Jump to content
Planeta.Ge

საბჭოთა ისტორიის ახალი ვერსიის შემქმნელი საქართველოშია


Recommended Posts

საბჭოთა ისტორიის ახალი ვერსიის შემქმნელი საქართველოშია

 

საბჭოთა ისტორიის ახალი ვერსიის შემქმნელი საქართველოშია. ლატვიელ დოკუმენტალისტ და მწერალ ედვინს შნორეს სკანდალური ფილმის ჩვენება განათლების სამინისტროს ინიციატივით თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.

 

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ ის უნიკალური მასალები, რომელთა მოსაგროვებლად მსოფლიოს 7 ქვეყანაში ფილმის ავტორმა 10 წლის განმავლობაში იმუშავა.

 

განათლების ახალი მინისტრის ნიკა გვარამიას ინიციატივით, ედვინს შნორეს "საბჭოთა ისტორიის" საავტორო უფლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აუცილებლად შეიძენს და ამ ფილმის ჩვენება ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში მოხდება.

 

დღესვე ლატვიელი რეჟისორი თბილისში ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს და გორშიც გაემგზავრება. 20:00 საათზე კი კულტურის სამინისტროს ინიციატივით, კინოთეატრ "ამირანში" დაგეგმილია ფილმის ჩვენება, რომელსაც პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც დაესწრებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...