მდა Posted December 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2008 სოლომონ რაზმაძე (1797-1860) http://s57.radikal.ru/i158/0812/f2/b4b2cb9a1731.jpg ქართველი პოეტი და მთარგმნელი, რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი. 1811 წლიდან იზრდებოდა პეტერბურგში, თეიმურაზ ბატონიშვილის მზრუნველობითა და მეთვალყურეობით, ეუფლებოდა რუსულსა და ფრანგულ ენებს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იქ გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებთან, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1832 წელს ის თბილისში ჩამოვიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულებაში. საიდუმლო შეკრებებზე კითხულობდა საკუთარ თხზულებებს. 1833 წელს ის თეირანში დააპატიმრეს, სადაც რუსეთის საკონსულოში მთარგმნელად მუშაობდა და, გასამართლების შემდეგ, 1834 წელს სამუდამოდ გადაასახლეს პენზაში. რაზმაძის შემოქმედებაში თავს იჩენს პოლიტიკური პროტესტის იდეა. გადასახლების შემდეგ მის პოეზიას რომანტიკული მოტივები მიეძალა - სევდა, უიმედობა, წუხილი სამშობლოს ბედის გამო, სოფლის სამდურავი. რაზმაძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. თარგმნიდა უმთავრესად სასულიერო და ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებს, მიჩნეულია ა. პუშკინის ლექსების ერთ-ერთ პირველ მთარგმნელად. თარგმნა: "განღვიძება", "ლხინი", "დემონი", "წინასწარმეტყველი", ნაწყვეტები "ევგენი ონეგინიდან", აგრეთვე დ. ფონვიზინის "პეტერბუხი" და ა. მიცკევიჩის "პარისი". გარდაიცვალა 1860 წლის 18 მარტს, პენზაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.