Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სკოლებიდან გააქვთ მართლმადიდებლური ხატები

ესეც ასეეე... ჯერ სადა ხართ... აი ეკლესიებიდან რომ გაიტანენ ხატებს მერე ნახეთ თქვენ სეირი...

 

ჯერ სადა ხართ...

ჯერ სადა ხართ! :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა,მაგრამ სკოლებში მარტო ქართველები(მართლმადიდებლები)არ სწავლობენ.ლოცვა თუ უნდა ადამიანს,ამისთვის არსებობს მონასტრები და სკოლაში რელიგიის შეტანა არა მგონია სწორი. :)

რა რა და მეც ვერავის ავუკრძალავ ლოცვას და მეც ვერავინ ამიკრძალავს, კანონით სასულიერო პირს არა აქვს უფლება რომ შევიდეს სკოლაში და იქ რაიმე სწავლება ჩაატაროს, ესაა და ეს, ისიც სასწავლო პროცესის დროს,

ხოლო მოსწავლეს ლოცვა არ ეკძრალება,

ვისი რა საქმეა მე სად ვილოცებ და როგორ ვილოცებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია სინდისის თავსუფლება,

ვერავინ და ვერავითარი კანონი ვერ აკრძალავს ლოცვას, ეს კომუნისტების დროს იყო აკრძალული გადაცგცემდენ კომოკავიღულ კრებას :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ნერვებს არ გიშლის ხატი, ათეისტ ადამიანს, მითუმეტეს ის ნერვებს არ უშლის სხვებს,

აქედან გამომდინარე თუკი არავის არ აღიზიანებს რატომ უნდა გაიტანონ,

ეს ერთი

იმიტომ, რომ სკოლაში რელიგიის შეტანით, შეიტან რელიგიურ დისკრიმინაციასაც, განსაკუთრებულად რელიგიურ უმცირესობისთვის. ხატის შეტანა სკოლაში, ხაზს უსვამს რელიგიურ პრივილიგებლობას. აბა ერთი იეჰოვას სექტის რამე ატრიბუტი, ან ისლამური, ან სხვა რელიგიის ატრიბუტიკა შესულიყო, რა პანიკა ატყდებოდა მართლმადიდებლებში, არიქა და რწმენას გვართმევენო..

 

კანონით რელიგიური სიმბოლიკის ქონა არაა აკრძალული სკოლებში,

და თუკი ადამიანს სურს ილოცოს ეს მისი საქმეა,

ხატი მორწმუნე ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი რამ, ისეთი ფასეულობააა რომლის გაგებაც მხოლოდ მორწმუნესთვისაა შესაძლებელი

და თუკი ის არამორწმუნეებს ხელს არ უშლის, რატომ არ უნდა იყოს,

ეხლა მე რომ დავწერო რა დადებითი გავლენა მოაქვს ხატს არ დამიჯერებ და რა აზრი აქვს ამის წერას,

ამიტომ აქცენტს ვაკეთებ იმაზე რომ ხელს არამორწმუნეებს არ უშლის და არავის უფლებებს არ ლახავს,

მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ გრძნობებს იწვევს მორწმუნეებში

შენ ეხლა 90-იან წლებში სკოლაში არ გივლია და არ იცი რელიგიის მხრიდან რა სიტუაციაც იყო. პირველნი ვინც აჩაღებენ და თესავებ ბავშვებში რელიგიურ მტრობას, განსაკუთრებით ეს ეხებოდა რელიგიურ უმცირესბებს, ეს იყვნენ რელიგიისა და ქართულის მასწავლებლები. შენ ხატი მოგწონს და სახლში დაკიდებას არავინ გიშლის, მაგრამ სალოცავის გახნას და რელიგიურ ატრიბუტიკა სკოლაში, არის ის ნიშნები რომლითაც რელიგიური მტრობა იწყება. ყველამ კეთილი ინებოს და რამენაირად შეიკავოს თავი საკუთარ რელიგიურ გრძნობნების გამოვლინებისგან სკოლაში..

ამით არაფერი არ დაშავდება..

 

გერმანიაში რა კანონიც არის ის კანონი, რომ ამოქმედდეს საქართველოში იქნება ძალიან კარგი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ ვისი რა საქმეა რომელი ხატი არის სკოლაში.

სწავლობს მანდ მუსლიმანი ბავშვი? კი ბატონო მოიტანოს კორანიდა და დასდოს. ლოცვა უნდა ილოცოს.

 

აქ მართმადიდებლურ ხატებზე კი არ აქვთ შაშკინებს პრობლემა, არამე რწმენაზე.

ურქწმუნოს და უჯიშოს ახალ რწმენას ადვილად მიაღებინებ.

რომელი რწმენა აწყობთ ეხლა ამთ ალბათ ძნელი მისახვედრი არაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რა რა და მეც ვერავის ავუკრძალავ ლოცვას და მეც ვერავინ ამიკრძალავს, კანონით სასულიერო პირს არა აქვს უფლება რომ შევიდეს სკოლაში და იქ რაიმე სწავლება ჩაატაროს, ესაა და ეს, ისიც სასწავლო პროცესის დროს,

ხოლო მოსწავლეს ლოცვა არ ეკძრალება,

ვისი რა საქმეა მე სად ვილოცებ და როგორ ვილოცებ

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სკოლაში ხატს რა უნდა?

 

სკოლა ხო სასწავლო დაწესებულებაა.

 

არის აბსოლუტურად საერო დაწესებულება, ისეთივე როგორც არის პოლიკნინიკა, საპარიკმახერო, ან თუნდაც პროქტოლოგის კაბინეტი.

 

ისე დარწმუნებული ვარ რომ ვკითხო ზოგს კარდიოლოგის კაბინეტში უნდას იყოს ხატები თუ არა თქო, მეტყვიან რა თქმა უნდა უნდა იყოსო, მარა სასტიკ უარს მეტყვის იგივე ადამიანი პროქტოლოგის კაბინეტზე.

 

"მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა"

 

როგორც მე არ ვახვევ მორწმუნეთა შვილებს ჩემს აზრებს და რწმენას თუ ურწმუნობას რაც გინდა დაარქვით, ისე სხვა ნუ მოახვევს ჩემს შვილს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაუკიდონ ბავშვებს მხატვრების ნახატები, ესთეტიურად მაინც განვითარდებიან,

მაგრამ არა, ლენინის სურათები ან მიშიკოს სურათებმა უნდა ჩაანაცვლოს ან ხატებმა,

რაღაცის ხომ უნდა ეშინოდეთ, ის გვიყურებს იიის, ამ მოტივით,

ჩამოვთვალოთ რამდენი რამის უნდა ეშინოდეს სკოლაში ბავშვს:

მასწავლებლის, დირეხტორის, მანდატურის, ზოგიერთი კლასელის,

პატრულის, გუდიანი კაცის და ა.შ.

დაკიდონ ლამაზი პეიზაჟები და ნატურმორტები არ ჯობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ურქწმუნოს და უჯიშოს ახალ რწმენას ადვილად მიაღებინებ.

 

კაი ბაბუ ეხლა ჩემზე ურწმუნო არ მგონია ვინმე იყოს მთელს მიშბანდაში, მარა შუაზე რო გაიხენ ვერაფერს ადვილად ვერ მიმაღებინებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ვავა რავა ყველას ჩემს კიტხვიტ/აღქმით შესაძლებლობებში ეპარება ეჭვი ამ ფორუმზე გადავირიე რა

აი ვის და შენ შესაძლებლობებში ნამდვილად არ მეპარება ეჭEვი, მაგრამ რატომღაც ესე მახსოვს, რომ შენ ამ დროს არ იყავი ფორუმზე და უბრალოდ აი ეს გამოგრჩა - მეტი არაფერი :pupuza:

 

ეს წაიკითხეთ?

ამონარიდია განათლების კანონში შეტანილი ცვლილების

 

მუხლი 482. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი

 

1. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

 

 

ანუ სკოლის დირექტორსაც არ ექვემდებარება

 

2. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.

 

ესე იგი ის დანარჩენი ორი შეიძლება სულაც განათლების გარეშე იყოს?

 

3. სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსი:

 

ა) ხელმძღვანელობს სკოლის მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სკოლის მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;

 

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;

 

გ) სკოლის მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;

 

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს;

 

 

მაშინ ამ მანდატურების სამსახურიოს ხელმძღვანელი რისთვისაა ტუ პირდაპირ მინისტი აკონტროლებს?>

 

 

ე) ახორციელებს სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

 

აი ეს არის ძალიან საინტერესო

 

 

 

მუხლი 483. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობები

 

1. სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობებია:

 

ა) სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლი;

 

ბ) სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობისა და სხვა ქმედების შესახებ, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);

 

გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და მათი კონტროლი;

 

ეს აგუგებარია ჩემთვის

 

დ) მოსწავლეებისთვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

 

ე) მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;

 

ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;

 

ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;

 

ანუ რა?

საქმის გარჩევა? :givi:

 

თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;

 

 

რა ფუნქციას შეასრულებს ამ დროს?

ფსიქოლოგია და რჩევებს მისცემს?

 

ი) სკოლის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;

 

კ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და სკოლის დირექტორისათვის და სკოლის მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

 

ლ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა;

 

მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება;

 

ჩხრეკა?

 

ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

 

რომელი კანონით და რა სპეცსაშუალებეის, ბავშვებთან?!!!!!!!!!!!!!

 

 

2. სკოლის მანდატური უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, სააპელაციო კომიტეტის სხდომებს და მათ წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები.

 

Marta1

ჩამოვთვალოთ რამდენი რამის უნდა ეშინოდეს სკოლაში ბავშვს:

მასწავლებლის, დირეხტორის, მანდატურის, ზოგიერთი კლასელის,

პატრულის, გუდიანი კაცის და ა.შ.

როგორც ყოველთვის ვ ტოჩკუ!

დაშინებაზე და დაჩმორებაზე გაზრდილი ადამიანის რა ვთქვი მე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

კაი ბაბუ ეხლა ჩემზე ურწმუნო არ მგონია ვინმე იყოს მთელს მიშბანდაში, მარა შუაზე რო გაიხენ ვერაფერს ადვილად ვერ მიმაღებინებენ.

 

მიშას სურათები ჰკიდა სკოლაში?

ხო და ეს რომელი რწმენაა გამაგებინე დაბა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რა სპეცსაშუალებეის

ლითონის დეტექტორის მაგალითად. აეროპორტში იქნები ალბათ ნამყოფი და გექნება ნანახი. დაიდგმება შესასვლელში ასეთი დეტექტორი და თუ ვინმე დანის შეტანას შეეცდება სკოლაში, ეს დაფიქსირდება ამ დეტექტორის საშუალებით.

 

babuagiorgi

მიშას სურათები ჰკიდა სკოლაში?

ხო და ეს რომელი რწმენაა გამაგებინე დაბა?

სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ :givi:

 

კითხვას რომ სვამ პასუხს მაინც დაელოდე. არცერთი პოლიტიკოსის სურათები არაა სკოლაში და არც არაფერი არ ესაქმება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არცერთი პოლიტიკოსის სურათები არაა სკოლაში და არც არაფერი არ ესაქმება.

შაშკინს თუ აქვს კაბინეტში მიშიკოს სურათი, დარწმუნებული ვარ სულ მცირე დირექტორის კაბინეტშიც იქნება,

ყველა მინისტრს უკიდია და შაშკინს არ ექნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი სკოლაში ხატი ეკიდება, და თან დემოკრატიააო მეუბნებით, მაშინ მე მოვითხოვ რომ მის გვერდით დაკიდონ შემდეგი პლაკატი:

 

რელიგია წარმოშობს ძალადობას, შეუმწყნარებლობას, რასიზმს, ფანატიზმს და ხელს უწყობს გაუნათლებლობას;

რელიგია მიზანმიმართულად ამახინჯებს ადამიანის წარმოდგენას სამყაროს შესახებ;

რელიგია მოითხოვს ადამიანის ბუნების დამორჩილებას ვიღაცის მიერ მოგონილი წესებისადმი;

რელიგია შობს ძალადობას და თრგუნავს ადამიანის თავისუფლებისადმი სწრაფვას;

რელიგია მტრულად ეპყრობა არსებულის რაციონალურ შეფასებას და მოითხოვს ბრმა რწმენას."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

babuagiorgi

 

სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ :givi:

 

კითხვას რომ სვამ პასუხს მაინც დაელოდე. არცერთი პოლიტიკოსის სურათები არაა სკოლაში და არც არაფერი არ ესაქმება.

მიშას და შაშკინის სურათები თუ არ არის ჩამოხსენით ვაბშე ყველა დანარჩენი. :)

თეთრი კედლები სჯობია. ევრორემონტი ჰქვია მაგას :givi:

 

პ.ს. შენ ვანოს სურათი გიკიდია ოთახში? :)

ხო, რატომ გათიშა ვანომ ორი დღე პლანეტის გლობალი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...