მდა Posted December 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2008 მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მეციტრუსეებს შეხვდა http://s44.radikal.ru/i105/0812/21/84c0d198e7a5.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში მეციტრუსეებს შეხვდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი აჭარაში მეციტრუსეობის განვითარებაა. სააკაშვილის თქმით, რეგიონში ჩაუბარებელი მანდარინი არ უნდა დარჩეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, წელს, ისევე როგორც შარშან, უკრაინა იქნება ის ძირითადი ქვეყანა, სადაც ქართული მანდარინი გაიგზავნება. ამასთან, ციტრუსი ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში გავა. წელს აჭარაში 45 000 ტონაზე მეტი მანდარინი მოვიდა, აქედან 9 000 ტონა უკვე ექსპორტზეა გატანილი. პრეზიდენტის განცხადებით, წელს შემცირდა განბაჟების ფასიც და ერთ ტონაზე ფასმა 800 ლარიდან 600 ლარამდე დაიწია. მეციტრუსეებთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურში გოგუაძეების ოჯახს ესტუმრება, სადაც მანდარინის ბაღს დაათვალიერებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.