Jump to content
Planeta.Ge

პირველი საქმიანი ერთობა


Recommended Posts

newstudio

რასაც შეიძლება მათთვის კარგი შედეგი მოჰყვეს

აი მთელი არსი,

მათთვის :))

ანუ ეს დოდო### აღიარებს რომ თავისთვის აქვთ სისტემა მორგებული :))

#### ხარ შენ წუგზარ.

ქვეყნისთVის და საზოგადეობისთვის არის კარგი სუფთა არჩევნები და არა მათთვის, შე მაგარო ###ო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 76
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Nukriko

ერთად შეიკრიბონ და გამოექანონ... ნაციონალებიც წამოიყვანონ.. შენ რა აპირებ მათ გვერძე დადგე? პირიქით გვეშველება თან, როგორ. ოღონდ მაგათ არ უნდა ავყვეთ. არ ავყვებით გვეშველება, ავყვებით დაგვერხევა.. ;

Nukriko

newstudio როცა ხედავ რომ თუ მათ გაყვები გადაეჩეხები, ჯობია იჯდე და არ გაყვე მათ..   ვეღარ დაქოქავს ეს ოპოზიცია, ხალხს..     ახალი ოპოზიცია თუ არ შეიქმნა, ძველი ვერაფერს ვერ გააკეთებს, გინდა გაერთიანდნ

Nukriko

newstudio რას ვხედავ და ყველაფერს, რასაც ესენი იძახიან და არა მარტო იძახიან. ალასანიას რომ გადასცე ძალაუფლება ნიშნავს რომ უნიჭო მიშა გყავდეს ხელისუფლებაში.     ეს დეგენერატები არ მოგბეზრდათ?   მოდი და

ტაშიი

 

კი გეთანხმები. და ჩემთვის ბრძოლის ტაქტიკა არის ის რომ მათ ბრძოლაში არ ჩავერთო, დაუხოციათ ერთმანეთი, როცა ერთმანეთს დაასუსტებენ (თუ დაასუსტეს), მერე ჩვენ მივიდეთ ცოცხლით და ოპოზიციაც და პოზიციაც ნაგავში გადავყაროთ.

 

ჭეშმარიტი ბელადისტის მსჯელობაა. ნუ დაახლოებიტ იგივე სცენარი, რითაც მაგალითად ბოლშევიკური თანავარსკვალვედის წარმომადგენელები - წერეთელი და მაჭავარიანი დღესაც ხალხსი ბედზე ფიქრში არიან ჩაბმულნი.

 

არ არის ხელისუფლებასთან შეკრული ალასანია

 

უბრალოდ ზოგჯერ ძალიან რადიკალურ რაღაცეებსაც ნამეტანი დიპლომატიურად იძახიან...

 

ვერაფრით ვერ დაგეთანხმები. აშკარად შემოგზავნილი ერთ-ერთი აგენტია, და მისი ყოველი ქმედება ამის ნათელი მაგალითია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

რასაც შეიძლება მათთვის კარგი შედეგი მოჰყვეს

 

აი მთელი არსი,

მათთვის

ანუ ეს დოდო### აღიარებს რომ თავისთვის აქვთ სისტემა მორგებული

ხო ეგ ვერ შევამჩნიე

 

proletari

ვერაფრით ვერ დაგეთანხმები. აშკარად შემოგზავნილი ერთ-ერთი აგენტია, და მისი ყოველი ქმედება ამის ნათელი მაგალითია

კონკრეტულად რა?

 

 

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ძირითადი ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას დადებითად აფასებს .

როგორც ჟურნალისტებს ცისკარიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ასეთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მოახერხა.

მისი თქმით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომელმაც თანმხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას. "ვფიქრობ, ხელისუფლებას გაუჭირდება, უგულვებელჰყოს ის ჭეშმარიტებები, რასაც აღნიშნული ცვლილებები ასახავს და რაც მათ ინტერესებში არ შედიოდა", - დასძინა ცისკარიშვილმა.

მან აკადემიური უწოდა "შერატონ მეტეხი პალასში" ოპოზიციური პარტიების მიერ დღეს გამართულ კონფერენციას, სადაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები გააცნეს. ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ლიდერები მაგიდის ირგვლივ უფრო სიმპათიურად გამოიყურებიან, ვიდრე საპროტესტო აქციებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

18:30 04.10.2010

 

"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე ოპოზიციურმა პარტიებმა, დღევანდელი კონფერენციის ბოლოს, ხელისუფლების, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს .

 

განცხადების ტექსტი კონფერენციის მონაწილეებს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ გააცნო. განცხადების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებები წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე. პარტიები გამოთქვამენ მზადყოფნას, განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მომუშავე პოლიტიკური პარტიები ასევე სთავაზობენ საქართველოში მოქმედ კვალიფიციურ პარტიებს, წარდგნენ ერთიანი პოზიციით ხელისუფლებასთან ურთიერთობისას, ჩაერთონ ამ პროცესში და კონსულტაციები გამართონ დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან.

მიმართვა ვრცელდება ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც შეიმუშავეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს მხარი აქტიურად დაუჭირონ.

 

"სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამას ადასტურებს ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნების თაობაზე ავტორიტეტული ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები. საარჩევნო გარემოს დახვეწისთვის ბრძოლაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბებას "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", "კონსერვატორები", "რესპუბლიკური პარტია", "ქრისტიან-დემოკრატები", "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები" და "ხალხის პარტია".

 

8 პოლიტიკურმა პარტიამ სამი თვის განმავლობაში იმუშავა პროექტზე, რომელიც "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, ცვლილებები ეხება 6 საკითხს. ესენია: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა; ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი; არჩევნების დღე; საარჩევნო დავების განხილვის სისტემა; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა.

აღნიშნული პროექტი ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, ექსპერტებს გააცნეს. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები, თუმცა, მიწვეული პარტიებიდან დღევანდელ ღონისძიებას მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ თვითონ" და "ქართული დასის" წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია "ლეიბორისტულ პარტიას", "ედპ"-ს, "მრეწველებს" და პარტია "თავისუფლებას".

 

http://www.presa.ge/new/?m=news&NID=724

 

ქრისტიან-დემოკრატები წამყვანი ოპოზიციური ძალა გახდა.. :givi: :givi:

ოპოზიცია საბოლოოდ მოკვდა..ნაცები მირჩევნია ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს..თავისას მაინც აწვებიან ბოლომდე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ქრისტიან-დემოკრატები წამყვანი ოპოზიციური ძალა გახდა.. :givi: :givi:

ოპოზიცია საბოლოოდ მოკვდა..ნაცები მირჩევნია ყველა ამ პარტიას ერთად აღებულს..თავისას მაინც აწვებიან ბოლომდე..

 

ჩემი აზრით ნაცინალების ხელისუფლების მორიგ გაპრავება უნდა ველოდოთ 2012 წელს.

ამათი "წეწებით" მოუგებენ არჩევნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ჩემი აზრით ნაცინალების ხელისუფლების მორიგ გაპრავება უნდა ველოდოთ 2012 წელს.

ამათი "წეწებით" მოუგებენ არჩევნებს.

იასნია ესე იქნება..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პესიმიზმი ყველაზე ადვილია (და მაინც არაფერი გამოვა)

 

სხვათაშორის ქდმ მეც არ მხიბლავს არანაირად, მაგრამ ჯერჯერობით ხელს არ უშლის არაფერს, მაგრამ როგორც კი დააპირებს, ეგრევე მოხვდება ცხვირში... ხო, კონსტიტუციას რომ დაუჭირეს მხარი, ძალიან მაგრად შეჯორეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

პესიმიზმი ყველაზე ადვილია (და მაინც არაფერი გამოვა)

ეს პესიმიზმი სიტყვა დაამუღამეთ და ატრიალებთ ყველა ბრუნვაში..

რა პესიმიზმი როცა ფაქტია,რომ ოპოზიცია ყველა ერთად მიშიკოს თამაშს თამაშობს და ამას არარც მალავენ..

სხვათაშორის ქდმ მეც არ მხიბლავს არანაირად, მაგრამ ჯერჯერობით ხელს არ უშლის არაფერს, მაგრამ როგორც კი დააპირებს, ეგრევე მოხვდება ცხვირში...

რა შუაშია გხიბლავს თუ არა,ქდმ არიან მიშას ჯიბის ოპოზიცია და ესენი მაგათთან ერთად დაჯდნენ და ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცნენ..და რაღა უნდა დააპირონ შესანიშნავად ასრულებენ დავალებას..რაც შეეხება ცხვირში მოხვედრას,ამ ვითომ ოპოზიციიდან თუ ვინმეს რამის ტრაი ჰქონდა აქამდე მოარტყავდა ცხვირში თარგამაძეს..პადოშაც დაეპატიჟათ ბარემ..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

რა პესიმიზმი როცა ფაქტია,რომ ოპოზიცია ყველა ერთად მიშიკოს თამაშს თამაშობს და ამას არარც მალავენ..

რაში გამოიხატება ეს თამაშI?

 

გიორგი68

რა შუაშია გხიბლავს თუ არა,ქდმ არიან მიშას ჯიბის ოპოზიცია და ესენი მაგათთან ერთად დაჯდნენ და ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცნენ..და რაღა უნდა დააპირონ შესანიშნავად ასრულებენ დავალებას..რაც შეეხება ცხვირში მოხვედრას,ამ ვითომ ოპოზიციიდან თუ ვინმეს რამის ტრაი ჰქონდა აქამდე მოარტყავდა ცხვირში თარგამაძეს..პადოშაც დაეპატიჟათ ბარემ..

ყველაფერს თავისი დრო აქვს... დროა ოპოზიციამ პოლიტიკურად მოუგოს მიშას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მაინტერესებს:

 

თვითონ მოთხოვნაც არ მოგწონთ, თუ მხოლოდ ის ადამიანები არ მოგწონთ ვინც ამ მოთხოვნას აყენებენ?

 

თუ მოთხოვნა მოგწონთ, სხვას რატომ უყურებთ, თქვენ თვითონ მოითხოვეთ. მე რომ ვიღაცა თავზე მაფსამდეს და თარგამაძესაც აფსამდეს და არ მოვითხოვო ამ ამბის სასწრაფოდ შეწყვეტა მხოლოდ იმიტომ, რომ თარგამაძეც ითხოვს და მე ის არ მომწონს, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

 

თუ მოთხოვნა არ მოგწონთ მაშინ რა ვქნათ ის თქვით, მხოლოდ თარგამაძე არ ვარგას თქმა არ ვარაგა, იმიტომ რომ მეც ვიცი რომ არ ვარგა და არ არის საჭირო იმის მეათასეჯერ გამეორება, რომ არ ვარგა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ყველაფერს თავისი დრო აქვს... დროა ოპოზიციამ პოლიტიკურად მოუგოს მიშას...

და მიშასვე მართულმა ოპოზიციამ,როგორ უნდა მოუგოს მიშას..??

ტაშიი

თუ მოთხოვნა მოგწონთ, სხვას რატომ უყურებთ, თქვენ თვითონ მოითხოვეთ. მე რომ ვიღაცა თავზე მაფსამდეს და თარგამაძესაც აფსამდეს და არ მოვითხოვო ამ ამბის სასწრაფოდ შეწყვეტა მხოლოდ იმიტომ, რომ თარგამაძეც ითხოვს და მე ის არ მომწონს, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

თავზე რომ აფსამენ ადამიანებს და ის ვინც აფსამს ეუბნება დამეხმარე შენ აღარ გადაფსავ,მაგრამ ერთად დავაფსად სხვებს,ოღონდ ხან და ხან შხეფები შენც მოგხვდება,რომ არ დაგავიწყდეს ამის გემო და არ გაბლატავდეო, ამ დროს ამას ნაწილი ხალხის ტაშის კვრით ხვდება აი ეს არის სასაცილო..

თუ მოთხოვნა არ მოგწონთ მაშინ რა ვქნათ ის თქვით, მხოლოდ თარგამაძე არ ვარგას თქმა არ ვარაგა, იმიტომ რომ მეც ვიცი რომ არ ვარგა და არ არის საჭირო იმის მეათასეჯერ გამეორება, რომ არ ვარგა.

ვა თქვენ გამაგიჟებთ,არ ვარგა ეს რბილად ნათქვამია..ეს პიროვნება არის გამყიდველი , ხალხის გამყიდველის გვერდში დგომა და მასთან ერთად იმ ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა რომელსაც ის მიეყიდა..არ ვიცი ალბათ ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება..

 

პ.ს. ველოდები თარგამაძის და იკაკოს შორის მიშას ტრაკში შეძრომაში მძაფრ პაექრობას,2013 უუფლებო(მარიონეტ) პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად..თან მიშიკოსაც ათქმევინებენ რომ აგერ დემოკრატიაა და პრეზიდენტი ოპოზიციონერიაო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

 

მთავარ კითხვას ტოვებ მაინც

 

თუ მოთხოვნა არ მოგწონთ მაშინ რა ვქნათ ის თქვით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მაინტერესებს:

 

თვითონ მოთხოვნაც არ მოგწონთ, თუ მხოლოდ ის ადამიანები არ მოგწონთ ვინც ამ მოთხოვნას აყენებენ?

 

თუ მოთხოვნა მოგწონთ, სხვას რატომ უყურებთ, თქვენ თვითონ მოითხოვეთ. მე რომ ვიღაცა თავზე მაფსამდეს და თარგამაძესაც აფსამდეს და არ მოვითხოვო ამ ამბის სასწრაფოდ შეწყვეტა მხოლოდ იმიტომ, რომ თარგამაძეც ითხოვს და მე ის არ მომწონს, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

 

თუ მოთხოვნა არ მოგწონთ მაშინ რა ვქნათ ის თქვით, მხოლოდ თარგამაძე არ ვარგას თქმა არ ვარაგა, იმიტომ რომ მეც ვიცი რომ არ ვარგა და არ არის საჭირო იმის მეათასეჯერ გამეორება, რომ არ ვარგა.

ხო და რას ითხოვენ ერთი გამაგებინე, ამ მოთხოვნამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება?

რა მიზანია აქვს ამ მოთხოვნას?

დავიჯერო ამდენი არ ესმით რომ წინასწარ დაფიქსირებული ამომრჩეველი არ ნიშნავს იმას რომ ამ ამომრჩეველზე ზეგავლენა არ შეიძლება.

 

საკაშვილი ამ მოთხოვნებს დათანხმდება და ამ მოთხოვნებით წააგებს ოპოზიცია არჩევნებს, ხო და მერე რა მოვითხოვოთ?

ნიჩვარტა ვთქვათ და ისევ ახალი მოვითხოვოთ?

საარჩევნო კოდექსის ცვლილებ არ არის ეს. ჩვენ გვინდა სამართლიანი საარჩევნო კოდექსი და არა ერთჯერადი გაუგებრობა.

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=40094&pid=330892&st=30entry330892

 

ეხლა ზუსტად ასეთი შეიძლება არა, მაგრამ სადღაც ასე გამოიყურება სამართლიანი საარჩევნო კოდექსი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...