lasha1997 Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 რატომ ვჩქარობთ? მარკ მალენი საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას კონსტიტუციის საკითხი არ ანაღვლებს. განსხვავებები ორგანულ კანონს, ჩვეულებრივ კანონს, კონსტიტუციასა და სხვადასხვა რეგულაციას შორის ბევრისთვის ბუნდოვანია. კონსტიტუციის საუკეთესო განმარტება ასეთია: კონტრაქტი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის. როგორც ყველა კარგი კონტრაქტი, ისიც არ უნდა იყოს ზედმეტად ვრცელი. დაწერილი უნდა იყოს მარტივი ენით, ისე, რომ ყველამ გაიგოს. დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მათი შევსება მოგვიანებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით შეიძლება. კონსტიტუციის მიზანია, დააწესოს, თუ როგორ იმუშავებს მთავრობა, რა უფლებები ექნება მას და რა უფლებები ექნება ხალხს. ბიზნესის ერთ-ერთი უპირველესი კანონის მიხედვით, თუ ვინმესთან კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი და მეორე მხარე უმიზეზოდ ჩქარობს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააფორმო ეს კონტრაქტი. უბრალოდ, უარი უნდა თქვა. ამ დოკუმენტში აუცილებლად იქნება რაიმე დამალული დეტალი, რომელიც უახლოეს მომავალში დაგაზიანებს. ამ სტატიას ხუთშაბათს, სექტემბრის ბოლო დღეს ვწერ. იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მოვდივარ და ყველაფერი ისე ჩანს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარლამენტი ხვალ, პლენარულ მეორე მოსმენაზე მიიღებს. ამით პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ლიდერები საშინელ შეცდომას უშვებენ. კონსტიტუციის მიღების პროცესი აუცილებლად უნდა შენელდეს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამის შესახებ უკვე წელიწადზე მეტია, რაც საუბრობენ. ეს ტექნიკურად სიმართლეა, მაგრამ რადგან დისკუსიას ფორმალური პროცედურები არ ჰქონია, ამგვარი დისკუსია, ფაქტობრივად, არც ითვლება. თუ ვინმე ოდესმე პარლამენტში, ან რომელიმე წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობდა ან დამკვირვებელი ყოფილა, ეცოდინება, რომ პროცედურა ყველაფერს განსაზღვრავს. თუ პროცედურა არ არსებობს, დისკუსია წრეზე ტრიალებს და მის ბედს ძალაუფლების მქონენი განსაზღვრავენ. კონსტიტუციური ან რამე სხვა სახის დისკუსიის გამართვის საუკეთესო გზა, პირველ რიგში, იმის განსაზღვრაა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას და როგორ შედგება განრიგი. განრიგი უნდა იყოს მკაცრი, ზოგადი დისკუსიით უნდა დაიწყოს და უფრო სპეციფიკური დეტალების განხილვაში გადაიზარდოს. განრიგისა და პროცედურის გარეშე, თავმჯდომარე იმას გააკეთებს, რაც უნდა. ივლისამდე შესაძლო ცვლილებების პირველადი ვერსიაც კი არ არსებობდა. აზრი, რომ ქართველები ივლისს და აგვისტოს კონსტიტუციის ცვლილებების განხილვაში გაატარებდნენ, სულელურია. არანაირი დაწერილი განრიგი არ არსებულა. თუ საკონსტიტუციო კომისია გარკვევით იტყოდა, რომ 24 სექტემბერი პირველი მოსმენის თარიღი იქნებოდა, ხალხს უკვე ექნებოდა დრო საბოლოო ვადამდე სამუშაოდ. ასეთი დათქმული თარიღი არ ყოფილა. მთავრობამ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი იმისთვის შემოიღო, რომ ხალხის სასამართლოსთან დაახლოება სურს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გზაა და საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს სრულიად ვუჭერ მხარს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს კი ხალხი კონსტიტუციასთან ან მთავრობასთან ახლოს ნამდვილად არ მიჰყავს. უცნაურია, რომ ამ დაჩქარებული ტემპების ფონზე, კონსტიტუცია ძალაში 2013 წლამდე არ შევა. რატომ? მნიშვნელოვანია, ეს კარგად გავიაზროთ. თუ ეს ცვლილებები სისტემური გაუმჯობესებაა, ახლავე რატომ არ შედის ძალაში? და თუ 2013 წლამდე არ არის საჭირო მისი ძალაში შესვლა, მაშინ რატომ არ ავიღებთ კიდევ რამდენიმე თვეს, რომ მშვიდად განვიხილოთ? ჩვეულებრივი კანონისთვისაც კი ორ მოსმენას შორის მხოლოდ ერთკვირიანი შუალედი, ძალიან ცოტაა. კონსტიტუციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მიუხედავად იმისა, ლეგალურია თუ არა თავად კონსტიტუციის მოდელი, ჩანს, რომ მის მიღებას ზედმეტად ვჩქარობთ. რატომ? კონსტიტუცია 2001 წელს შეიცვალა და ეს მაშინ ცოტამ თუ შეამჩნია. 2003 წლის შემოდგომაზე კი უკვე ყველა მიხვდა, რომ შევარდნაძემ კონსტიტუცია იმისთვის შეცვალა, რომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალაუფლების რეალური გადაცემა არ დაეშვა. ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც, ახლანდელმა ხელისუფლების წევრებმა 2003 წლის 22 ნოემბერს საპარლამენტო სესიის ჩატარება არ დაუშვეს და მე მოხარული ვარ, რომ სწორედ ასე მოიქცნენ. 2004 წლის 4 თებერვალს, სამი დღის დისკუსიის შემდეგ, ახალი ხელისუფლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები შევიდა. ამის შემდეგ კონსტიტუციაში კიდევ ბევრი ცვლილება შეიტანეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ცვლილებებსაც მალე მიიღებენ. მომავალ თვეში ჩვენი ყურადღება ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვისკენ და სხვა ახალი ამბებისკენ იქნება მიპყრობილი. როდესაც 2013 წელი დადგება, კონსტიტუციას კვლავ შევხედავთ და, ალბათ, გავოცდებით, როცა აღმოვაჩენთ, თუ რა შეცვალა მან სინამდვილეში. კონტრაქტის სიჩქარეში გაფორმება ყოველთვის ცუდი იდეაა.http://liberali.ge/node/2991 აზრზე არ არიან ეს უგუნურები რა საქციელი ჩაიდინეს მომავალი თაობებისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 lasha1997აზრზე არ არიან ეს უგუნურები რა საქციელი ჩაიდინეს მომავალი თაობებისთვის.უბრალოდ კიდიათ... რაღაც ჩემთვის აუხსნელ ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 უბრალოდ კიდიათ... რაღაც ჩემთვის აუხსნელ ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე მარტო მაგათ,ყველას ჰკიდია კონსტიტუცია და 2013 წელს თავში ხელების რტყმა გვიანი იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 lasha1997 ყველას ჰკიდია კონსტიტუცია სანამ მიშაა ხელისუფლებაში, რა ეწერება კონსტიტუციაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. აქ საფიქრია როგორ წავიდეს მიშა... მე მგონი არჩევნების თემით მიწოლა სწორია... თუმცა არავის აქვს ილუზია რო ხელისუფლება რამეს შეცვლის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 რატომ ასკვნით რო არ იციან ან კიდიათ? აი არ მესმის რა.გადასარევად იციან და კი არ კიდიათ, პირიქით, მიისწრაფიან კიდეც. იმიტომ რომ თავის თავზე ზრუნავენ.ღორი ნაციონალები და ბინძური თარგამაძეები.მიზანმიმართულად აკეთებნ ამას. იმიტომ რომ თVითონ კარგად არიან და უნდათ რომ იყვნენ.დანარჩენები?აი დანარჩენები კი რაში ანაღვლებთ?რომელი გახსოვთ რაიმე ქმედება რომელიც გამიზნული იქნებოდა, არა ამ ადამინების ( ნაცების ) საკეთილდღეოდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 lasha1997 კარგი რა, ვის რაში აინტერესებს კონსტიტუცია, მთავარია, ვის ხელშია ძალა - და ვინ ითვლის ხმებს@იოსებ ჯუღაშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 ტუალეტის ქაღალდზე უფრო გაუფასურდა კონსტიტუცია. ეს რა ქნეს ამ დედაარღნიანებმა. ზოგი ბოზი კალგოტკებს არ იცვლის ამ ტემპით, როგორც ესენი კონსტიტუციას ცვლიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 lasha1997მარტო მაგათ,ყველას ჰკიდია კონსტიტუცია და 2013 წელს თავში ხელების რტყმა გვიანი იქნება. რას გულისხმობ დიტო,თუ იმას რომ ამ კონსტიტუციით მიშა 99%-იანი ალბათობით პრემიერად მოგვევლინება,გასაგებია.თუმცა ადრეც მითქვია რომ,თუ უნდა პრემიერობას დაირქმევს,ან ნაციის ლიდერობას,ან თუნდაც ქვეყნის მასახლისობას,ოღონდ ძალაუფლებაში დარჩეს.რა ეს პარლამენტი რამეში შეეწინაღმდეგება?რაც შეეხება თვითონ კოსტიტუციას,იქ უბრალოდ პრეზიდენტის დღევანდელი უფლებები ძირითადად პრემიერზე გადავიდა და პარლამენტი როგორიც იყო იმაზე უარესი ჩმორია.ეს კი ნებისმეიერი სხვა ძალის მოსვლის შემთხვევაშიც სახიფათოა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 რატომ ვჩქარობთ? მარკ მალენი საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას კონსტიტუციის საკითხი არ ანაღვლებს. განსხვავებები ორგანულ კანონს, ჩვეულებრივ კანონს, კონსტიტუციასა და სხვადასხვა რეგულაციას შორის ბევრისთვის ბუნდოვანია. კონსტიტუციის საუკეთესო განმარტება ასეთია: კონტრაქტი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის. როგორც ყველა კარგი კონტრაქტი, ისიც არ უნდა იყოს ზედმეტად ვრცელი. დაწერილი უნდა იყოს მარტივი ენით, ისე, რომ ყველამ გაიგოს. დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მათი შევსება მოგვიანებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით შეიძლება. კონსტიტუციის მიზანია, დააწესოს, თუ როგორ იმუშავებს მთავრობა, რა უფლებები ექნება მას და რა უფლებები ექნება ხალხს. ბიზნესის ერთ-ერთი უპირველესი კანონის მიხედვით, თუ ვინმესთან კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი და მეორე მხარე უმიზეზოდ ჩქარობს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააფორმო ეს კონტრაქტი. უბრალოდ, უარი უნდა თქვა. ამ დოკუმენტში აუცილებლად იქნება რაიმე დამალული დეტალი, რომელიც უახლოეს მომავალში დაგაზიანებს. ამ სტატიას ხუთშაბათს, სექტემბრის ბოლო დღეს ვწერ. იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მოვდივარ და ყველაფერი ისე ჩანს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს პარლამენტი ხვალ, პლენარულ მეორე მოსმენაზე მიიღებს. ამით პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ლიდერები საშინელ შეცდომას უშვებენ. კონსტიტუციის მიღების პროცესი აუცილებლად უნდა შენელდეს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამის შესახებ უკვე წელიწადზე მეტია, რაც საუბრობენ. ეს ტექნიკურად სიმართლეა, მაგრამ რადგან დისკუსიას ფორმალური პროცედურები არ ჰქონია, ამგვარი დისკუსია, ფაქტობრივად, არც ითვლება. თუ ვინმე ოდესმე პარლამენტში, ან რომელიმე წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობდა ან დამკვირვებელი ყოფილა, ეცოდინება, რომ პროცედურა ყველაფერს განსაზღვრავს. თუ პროცედურა არ არსებობს, დისკუსია წრეზე ტრიალებს და მის ბედს ძალაუფლების მქონენი განსაზღვრავენ. კონსტიტუციური ან რამე სხვა სახის დისკუსიის გამართვის საუკეთესო გზა, პირველ რიგში, იმის განსაზღვრაა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას და როგორ შედგება განრიგი. განრიგი უნდა იყოს მკაცრი, ზოგადი დისკუსიით უნდა დაიწყოს და უფრო სპეციფიკური დეტალების განხილვაში გადაიზარდოს. განრიგისა და პროცედურის გარეშე, თავმჯდომარე იმას გააკეთებს, რაც უნდა. ივლისამდე შესაძლო ცვლილებების პირველადი ვერსიაც კი არ არსებობდა. აზრი, რომ ქართველები ივლისს და აგვისტოს კონსტიტუციის ცვლილებების განხილვაში გაატარებდნენ, სულელურია. არანაირი დაწერილი განრიგი არ არსებულა. თუ საკონსტიტუციო კომისია გარკვევით იტყოდა, რომ 24 სექტემბერი პირველი მოსმენის თარიღი იქნებოდა, ხალხს უკვე ექნებოდა დრო საბოლოო ვადამდე სამუშაოდ. ასეთი დათქმული თარიღი არ ყოფილა. მთავრობამ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი იმისთვის შემოიღო, რომ ხალხის სასამართლოსთან დაახლოება სურს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გზაა და საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს სრულიად ვუჭერ მხარს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს კი ხალხი კონსტიტუციასთან ან მთავრობასთან ახლოს ნამდვილად არ მიჰყავს. უცნაურია, რომ ამ დაჩქარებული ტემპების ფონზე, კონსტიტუცია ძალაში 2013 წლამდე არ შევა. რატომ? მნიშვნელოვანია, ეს კარგად გავიაზროთ. თუ ეს ცვლილებები სისტემური გაუმჯობესებაა, ახლავე რატომ არ შედის ძალაში? და თუ 2013 წლამდე არ არის საჭირო მისი ძალაში შესვლა, მაშინ რატომ არ ავიღებთ კიდევ რამდენიმე თვეს, რომ მშვიდად განვიხილოთ? ჩვეულებრივი კანონისთვისაც კი ორ მოსმენას შორის მხოლოდ ერთკვირიანი შუალედი, ძალიან ცოტაა. კონსტიტუციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მიუხედავად იმისა, ლეგალურია თუ არა თავად კონსტიტუციის მოდელი, ჩანს, რომ მის მიღებას ზედმეტად ვჩქარობთ. რატომ? კონსტიტუცია 2001 წელს შეიცვალა და ეს მაშინ ცოტამ თუ შეამჩნია. 2003 წლის შემოდგომაზე კი უკვე ყველა მიხვდა, რომ შევარდნაძემ კონსტიტუცია იმისთვის შეცვალა, რომ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალაუფლების რეალური გადაცემა არ დაეშვა. ეს იყო უმთავრესი მიზეზი, რის გამოც, ახლანდელმა ხელისუფლების წევრებმა 2003 წლის 22 ნოემბერს საპარლამენტო სესიის ჩატარება არ დაუშვეს და მე მოხარული ვარ, რომ სწორედ ასე მოიქცნენ. 2004 წლის 4 თებერვალს, სამი დღის დისკუსიის შემდეგ, ახალი ხელისუფლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები შევიდა. ამის შემდეგ კონსტიტუციაში კიდევ ბევრი ცვლილება შეიტანეს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ცვლილებებსაც მალე მიიღებენ. მომავალ თვეში ჩვენი ყურადღება ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვისკენ და სხვა ახალი ამბებისკენ იქნება მიპყრობილი. როდესაც 2013 წელი დადგება, კონსტიტუციას კვლავ შევხედავთ და, ალბათ, გავოცდებით, როცა აღმოვაჩენთ, თუ რა შეცვალა მან სინამდვილეში. კონტრაქტის სიჩქარეში გაფორმება ყოველთვის ცუდი იდეაა.http://liberali.ge/node/2991 აზრზე არ არიან ეს უგუნურები რა საქციელი ჩაიდინეს მომავალი თაობებისთვის. აზრზე არ არიან ეს უგუნურები რა საქციელი ჩაიდინეს მომავალი თაობებისთვის ვერ დაგეთანხმები. მშვენივრადაც იციან რა ჩაიდინეს. ოღონდ ეგ სულ არ ანაღვლებთ, რამეთუ ახლა სამუდამო ავტორიტარიზმს აფუძნებენ და ამითი მათ პირდაპირ შთამომავლობას ბელადის გვარის ირგვლივ ტრიალს უხერხებენ, აი დანარჩენი საქართველო კი თუკი ადრე 20 ლარად იყიდებოდა, მერე 22-ად გაიყიდება და ეგ ახლა მათ სულ არ ანაღვლებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 proletariვერ დაგეთანხმები. მშვენივრადაც იციან რა ჩაიდინეს. ოღონდ ეგ სულ არ ანაღვლებთ, რამეთუ ახლა სამუდამო ავტორიტარიზმს აფუძნებენ და ამითი მათ პირდაპირ შთამომავლობას ბელადის გვარის ირგვლივ ტრიალს უხერხებენ, აი დანარჩენი საქართველო კი თუკი ადრე 20 ლარად იყიდებოდა, მერე 22-ად გაიყიდება და ეგ ახლა მათ სულ არ ანაღვლებთ.ვერავინ იფიქრებდა 1970 წელს სსრკ რო დაიშლებოდა სულ რაღაც 20 წელიწადში არა აქვს საქართველოს სადიქტატორო რესურსები... ჰა ჰა მაქსიმუმ ბატკას დონეზე გაიქაჩოს... თუმცა მაგასაც ვერ მოახერხებს...დიდი ხნით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 lasha1997ნუ ღელავ,ეხლა თარგამაძე და კომპანია საარჩევნო გარემოს შეცვლიან და მერე გადაახევენ მიშას ამ კონსტიტუციას თავზე.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 direრატომ ასკვნით რო არ იციან ან კიდიათ? აი არ მესმის რა.გადასარევად იციან და კი არ კიდიათ, პირიქით, მიისწრაფიან კიდეც. +1შეიძლება ზოგს ჰკიდია კიდეც, იმიტომ რომ გაგნებაში არაა ხმას რას აძლევს, მაგრამ ბირთვი რომ ძალიან კარგად ერკვევა რასაც აკეთებს ეს ეჭვგარეშეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 newstudioარა აქვს საქართველოს სადიქტატორო რესურსები..კარგი რა, რესურსის მეტი რაა ამ დაღუპულ ქვეყანაში... არაა აუცილებელი პროფესიონალი ბიოლოგი იყო, რომ დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორიიდან დასკვნები გამოიტანოს ადამიანმა... ჩელავეკ ჩელავეკუ ვოლკ და მორჩა, ეგაა მთელი რესურსი.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 proletari ვერავინ იფიქრებდა 1970 წელს სსრკ რო დაიშლებოდა სულ რაღაც 20 წელიწადში არა აქვს საქართველოს სადიქტატორო რესურსები... ჰა ჰა მაქსიმუმ ბატკას დონეზე გაიქაჩოს... თუმცა მაგასაც ვერ მოახერხებს...დიდი ხნით! ა)სსრკ 1970 წელს არ შექმნილაბ)რესურსები არის, და უპირველეს ყოვლისა ეს მოსახლეობის მონურ ფსიქოლოგიაში გამოიხატებაგ)შენს დასკვანს რომ მივყვეთ და თუნდაც 20 წელი ავიღოთ, უკვე ძალზედ ბევრია, რამეთუ იმდენი რამ დაინგრევა რომ ერთი 200 წელიწადით უკან გადავარდებით... ასე რომ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 proletari ვერავინ იფიქრებდა 1970 წელს სსრკ რო დაიშლებოდა სულ რაღაც 20 წელიწადში არა აქვს საქართველოს სადიქტატორო რესურსები... ჰა ჰა მაქსიმუმ ბატკას დონეზე გაიქაჩოს... თუმცა მაგასაც ვერ მოახერხებს...დიდი ხნით!თუკი დასავლეთი არ შეწყვეტს მიშას დაფინანსებს ნაცმოძრაობის დამარცხება შეუძლებელი იქნება, ამიტომ უნდა შევეგუოთ მათ ბატონობას,ან რუსეთმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე პოლიტ მოძრაობაზე შეფობა,არა, მე არანაირად არ გამოვრიცხავ რომ შიდა რესურსების გარეშე შეუძლებელია ნაცმოძრაობის დამარცხება, შესაძლებელია, მაგრამ ნებელობა არაა საზოგადოებაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.