GIORGI777 Posted December 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2010 სიტყვა ევოლუცია შედარებით ახალი და საფუძვლიანად საშიში საცდურია იმ საცდურთაგან რაც კი ოდესმე გამოუგონებია სატანას კაცობრიობასთან ხანგრძლივი ჭადრაკის პარტიის თამაშის დროს სქემა კი პრიმიტიულია და შემდეგნაირად გამოიყურება: არ არსებობს ღმერთი ესე იგი არ არსებობს მცნება, არ არსებობს მცნება ესე იგი არ არსებობს ცოდვა, არ არსებობს ცოდვა ესე იგი ყველაფერი დასაშვებია რაც მცნებით არ არის აკრძალული და ბოლოს არ არსებობს კანონი არ არსებობს სასჯელი. დაიკარგა შიში, დაიკარგა მოწიწება, სათნოება, ადამიანი თავის--უფალია ხომ მომხიბვლელია? ევოლუციის თეორია ადამიანს უფლის სამსჯავროსაგან ათავისუფლებს, ევოლუციის თეორიის მიხედვით თვით ადამიანია ის ღმერთი რომელმაც კოსმოსის სულ მცირე ნაწილი მაგრამ ხომ დაიბყრო მაინც? ევოლუცია სატანის საყვარელი ტერმინია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 GIORGI777 ევოლუციის "თეორია", რომ თეორიადაც კი არ შეიძლება მიიჩნეოდეს, ეს ფაქტია. ამაზე მილიარდობით ადამიანი არც კი დაობს. ეს ვითომ "თეორია" რომ თეორიადაც კი ვერ გამოდგება, ამის მიზეზების ჩამოთვლა, ნემატენი ძველ მოდური გამომივა, ამიტომ არ ჩამოვთვლი. მაგრა, ერთი რაც არ მომეწონა შენ პოსტში ისაა, რომ ნამეტანი შორი რელიგიური წარსულიდან გამოტყორცნილი ფრაზები გიწერია. რამე ისეთი დაწერე, რაც ევოლუციის ეგეთ წოდებული "თორიის" აბსურდობას გამოააშკარავებდა, თორემ ევოლუციის სიბეცეზე შეფასებების გაკეთება,მერწმუნე, ყველას შეგვიძლია, ვინც ამ "თეორიას" კარგად ვიცნობთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 (edited) ისე რა მაგარია არა თანამედროვე მეცნიერული მიღწევების საპირწონედ, რომ ათასწლეულების წინ ვიღაც სადისტი იდიოტების მიერ დაწერილი წიგნი მოგყავს, და თან მერე სხვადასხვა ენებზე ისე ნათარგმნი, რომ ეხლაც ერთმანეთში დაობთ. ვინმემ რომ მითხრას ჟურნალი ნიანგი არის ბიბლიაო ნაკლებად გამეცინება, უფრო თანამედროვეა და ნაკლები იდიოტობა წერია. ხო ეშმაკმა მოიგონა ყველაფერი, რაც ესე აიოლებს თქვენს ცხოვრებას. რენტგენის აპარატიც ეშმაკმა მოიგონა, რომ დაგასხივოთ მორწმუნეები. თქვენ "წმინდა" კოცონი მოიგონეთ ჩემნაირი "ეშმაკების" დასაწვავად, ამათმა კიდე ექოსკოპია. Edited December 16, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ისე რა მაგარია არა თანამედროვე მეცნიერული მიღწევების საპირწონედ, რომ ათასწლეულების წინ ვიღაც სადისტი იდიოტების მიერ დაწერილი წიგნი მოგყავს, და თან მერე სხვადასხვა ენებზე ისე ნათარგმნი, რომ ეხლაც ერთმანეთში დაობთ. ვინმემ რომ მითხრას ჟურნალი ნიანგი არის ბიბლიაო ნაკლებად გამეცინება, უფრო თანამედროვეა და ნაკლები იდიოტობა წერია. ხო ეშმაკმა მოიგონა ყველაფერი, რაც ესე აიოლებს თქვენს ცხოვრებას. რენტგენის აპარატიც ეშმაკმა მოიგონა, რომ დაგასხივოთ მორწმუნეები. თქვენ "წმინდა" კოცონი მოიგონეთ ჩემნაირი "ეშმაკების" დასაწვავად, ამათმა კიდე ექოსკოპია.ის, ვიღაც სადისტი იდიოტები, როგორც თქვენ ამბობთ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის ღვთივსულიერი მადლის მქონე პიროვნებებს წარმოადგენენ და მათ მსგავს ფამილარული ფრაზებით მოხსენიებას, პირად შეურაცხყოფად აღვიქვავ ,ასე რომ გთხოვ და მოვითხოვ პატივი სცე პიროვნების აღმსარებლობასა და მრწამსს იმისდა გათვალისწინებით, რომ თავად აღვიქვავ ათეისტებს სადისტ მწვალებლებად არასოდეს შევურაცხყოფ მათ მოსაზრებებს თეოლოგიასთან და ზოგადად სამყაროს მათეულ აღქმასთან დაკავშირებით. ხოლო თქვენი აგრესია მორწმუნეთა მიმართ მაგონებს სასოწარკვეთილი ადამიანის ხავსთა ჭიდილს ვინაიდან ჭეშმარიტების მადლის გამათავისუფლებელი ძალა უარჰყავით და თავად გაითავისუფლეთ თავი პასუხისმგებლობისგან, რომელსაც სხვათაშორის ვერ გაექცევით და სწორედ შენს მიერ სადისტ იდიოტებად აღქმული პიროვნებები იქნებიან შენს საქმეთა მსაჯულები რაოდენ შენთვის არასასურველი და გასაკვირიც არ უნდა იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ღვთივსულიერი მადლის მქონე პიროვნებებს წარმოადგენენ მთელი ხალხების გაწყვეტას რომ ადამიანი მშვიდად აღწერს და ამას ნორმალურად მიიჩნევს ეწოდება სადისტი. თუ ვცდები შემოსწორე. ხოლო თქვენი აგრესია მორწმუნეთა მიმართ აბა აგრესია? რა მორწმუნეების კოცონზე დაწვას მოვითხოვ თუ რატომ ფიქრობ, რომ აგრესია მაქვს? ისტორია და ფაქტები ანახებს, რომ მორწმუნეებს აქვთ აგრესია და ჩადენილ დანაშაულებებს რწმენით ამართლებენ. მე ვიცი რომ არ არსებობს ისეთი ღმერთი, რომლის გამოც საჭიროა კაც კვლა. არ არსებობს ღვთის რჩეული ერი, რომლის გამოც საჭიროა პირმშოების დახოცვა.აი ამის საპირისპირო ვისაც სჯერა ის არის აგრესიის მქონე. იდიოტებად აღქმული პიროვნებები იქნებიან შენს საქმეთა მსაჯულები ნუთუ გჯერა რომ ადამიანი რომელმაც ეგვიპტელი ბავშვების გაწყვეტა სიამოვნებით გადმოსცა იქნება ჩემი მსაჯული მაღალ სამსჯავროზე იმიტომ, რომ მე, მის ამ საქციელს სადიზმს ვუწოდებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ისე რა მაგარია არა თანამედროვე მეცნიერული მიღწევების საპირწონედმეცნიერებას და მისგან ბიძებულ შემოქმედებას არავინ უარჰყოფს და არც განზოგადებულად სატანის მანქანებად არ აღიქვავს პირიქით თავად სატანა ებრძვის მწიგნობარსა და მეცნიერს რათა მან უფლის ქმნილებაში ამ შემთხვევაში ხილული სამყარო თავად შემოქმედის სიბრძნე და სიდიადე არ დაინახოს და არ ამცნოს ეს საზოგადოებას მეცნიერება, გონთა აქტივობა ეს უფლის მიერ ბოძებული ნიჭია რომელმაც სამწუხაროდ ზოგიერთები ხიბლში ჩააგდო და გაამპარტავანდნენ აგებენ ბაბილონის გოდოლს და უფლის თანასწორობა სურთ ის სურთ რამაც დაღუპა პირველი ადამიანი და ეს მათთვის გაკვეთილი კი არა სამწუხაროდ ვიღაც სადისტის ნააზრევია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ნუთუ გჯერა რომ ადამიანი რომელმაც ეგვიპტელი ბავშვების გაწყვეტა სიამოვნებით გადმოსცა იქნება ჩემი მსაჯული მაღალ სამსჯავროზე იმიტომ, რომ მე, მის ამ საქციელს სადიზმს ვუწოდებნუთუ ღმერთმა არ აწვიმა წვიმა და წარღვნით არ მოსრა კაცობრიობა რვა ადამიანის გარდა? ხომ არ გვაძლევს ეს საფუძველს რომ დავასკვნათ შემდეგი: ღმერთი სასტიკია. თუმცაღა სასტიკია უღმრთოთა მიმართ. შენთვის რომ ეგვიპტური არკანების თუნდაც მცირე არსი იყოს ცნობილი მსგავს კითხვებს აღარ დასვავდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 აბა აგრესია? რა მორწმუნეების კოცონზე დაწვას მოვითხოვ თუ რატომ ფიქრობ, რომ აგრესია მაქვს? ისტორია და ფაქტები ანახებს, რომ მორწმუნეებს აქვთ აგრესია და ჩადენილ დანაშაულებებს რწმენით ამართლებენ. მე ვიცი რომ არ არსებობს ისეთი ღმერთი, რომლის გამოც საჭიროა კაც კვლა. არ არსებობს ღვთის რჩეული ერი, რომლის გამოც საჭიროა პირმშოების დახოცვა.აი ამის საპირისპირო ვისაც სჯერა ის არის აგრესიის მქონე.ცდები საყვარელო მეგობარო ისტორია სწორედაც რომ რწმენას აცდენილი დასაღუპავად გამზადებული ბრბოს სისასტიკეს ანახვებს ყველას და მაგალითს დებს რომ რწმენის ფარად გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლისთვის მოსაწონი როდესაც ეს ფარი თავად შემოქმედისთვის მოსაწონი საქმითაა განმტკიცებული.რა სარგებელია ამტკიცო ქრისტიანი ვარო შენი ძმა კი გძულდეს ან როგორ შეიძლება ქრისტე გიყვარდეს რომელსაც ვერ ხედავ და გძულდეს ძმა რომელსაც ხედავ ასე რომ მეგობარო ყოველნი მოქმედნი ბოროტებისა შორს არიან ჭეშმარიტებისგან თუნდაც იძახდნენ ღვთის ძეები ვართო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 მე ვიცი რომ არ არსებობს ისეთი ღმერთი, რომლის გამოც საჭიროა კაც კვლა. არსებობს მას წუთისოფლის ღმერთი ჰქვია სატანა ლუციფერად წოდებული.ასევე არსებობს ღმერთი ჭეშმარიტი, რომელიც მცნებად დებს: არა კაცთ კლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 (edited) ნუთუ კითხვა არ გებადებათ თუნდაც ვთქვათ აბრამმა რომ საკუთარი შვილის ისააკის დაკვლა გადაწყვიტა იმაზე, ან ეს როგორ აღწერა ბიბლიის დამწერმა. ბავშვი გათოკა, დააწვინა, პირზე ხელი დააფარა, რომ ყვირილი არ გაეგო და დანა დაადო ყელზე რომ დაეკლა. http://gavinortlund.files.wordpress.com/2010/06/abraham3isaac.jpg ნუთუ ეს ნორმალურია, ან მერე ამაზე რო ხატს შექმნი ეს ნორმალურია და რამე საერთო აქვს საღ გონებასთან? http://74.53.25.146/~copticon/images/Abraham%20slaying%20Isaac.jpg შენთვის რომ ეგვიპტური არკანების თუნდაც მცირე არსი იყოს ცნობილი მსგავს კითხვებს აღარ დასვავდი. რა მოხდა, ნუთუ სადმე მთელი ქვეყნის პირმშოები გაწყვიტეს ეგვიპტელებმა, ნუთუ ეგეთი სადისტები იყვნენ? Edited December 16, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 მაიკლ ბიჰიმBehe received $20,000 for testifying as an expert witness on behalf of the plaintiffs in Association of Christian Schools International v. Roman Sterns http://en.wikipedia.org/wiki/Michael_Behe#ACSI_v._Roman_Sterns ტიპი ფინანსდება ქრისტიანულ ორგანიზაციების მიერ და იასნა იმას იტყვის, რასაც უბრძანებენ. მეცნიერად რომ არ ვარგა, სასამრთლოზეც დამტკიცდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ტაშიინუთუ კითხვა არ გებადებათ თუნდაც ვთქვათ აბრამმა რომ საკუთარი შვილის ისააკის დაკვლა გადაწყვიტა იმაზე, ან ეს როგორ აღწერა ბიბლიის დამწერმა. ბავშვი გათოკა, დააწვინა, პირზე ხელი დააფარა, რომ ყვირილი არ გაეგო და დანა დაადო ყელზე რომ დაეკლა. ნუთუ ეს ნორმალურია, ან მერე ამაზე რო ხატს შექმნი ეს ნორმალურია და რამე საერთო აქვს საღ გონებასთან?ქრისტიანური სარწმუნოების მიხედვით მთელი კაცობრიობა ინცესტის შედეგია. ადამ და ევას შვილების გარდა სხვა ადამიანი არ არსებობდა და ადამის ვაჟებს საკუთარი დები უნდა მოეყვანათ ცოლებად :ravic: ასე რომ ინცესტის შედეგად მიღებული მახინჯი შთამომავლობისთვის სრულიად ბუნებრივია ეგ ქცევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 ნუთუ კითხვა არ გებადებათ თუნდაც ვთქვათ აბრამმა რომ საკუთარი შვილის ისააკის დაკვლა გადაწყვიტა იმაზე, ან ეს როგორ აღწერა ბიბლიის დამწერმა. ბავშვი გათოკა, დააწვინა, პირზე ხელი დააფარა, რომ ყვირილი არ გაეგო და დანა დაადო ყელზე რომ დაეკლა.კი, შენს აზრსაც აქვს არსებობის უფლება. უფასო რჩევის სახით კი შემიძლია გითხრა რომ თუ გამოიკვლევ ძირეულად უფლის წერილს ამ პროცესის ღვთივსულიერ ახსნას იპოვი და აზროვნებასაც ახლებურად ჭეშმარიტად დაიწყებ. ქრისტიანური სარწმუნოების მიხედვით მთელი კაცობრიობა ინცესტის შედეგია. ადამ და ევას შვილების გარდა სხვა ადამიანი არ არსებობდა და ადამის ვაჟებს საკუთარი დები უნდა მოეყვანათ ცოლებად ასე რომ ინცესტის შედეგად მიღებული მახინჯი შთამომავლობისთვის სრულიად ბუნებრივია ეგ ქცევათქვენ წარმოიდგინეთ თქვენს აზრსაც აქვს არსებობის უფლება, დანარჩენი იგივე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 რა მოხდა, ნუთუ სადმე მთელი ქვეყნის პირმშოები გაწყვიტეს ეგვიპტელებმა, ნუთუ ეგეთი სადისტები იყვნენ?კი, იუდეველთა ყოველ პირველნაყოფი ძის მკვლელობის ბრძანება იყო ფარაონის მიერ გაცემული. მაგრამ ეს რაღატომღაც გვავიწყდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 (edited) კი, იუდეველთა ყოველ პირველნაყოფი ძის მკვლელობის ბრძანება იყო ფარაონის მიერ გაცემული. მაგრამ ეს რაღატომღაც გვავიწყდება. არ მავიწყდება, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ზეარსებას, რომელმაც სამყარო შექმნა, როგორ შეიძლება ჰქონდეს ისეთი ვიწრო ადამიანური გრძნობა როგორიც არის შურისძიება და ამ მდაბიო გრძნობის საფუძველზე დახოცოს ბავშვები. ან როგორ შეიძლება ღმერთი იყოს ნაციონალისტი ებრაელი? ნუთუ ამით მაინც არ გებადებათ კითხვა, რომ ეს მდაბიო ადამიანური გრძნობები მხოლოდ ადამიანს თუ მოუვიდოდა არაჯანსაღ გონებაში და ბიბლიაც ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია. მთელი ძველი აღთქმა არის "თვალი თვალის წილ" შურისძიებაზე აგებული. Edited December 16, 2010 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.