Jump to content
Planeta.Ge

რუსი ოკუპანტები მთლიანად აკონტროლებენ პერევს


Recommended Posts

რუსი ოკუპანტები მთლიანად აკონტროლებენ პერევს

 

რუსი ოკუპანტები ძველი საგუშაგოს პოზიციას დაუბრუნდნენ და მთლიანად აკონტროლებენ პერევს.

 

სოფელში არც ერთი ქართველი სამართალდამცველი არ დგას. პერევში დამატებითი ძალაა შეყვანილი.

 

სიტუაცია პერევში გუშინ ღამიდან მოყოლებული დაძაბულია. რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას კვლავ ახორციელებს. აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო პრინციპები კრემლისთვის არაფერს ნიშნავს.

 

დილიდან საჩხერის რაიონში შესვლას და სიტუაციის გაცნობას ევროკავშირის ელჩებიც ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ.

 

პერევთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთი არ სცემს პატივს არც საერთაშორისო პრინციპებს და არც აღებულ ვალდებულებებს. ქვეყანა, რომელიც საკუთარ იმიჯზე ზრუნავს, არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია, - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...