Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის მისია პერევიდან საჯარისო შენაერთის გაყვანას მოითხოვს


Recommended Posts

ევროკავშირის მისია პერევიდან საჯარისო შენაერთის გაყვანას მოითხოვს

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსული მხარისგან სოფელ პერევიდან საჯარისო შენაერთის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.

 

დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ რუსულმა სამხედრო შენაერთმა კვლავ დაიკავა ბლოკ-პოსტი პერევში, სოფელსა და მის შემოგარენში თავმოყრილია ჯარისკაცთა შესამჩნევი რაოდენობა.

 

"ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსული საგუშაგო იქ სულ რაღაც ერთი დღე-ღამის წინ გაუქმდა. ამასთან, სამხედროებმა აუკრძალეს ელჩებს ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სოფლის ოკუპაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სოფელ პერევის ოკუპაცია შეუთავსებელია სარკოზი-მედვედევის შეთანხმებასთან, ხოლო ელჩების თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელის შეშლა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის ყველა მუხლით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...