არჩეული და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში მენშევიკურ ძალთა კონსოლიდაციაში. 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა და 24 ივლისს ჟორდანია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გახდა. სამი წლის განმავლობაში ჟორდანია სათავეში ედგა ქვეყანას, მაგრამ 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, იძულებული შეიქნა საფრანგეთში გაქცეულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა დევნილობაში მყოფ მთავრობას და ამაოდ ცდილობდა დაეთანხმებინა დასავლეთი დაპყრობილი საქართველოსათვის დახმარების აღმოჩენაზე.

 

ჟორდანია გარდაიცვალა პარიზში, 1953 წლის 11 იანვარს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...