მდა Posted December 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2008 ბელორუს სპორტსმენებს მოპოვებული მედლები ჩამოართვეს უროს ტყორცნაში პეკინის ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ბელორუს სპორტსმენებს მოპოვებული მედლები ჩამოართვეს. ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ ვადიმ დევიატოვსკისა და ივან ტიხანისათვის აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბელორუსი სპორტსმენების ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. დევიატოვსკის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან ეს მისთვის უკვე მეორე შემთხვევაა. ტიხანი კი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნულ ბრალდებას სპორტსმენები არ აღიარებენ. ბელორუსი მძლეოსნების მიერ მოპოვებულ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ამჯერად ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე-მეხუთე ადგილზე გასული იაპონელი და უნგრელი სპორტსმენები მიიღებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.