Jump to content
Planeta.Ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო პერევში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება


Recommended Posts

საგარეო საქმეთა სამინისტრო პერევში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

 

"რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება ღიად იწვევს საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და მონიტორებს", - ამ განცხადებას პერევში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგარეო უწყება აკეთებს.

 

"რუსეთის მხარე აშკარად ცდილობს ჩაშალოს ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის მესამე რაუნდი დაგეგმილია 2008 წლის 17-18 დეკემბერს. საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსული საჯარისო ნაწილების სრული და დაუყოვნებლივი გაყვანა არის ერთი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს სრული დეოკუპაციის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, სოფელ პერევში ასობით რუსი მედესანტე გადმოსხეს. რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის საპასუხოდ, ქართულმა პოლიციამ მშვიდობიან მოსახლეობაში სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, სოფელი დატოვა.

 

"ეს ფაქტი წარმოადგენს მკაფიო გზავნილს საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის ის სახელმწიფო, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...