Jump to content
Planeta.Ge

ქვეყნის გამყიდველები არიან ყველანი ვინც ეს ცვლილებები დაამტკიცა.


Recommended Posts

პრეზიდენტი სააკაშვილი მთავარ მეტოქეს სცენარს პარავს,- ამის შესახებ "Foreighn Policy " წერს.

გამოცემა განმარტავს, რომ რუსეთთან ორი წლის წინანდელი მოკლევადიანი ომის შემდეგ, სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძლის გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასაცვლელად ემზადება.

გამოცემის პოლიტიკური მიმომხლველის აზრით, სააკაშვილი მოსისხლე მტრის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მსგავსად, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას საკონსტიტუციო რეფორმის გატარებით ცდილობს.

"2009 წელს დაწყებული პროცესის საშუალებით სააკაშვილი შეეცადა, შეესუსტებინა ანტაგონიზმი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის და მრავალპარტიული საკონსტიტუციო კომისიის შექმნა გადაწყვიტა. მიზანი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პროექტის შექმნა იყო. 2004 წელს განხორციელებული რეფორმით მთელმა ძალაუფლებამ საპრეზიდენტო ინსტიტუტში მოიყარა თავი, მაგრამ ოპოზიციონერთა უმრავლესობამ უარი თქვა კომისიაში მუშაობაზე იმ მიზეზით, რომ პროცესი შეაფასეს სააკაშვილის მცდელობად, შეექნა თანხმობის ილუზია", _ წერს Foreighn Policy.

სტატიაში მითითებულია, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტით, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში სექტემბრის ბოლოს შევიდა, პრეზიდენტის ინსტიტუტის საგრძობი შესუსტების ხარჯზე იზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება.

"კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებად ემზადება. მათ გასაგონად კი, პრეზიდენტი ამბობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ძალაუფლების მიტაცების საშუალებას არავის მისცემს, თუმცა არც შესაძლო პრემიერ-მინისტრობას გამოირიცხავს. ივნისში Le Mond-ს სააკაშვილმა უთხრა: "ვფიქრობ ამ შესაძლებლობაზე (პრემიერ-მინისტრად ყოფნაზე), თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა: ვიცით, თუ როგორი ეკონომიკური სიტუაცია იქნება ორი წლის შემდეგ, რა მდგომარეობა შეიქმნება საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ ან როგორი განყობა და რეიტინგი მექნება?"

"სააკაშვილს, შეცდომების მიუხედავად, ბევრი საამაყო აქვს: ეკონომიკა მოდერნიზებულად აქცია და საფუძველი დაუდო გრძელვადიან დემოკრატიულ მმართველობას, მაგრამ თუ უნდა, რომ კანონიერ რეფორმატორად დარჩეს და არა პუტინის მსგავს პოსტსაბჭოთა მოწინააღმდეგის

"სასტიკი ხელის" პოლიტიკის გამტარებლად, სააკაშვილმა დემოკრატიული რეფორმა უნდა გააძლიეროს, ჩამოცილდეს ხელისუფლებას 2013 წლიდან და მისცეს საშუალება ქართველებს, თავად აირჩიონ მომავალი ლიდერები", _ წერს Foreighn Policy .

 

 

ეს იქიდან მოვიპარე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება რეფერენდუმის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

კონსტიტუცია ისეთ რამ არის, რომ ერთი ცვლილებაც კი რეფერენდუმს მოითხვოსვ.

ასე კი ვინც მოვა ყველა მოირგებს ამ კონსტიტუციას თავის ნებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი კარგად იციან. კონსტიტუციის ცვლილებების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ მიშა განუსაზღვრელი ვადით დარჩეს მმართველის პოსტზე.

 

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერი გახდება და მთელ ძიირთად ფუნქციეს ისევ თავის თავზე აიღებს. ისიც გასათვალისწინებელია რომ პრემიერს შეზღუდული ვადა არ აქვს და სიცოცხლის ბოლომდე შეეძლება პოსტზე ყოფნა.

 

პრეზიდენტს მარტო საცერემონიო ფუქნციებიღა დარჩება. მოკლეთ ვენეციის კომისიის დასკვნაშიცაა აღანიშული რომ ეს ცვლილებები შესაძლოა პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...