Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვმა 2008 წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეაფასა


Recommended Posts

სერგეი ლავროვმა 2008 წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეაფასა

 

2008 წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკა სერგეი ლავროვმა "ინტერფაქსთან" საუბრის დროს შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში 2009 წლის ძირითად ამოცანებზეც ისაუბრა.

 

გასული წლის მთავარ მოვლენად სერგეი ლავროვმა აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები დაასახელა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით მოქმედებდა.

 

თუმცა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს ნატო-მ საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც, ლავროვის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან რეალური ფაქტების იგნორირება იყო.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონფლიქტის შემდეგ ევროატლანტიკური პოლიტიკის სრული რეკონსტრუქცია მოხდა, სადაც ევროკავშირის როლი საგრძნობლად გაიზარდა.

 

2008 წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შორის ლავროვმა მსოფლიო ფინანსური კრიზისიც დაასახელა. მისი თქმით, პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მომავალი თანამშრომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...