მდა Posted December 14, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2008 წმ. კვირიკეს ეკლესიამ სამების საკათედრო ტაძარს ხატი შესწირა წმინდა კვირიკეს ეკლესიამ სამების საკათედრო ტაძარს ხატი შესწირა. ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 31 წლისთავის პატივსაცემად შეიქმნა, თავად პატრიარქმა აკურთხა. ხატი სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა და ის წმინდა სამების ტაძარში მრევლმა საკუთარი ხელით მიაბრძანა. მსვლელობაში სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში კათალიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა აღავლინა. მისი უწმინდესობის თქმით, საქართველოში მომხდარი ამბები ღვთის ნებაა და უფალი ჩვენს ქვეყანას წყალობას არ მოაკლებს. უწმინდესის თქმით, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ჯილდო, რომლითაც უფალმა დააჯილდოვა, სიყვარულის გრძნობაა. დღესვე პატრიარქმა გიორგაძეებისა და ონიანების გვარი დალოცა. გარდა ამისა, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს გაწეული ღვაწლისთვის საპატრიარქოს სიგელი, ბიბლია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადაეცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.