მდა Posted December 13, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2008 მარკ ბრიშამბო შიდა ქართლს ეწვია შიდა ქართლს ეუთო-ს გენერალური მდივანი მარკ ბრიშამბო საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელთან ერთად სტუმრობდა. მარკ ბრიშამბო ეუთო-ს ოფისში დამკვირვებლებს შეხვდა და მათგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ამის შემდეგ ეუთო-ს წარმომადგენლებმა ერგნეთში ის პოზიციები მოინახულეს, რომლებიც ქართველ სამართალდამცველებსა და რუს ოკუპანტებს უკავიათ. დღესვე ეუთო-ს გენერალური მდივანი მერეთში ჩავიდა და ქართული პოლიციის შენობა დაათვალიერა, რომელსაც ოსმა სეპარატისტებმა რამდენიმე დღის წინ "ფაგოტის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს. ბრიშამბო აცხადებს, რომ ვითარება რეგიონში არასტაბილური რჩება. მარკ ბრიშამბო უკვე მესამე დღეა საქართველოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა მთავრობის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს. საუბრის მთავარი თემა კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების საკითხები და ეუთო-ს მომავალი მანდატი იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.