მდა Posted December 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2008 რუსი სამხედროები პერევში რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მთავრობას მოუწოდა, სოფელ პერევიდან და იქ მდებარე უკანონო ბლოკ-საგუშაგოდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი საჯარისო შენაერთები. პერევში ჩაშლილია სასწავლო პროცესი. დღეს დილით სკოლაში მხოლოდ 6 ბავშვი მივიდა, რის გამოც სკოლის დირექციამ სწავლა შეწყვიტა. სხვა სოფლებში მცხოვრები პედაგოგები შიშის გამო პერევში არ წასულან. სოფლის ოკუპაციის გამო წელს პერევში სასწავლო პროცესი უკვე მესამედ ჩაიშალა. სამხედროებმა სამი დღის წინ სოფელი პერევი დატოვეს, თუმცა რამდენიმე საათში უკან დაბრუნდნენ და დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანეს. რუსმა სამხედროებმა ტერიტორიაზე გადაადგილება ელჩებსაც აუკრძალეს. საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს ერთიანობა და მისი სუვერენიტეტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.