Jump to content
Planeta.Ge

თედო რაზიკაშვილი (1869-1922)


Recommended Posts

თედო რაზიკაშვილი (1869-1922)

 

http://i067.radikal.ru/0812/a9/be88f19467c1.jpg

 

პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა.

 

დაიბადა 1869 წელს სოფელ ჩარგალში. 1889 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და 1890 წელს დაინიშნა მასწავლებლად სოფელ ხელთუბანში. გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით, აწყობდა საუბრებს რევოლუციურ თემებზე, ხალხს რაზმავდა თავისუფლებისათვის საბრძოლველად. მონაწილეობდა 1905 წლის სახალხო მოძრაობაში, რისთვისაც დააპატიმრეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 წელს სახლ-კარი გადაუწვეს და თედო ერთხანს ფშავში იმალებოდა.

 

რაზიკაშვილის პირველი ლექსი "გუთნისდედის სიმღერა" 1890 წელს "ჯეჯილში" გამოქვეყნდა. მას შემდეგ მისი თხზულებები იბეჭდებოდა თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთში. თედომ განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელთა, განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძის შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრესული იდეები (მოთხრობები: "კოდალა", "ცასწავალამ როგორ მოიხვეჭა სახელი", ლექსი "ვაი, თუ ისე სოფელმა..." და სხვა). რაზიკაშვილი თავის შემოქმედებაში ასახავდა ჩაგრულთა ბედს, ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, მშობლიური ქვეყნის ბუნებას. მისი თხზულებები შთაგონებულია პატრიოტიზმითა და ჰუმანიზმის გრძნობით.

 

თუმცა რაზიკაშვილი უმთავრესად საბავშვო მწერალი იყო. მისი საბავშვო ნაწარმოებები თავისუფალია მშრალი დიდაქტიზმისაგან. ისინი მკითხველს ხიბლავს მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით, მსუბუქი და ხატოვანი ენით, ბავშვს ძალდაუტანებლად აწვდის ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ("ნიბლია", "იის ამბავი", "გარიელა", "ფითრი", "მონადირე", "ქორის ბახალა" და სხვა).

 

თედო რაზიკაშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფოლკლორისტიკის განვითარების საქმეში. მის მიერ შეკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები პრესაში ქვეყნდებოდა, 1909 წელს კი გამოიცა ორ ტომად "ხალხური ზღაპრების" სახელწოდებით.

 

რაზიკაშვილი 1922 წლის 19 იანვარს ვერაგულად მოკლეს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...