Siknadmo Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Achiko1972აქ ერთი მომენტია, ვინ როგორ დაამთავრებს ეს სხვა საკითხია, არავის არ ვუსურვებ ცუდ დასასრულს,მაგრამ თავად ის ფაქტი რომ უმრავლესობას თავის წესებს ახვევს უმცირესობა ესაა მიუღებელი,ვიღაც ტიპებმა ჩათვალეს რომ სკოლაში არ უნდა იყოს ხატი, ისე რომ ამის შესახებ არც დისკუსია ყოფილა, არ ჰკითხეს პედაგოგებს,ფსიქოლოგებს, მოსწავლეების მშობლებს,ხელისუფლება პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს იმ მოსახლეობის ინტერესებს ვინც მას მიანიჭა ლეგიტიმაცია,ესაა სამართლებრივი სახელმწიფოს არსი, მე მაქვს ძალაუფლება, ჩემს უკან პოლიციაა და ჯარი და მე იმას გავაკეთებ რაც გამისწორდება-ესაა სამწუხაროდ დღევანდელიხელისუფლების პოზიცია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 ხატების გატანა სკოლიდან ეს არის საქ. მართლმადიდებელი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა,ხატების შეტანა სკოლებში განიხილება თუ არა ტქვენს მიერ როგორც საქარტველოს მოსახლეობის არამარტლმადიდებელი ნაწილის( გაიხსენეტ რაოდენობა და სხვატაშორის შობადობის ჩვევაც აქვთ) შეურაცხოფად? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 (edited) ხატების შეტანა სკოლებში განიხილება თუ არა ტქვენს მიერ როგორც საქარტველოს მოსახლეობის არამარტლმადიდებელი ნაწილის( გაიხსენეტ რაოდენობა და სხვატაშორის შობადობის ჩვევაც აქვთ) შეურაცხოფად?შობადობის ჩვევა- აზერბაიჯანული მოსახლეობა გყავს მხედველობაში?საქ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით 80% მართლმადიდებლური წესითაა მონათლული, იმისდა მიუხადავად ეს ხალხი ეკლესიურია თუ არა, ხატების მიმართ მტრულად არაა განწყობილი, მე ყოველ შემთხვევაში ხატმებრძოლული იდეით შეპყრობილი ხალხი არ მინახავს,სომხები გრეგორიანები არიან და მათთვის ხატი ისეთივე დატვირთვის მატარებელია როგორც მართლმადიდებლებისთვის,იგივე შეიძლება ვთქვათ კათოლიკებზე,ვინღა რჩება, დაკონკრეტებაა საჭირო Edited October 7, 2010 by Siknadmo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 ხატების შეტანა სკოლებში განიხილება თუ არა ტქვენს მიერ როგორც საქარტველოს მოსახლეობის არამარტლმადიდებელი ნაწილის( გაიხსენეტ რაოდენობა და სხვატაშორის შობადობის ჩვევაც აქვთ) შეურაცხოფად? ევროპის ქვეყნებში რომ ჩადრის ტარება აკრძალეს, ვინმემ თუ გააპროტესტა? სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო, ბრძანა ჩვენმა ბრძენმა წინაპარმა. ყველამ თავისი რელიგიურ -ეროვნული დაიკმაყოფილოს იმ ქვეყანაში, რომელიც ღმერთმა არგუნა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 (edited) ევროპის ქვეყნებში რომ ჩადრის ტარება აკრძალეს, ვინმემ თუ გააპროტესტა? სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო, ბრძანა ჩვენმა ბრძენმა წინაპარმა. ყველამ თავისი რელიგიურ -ეროვნული დაიკმაყოფილოს იმ ქვეყანაში, რომელიც ღმერთმა არგუნა.ხატის დანიშნულებაა მშვიდობა, სიყვარული, რწმენა, ანუ ყველაფერი პოზიტიური,თუკი აზერბაიჯანელებში ხატი საპირისპირო გრძნობებს გამოიწვევს და სკოლა ძირითადად ასეთი კატეგორიის მოსწავლებლებისგან შედგება,არ იქნება მიზანშეწონილი რომ ასეთ სკოლაში იყოს ხატი, თუმცა, მე ვფიქრობ ბატონი შაშკინის ეს ინიციატივა სულაც არ ისახავს მიზანდა რომ არაქართველი მოსახლეობის ინტერესები დაიცვას,ეს არის უპატივცემულობის გამოხატვა საქ. მართლმადიდებლური მოსახლეობის მიმართ Edited October 7, 2010 by Siknadmo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Siknadmoაზერბაიჯანული მოსახლეობა გყავს მხედველობაში?საქ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით 80% მართლმადიდებლური წესითაა მონათლული, იმისდა მიუხადავად ეს ხალხი ეკლესიურია თუ არა, ხატების მიმართ მტრულად არაა განწყობილი, მე ყოველ შემთხვევაში ხატმებრძოლული იდეით შეპყრობილი ხალხი არ მინახავს,სომხები გრეგორიანები არიან და მათთვის ხატი ისეთივე დატვირთვის მატარებელია როგორც მართლმადიდებლებისთვის,იგივე შეიძლება ვთქვათ კათოლიკებზე,ვინღა რჩება, დაკონკრეტებაა საჭირო ნუ ეხლა ეს ლამაზად იკიტხება და საკამატოტ არ გაგანწყობს მაგრამ.....მააააგრამ) კანონში გვიწერია რომ ეკლესია მარჯვნივაა სახელმწიფო მარცხნივ, შესაბამისად საერო დაწესებულებაში, საჯარო სკოლებში რომელიმე , თუნდაც სახელმწოფო რელიგიის ატრიბუტიკის მოხმარება , გამოფენა, რიტუალის შესრულება არ მოდის კანონტან შესაბამისობაში...მეორე პირადად ჩემი დაკვირვების შესახებ შემიძლია გითხრა: სკოლებში ბევრი უხერხულობა და კონფლიქტური( კომიკურიც) სიტუაცია იქმნება როცა რელიგია დგება ბავშვებშორის ურტიერტობაში...ტავად ვარ ამის მომსწრე და ნამდვილად არ მაქვს სურვილი ეხლა შვილს სკოლაში რომ შევიყვან ვინაიდან ჯვარს არ ატარებს ვინმე კლასელმა ამაზე ჯოჯოხეტში დაწვა უწინასწარმეტყველოს, ან ტუ არაბი ან ინდუსი მეგობარი ეყოლება ღმერტი დაგსჯისო ვინმე შუშანიკის აღზრდილმა ღლაპურწაკმა მიაძახოს....ცალკე არამარტლმადიდებელი ბავშვები რა დღეში არიან და რა ფსიქოლოგიური დისკომფორტი აქვთ ამაზეც განვევრცობი ტუ გინდა....რაც შეეხება კონკრეტულად ამ ინფოს...სამწუხაროდ მეც დეზა მგონია... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 (edited) ჩემის აზრით ყველა კლასში ნამდვილად არ უდნა იყოს ხატები, იმიტომ კი არა, რომ ამით ვინმე არამართლმადიდებლის უფლებები ირღვევა, არამედ იმიტომ, რომ ეს, ძალაუნებურად, შეიძლება თავად ხატის უპატივცემულობის მიზეზი გახდეს, ბაშვები ხან იცელქებენ, ხან "იჩხუბებენ", შეიძლება იბილწსიტყვონ კიდეც. ისევე, როგორც ოჯახში ყველგან არ შეიძლება ხატების დაკიდება, მაგალითად საძინებელში, სამზარეულოში და ა.შ. ისევე, როგორც ოჯახში, სკოლაშიც თუ იქნება კონკრეტულად გამოყოფილი კუთხე საამისოდ, სურვილის შემთვევაში მივა მასთან მსურველი შესაბამისი მოწიწებითა და გულისყურით. თუ ვინმეს სურვილი ექნა და ამის საჭიროებაც გაჩნდება გარკვეულ რაიონებში, არაა აუცილებელი რომ მარტო მართლმადიდებელი კონფესიის კუთხეები იყოს, მაგალითან იქ, სადაც მუსულმანები სწავლობენ, შესაძლებელია მათაც ჰქონდეთ შესაბამისი ადგილი. პედაგოგებმა და მაგ მანდატურებმა სწორედ მანდედან უნდა ასწავლონ ბავშვებს შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა. მე მაგალითად ებრაელი თანამშრომელი მყავდა და ყოველდღე, შესაბამის საათებზე კითხულობდა თავის ლოცვებს და ეს სხვებში პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებდა. ხატი საერთოდ არ უნდა იყოს სკოლაში, იმიტომ, რომ შაშკინის რეფორმით არაა გათვალისწინებულიო, ეს მარაზმია სრული. იმდენი "შაშკინი" უნახავს მართლმადიდებლობას, ეს შაშკინი მართლა სასაცილოა იმათთან შედარებით. Edited October 7, 2010 by Achiko1972 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Achiko1972სკოლაშიც თუ იქნება კონკრეტულად გამოყოფილი კუთხე საამისოდ, სურვილის შემთვევაში მივა მასთან მსურველი შესაბამისი მოწიწებითა და გულისყურით. გეტანხმები..ამიტომ ამ ტემაში დისკუსია სალოცავებზე გიმნაზიაში და უნივში აბსურდულად მიმაჩნია--ვისაც უნდა შევა ცხადია , კისას თქმის არ იყოს არავინ არ შეატრევს ძალდატანებიტ.მე მაგალითად ებრაელი თანამშრომელი მყავდა და ყოველდღე, შესაბამის საათებზე კითხულობდა თავის ლოცვებს და ეს სხვებში პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებდა.საქმეც ამაგშია-როცა ადამიანი ზრდასრულია, ტავის ქცევაზე, მორალზე და სხვისი ტავისუფლების პატივისცემაზე ჩამოყალიბებული განწყობა და გააზრებული ქმედება გააჩნია...რასაც ვერ მოსტხოვ ბავშვებს, მიტუმეტეს როცა არც შესაბამის (სწორ) განატლებას ღებულობენ სკოლებში და არც სამწუხაროდ ოჯახიდან მოყვებატ დიდი მენტალური დოვლათი.... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 კანონში გვიწერია რომ ეკლესია მარჯვნივაა სახელმწიფო მარცხნივ, შესაბამისად საერო დაწესებულებაში, საჯარო სკოლებში რომელიმე , არა, კანონში არსად არ წერია ეს, იმიტომ რომ კონკორდატი ჯერ არ დადებულა,სკოლაშებში რელიგიური შინაარსის მქონე გაკვეთილები არ ტარდება, კარგია თუ არა ეს-სადისკუსიო თემაა, ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 კარგია თუ არა ეს-სადისკუსიო თემაა,საჭირო და საინტერესოა ამაზე დისკუსია( იკაკოს გეგმებისგან განსხვავებით ტუნდაც)...უბრალოდ მიმაჩნია რომ ამისტვის შესაბამისი განყოფილება გვაქვს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 (edited) Achiko1972ჩემის აზრით ყველა კლასში ნამდვილად არ უდნა იყოს ხატები, იმიტომ კი არა, რომ ამით ვინმე არამართლმადიდებლის უფლებები ირღვევა, არამედ იმიტომ, რომ ეს, ძალაუნებურად, შეიძლება თავად ხატის უპატივცემულობის მიზეზი გახდეს, ბაშვები ხან იცელქებენ, ხან "იჩხუბებენ", შეიძლება იბილწსიტყვონ კიდეც. ისევე, როგორც ოჯახში ყველგან არ შეიძლება ხატების დაკიდება, მაგალითად საძინებელში, სამზარეულოში და ა.შ.გეთანხმები, მხოლოდ ერთი დათქმით, მართლმადიებელს ადამიანების მიმართ უნდა გააჩნდეს პატივისცემა, არამართლმადიდებლებსაც აქვთ თავიანთი უფლებები-გონივრულ ფარგლებში ასეთ უფლებებს ანგარიში უნდა გავუწიოთ,დავით აღმაშენებლის ეპოქა გავიხსენოთ,ქრისტიანისთვის მიუღებელი უნდა იყოს სხვისი რელიგიური გრძნობების აბუჩად აგდება, მაშინაც კი, თუკი ღრმადაა დარწმუნებული ამა თუ იმ მოძღვრების სიმცდარეში,ჩვენ ვერ ვუგულვებელჰყოფთ არამართლმადიდებლების არსებობას საჭირო და საინტერესოა ამაზე დისკუსია( იკაკოს გეგმებისგან განსხვავებით ტუნდაც)...უბრალოდ მიმაჩნია რომ ამისტვის შესაბამისი განყოფილება გვაქვს რავა, საით მაგზავნიი, ვორნი, თანაც სამართლიანი და ნამეტნავი ხანგრძლივი გინდა ევიკიდო თუუუუ :nekro: Edited October 7, 2010 by Siknadmo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Siknadmoრავა, საით მაგზავნიი, ვორნი, თანაც სამართლიანი და ნამეტნავი ხანგრძლივი გინდა ევიკიდო თუუუუ პ.ს. სამარტლიანობა სუბიექტური მცნებაა ფორუმებზე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Siknadmoარა, კანონში არსად არ წერია ეს, იმიტომ რომ კონკორდატი ჯერ არ დადებულა,Siknadmoარა, კანონში არსად არ წერია ეს, იმიტომ რომ კონკორდატი ჯერ არ დადებულა,იშვიათიად მაგრამ ამჯერად ვერ დაგეთანხმებით სიკნადმო ბატონო.ეს დღეს მოქმედ კონსტიტუციაშიც წერია(მე-9 მუხლი) და კონკორდატი ანუ ჩვენს შემთხვევაში კონსტიტუციური შეთანხმება ე4კლესიას და სახელმწიფოს შორის დადებულია 2002 წლის 14 ოქტომბერს.მანდაც წერია სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 Siknadmo Siknadmo იშვიათიად მაგრამ ამჯერად ვერ დაგეთანხმებით სიკნადმო ბატონო.ეს დღეს მოქმედ კონსტიტუციაშიც წერია(მე-9 მუხლი) და კონკორდატი ანუ ჩვენს შემთხვევაში კონსტიტუციური შეთანხმება ე4კლესიას და სახელმწიფოს შორის დადებულია 2002 წლის 14 ოქტომბერს.მანდაც წერია სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნა.ამას გულისხმობ?http://www.orthodoxy.ge/samartali/konstitutsiuri_shetankhmeba.htmკონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა დასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მუხლი 11. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები. 3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი. 5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. 6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება. მუხლი 2სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი. მუხლი 3სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. მუხლი 41. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები. მუხლი 51. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. 2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. მუხლი 61. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები. 5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. 6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე. მუხლი 7 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. 2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით. მუხლი 81. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). 2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა). მუხლი 91. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს. მუხლი 10სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. მუხლი 111. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90). 2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს. მუხლი 121. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან. 2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით. 3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2010 2005 წლის კანონი, რომელიც სახელმწიფო სკოლებსა და რელიგიურ სწავლებას ერთმანეთისგან ჰყოფს, ჩარჩოში აქცევს მთავრობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის პუნქტს მართლმადიდებლობის სწავლების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, მართლმადიდებლობას სასკოლო პროგრამაში არჩევითი საგნის სტატუსი ენიჭება. კანონში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლობის სწავლება შეიძლება მხოლოდ სასკოლო საათების შემდეგ და რომ სწავლებას არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს სკოლა ან მასწავლებელი. გარედან მოსულ ინსტრუქტორებს, სამღვდელოების ჩათვლით, არ შეუძლიათ რეგულარულად ესწრებოდნენ ან წარმართავდნენ მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობას. მართლმადიდებლობის სწავლება უმეტესად ხორციელდება საერო თეოლოგებისა და არა სასულიერო პირების მიერ. კანონის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სასწავლო პროგრამების შედგენისას აქვს კონსულტანტის როლი, მაგრამ არ აქვს ვეტოს უფლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რეგულარულად განიხილავს სკოლებში გამოყენებულ რელიგიურ და სხვა სახის სახელმძღვანელოებს მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში. ამგვარი განხილვა არ იმართება სამთავრობო სტრუქტურებში. რელიგიური და სხვა სახის სახელმძღვანელოების განხილვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმსახურო მოღვაწეობის ნაწილია. შედეგად, სკოლებში სასულიერო პირების აქტიურობა ისეთი აღარაა, როგორის ადრე იყო. http://georgia.usembassy.gov/official-statements-20010/international-religious-freedom-report-2009-georgian-translation.html ესეც საინტერესოა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts