Jump to content
Planeta.Ge

პირველი საქმიანი ერთობა


Recommended Posts

ირაკლი75

პირველი საქმიანი ერთობა

 

მერამდენედ უნდა გაერთიანდნენ ესენი?

 

ან რას იშლებიან, ან რას ერთიანდებიან თუ იშლებიან?

მიშიკომ უთხრა სასაწრაფოდ გაერთიანდით,თორემ ცალ-ცალკე აგერ მერის არჩევნებზე ვნახე რა სირიკოები ხართო და ესე თუ გააგრძელეთ,ხალხი ჯერ თქვენ გადაგივლით და მერე ჩვენო..

 

Nukriko

ვეღარ დაქოქავს ეს ოპოზიცია, ხალხს..

 

 

ახალი ოპოზიცია თუ არ შეიქმნა, ძველი ვერაფერს ვერ გააკეთებს, გინდა გაერთიანდნენ, გინდა გამოერთიანდნენ, გინდა ერთმანეთზე გადაებნან.

100%

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 76
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Nukriko

ერთად შეიკრიბონ და გამოექანონ... ნაციონალებიც წამოიყვანონ.. შენ რა აპირებ მათ გვერძე დადგე? პირიქით გვეშველება თან, როგორ. ოღონდ მაგათ არ უნდა ავყვეთ. არ ავყვებით გვეშველება, ავყვებით დაგვერხევა.. ;

Nukriko

newstudio როცა ხედავ რომ თუ მათ გაყვები გადაეჩეხები, ჯობია იჯდე და არ გაყვე მათ..   ვეღარ დაქოქავს ეს ოპოზიცია, ხალხს..     ახალი ოპოზიცია თუ არ შეიქმნა, ძველი ვერაფერს ვერ გააკეთებს, გინდა გაერთიანდნ

Nukriko

newstudio რას ვხედავ და ყველაფერს, რასაც ესენი იძახიან და არა მარტო იძახიან. ალასანიას რომ გადასცე ძალაუფლება ნიშნავს რომ უნიჭო მიშა გყავდეს ხელისუფლებაში.     ეს დეგენერატები არ მოგბეზრდათ?   მოდი და

კონკრეტული წინადადება, კონკრეტული საბრძოლველვი

 

 

ვეთანხმები პათოსს.

 

აბსოლუტურად რაციონალური მოთხოვნებია და ხელისუფლებას საწინააღმდეგო ვერ ექნება ვერაფერი. მჯერა რომ ესეთ კონკრეტულ საკითხებზე უნდა მოხდეს მობილიზება. თუ ვინმეს არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკოსი და ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესია, ვურჩევ დაანებოს ფორუმზე "ნაცრის ქექვას" თავი და დაიწყოს პოლიტიკოსობა (ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ), ან დაიოკოს ემოციები. გვყავს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც ვართ. უკეთესი გვეყოლება როცა უკეთესები ვიქნებით.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეღარ დაქოქავს ეს ოპოზიცია, ხალხს..

 

რას ნიშნავს ვეღარ დაქოქავს?

ხალხი ოპოზიციას უჭერდა მხარს, თუ უსამართლობას აპროტესტებდა?

 

ვინც იქ რომელიმე კონკრეტული ადამიანის მხარდასაჭწერად იყო მისული მაშინ მითხარი რატომ უნდა გაემარჯვა? თუ იქ უსამართლობამ მიიყვანა ადამიანი ისევ მივა, ვინაიდან უსამართლობა არსად გამქრალა. სამართლის მაგივრად, სამართლის განცდას დაგვპირდა მიშიკო და ისიც ვერ შეასრულა.

 

26 მაისს იქ ვიყავი და არც არასდროს ვინანებ მაგ ამბავს, ვაპროტესტებდი იმას რაც გასაპროტესტებელი იყო და კიდევ გავაპროტესტებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდეაში უკანასკნელი შანსია რაიმე პოზიტიური ცვლილების მსვიდობიანი მეთოდით.

ტყუილად კი არ დგანან მანდ თარგამაძე და ალასანია :)

ესეც თუ ჩავარდა... მერე წავიდა ხალხი ნინოსკეეენ. იმიტომ რომ ნინო, იკადრებს რუსების შემოყვანასაც, ფულის აღებასაც, ჯარის დახმარებასაც.

და გამოვა რომ მართალიც იქნება.

ეხლა ვნახოთ.

დავაკვირდეთ ხელისუფლების რეაქციას და გავიგებთ რა სამში გრძელი ელის ამ საცოდავ ქვეყანას ბოლო ბოლო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ახალი ოპოზიცია თუ არ შეიქმნა

ენერგიის მუდმივობის შესახებ თუ გსმენია რამე? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

აბსოლუტურად რაციონალური მოთხოვნებია და ხელისუფლებას საწინააღმდეგო ვერ ექნება ვერაფერი. მჯერა რომ ესეთ კონკრეტულ საკითხებზე უნდა მოხდეს მობილიზება. თუ ვინმეს არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკოსი და ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესია, ვურჩევ დაანებოს ფორუმზე "ნაცრის ქექვას" თავი და დაიწყოს პოლიტიკოსობა (ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ)

ფორუმებზე "ნაცრის ქექვა" მხოლოდ იმის პრეროგატივაა,ვისაც სჯერა რომ ვაიოპოზიციაზე უარესია..??ამიხსენით როდის გახდა თარგამაძე ოპოზიცია..??

 

დაიოკოს ემოციები. გვყავს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც ვართ. უკეთესი გვეყოლება როცა უკეთესები ვიქნებით.

 

მაგ ლოგიკით გვყვას ისეთი მმართველი ძალა,რომელსაც ვიმსახურებთ..ხო და უკეთესი გვეყოლება როცა დავიმსახურებთ..ასე რომ ან დაიოკეთ ემოციები..ან პოლიტიაში წადით.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

 

მარტო თარგამაძეს ხედავ მანდ? რატო არ ფიქრობ რომ, კარგი საქმეა რასაც აკეთებენ და შენ რო გული აგიცრუოს მიშიკომ მიაგზავნა თარგამაძე.

 

მაინც არაფერი გვეშველებას ძახილი მუდამ მიშიკოს ქვეშ გვამყოფებს. კონკრეტული საქმეა და დარწმუნებული ვარ ყელში გაეჩხირება მიშას. არ მესმის რატომ აუფასურებთ?

 

მაშ გამაგებინეთ რა ვქნათ. ვისროლოთ? ვინც სროლაზე მეტს ყვირის ეგ ხო მაინც იცი რო არაფრის მსროლელია. ან რა ვისროლო ქვა თუ მუშტი?

 

თუ ვინმეს სროლა უნდა და მსროლელი არის არც ეხლა უშლის ვინმე მაგის გაკეთებას.

 

ხოდა თუ არ ისვით ძმა მაშინ ისე მაინც ვცადოთ. თუ აზრი არ აქვს არაფერს და იყოს მიშა სამუდამოდ?

 

 

მაგ ლოგიკით გვყვას ისეთი მმართველი ძალა,რომელსაც ვიმსახურებთ..ხო და უკეთესი გვეყოლება როცა დავიმსახურებთ..ასე რომ ან დაიოკეთ ემოციები..ან პოლიტიაში წადით

 

ეჭვი გეპარება რო ქართველებმა დავსვით მიშიკო? მახსოვს ედიკა რო "გადავაგდეთ", სახლში დავრეკე მისალოცად და მშობლებს რომ მივულოცე თან ვუთხარი ოღონდ არ გაგიჟდეთ მიშას არ მისცეთ ხმა ვატყობ არ არის ნორმალური თქო. ხოდა ისე გამომალანძღეს, რო არ მელაპარაკებოდნენ დაჟე.

 

---------

 

მარტო იმის ძახილი რო ეს ოპოზიცია არ მომწონს და წავიდეს და აი ის მომწონს და ის მოვიდეს არის არარაციონალური. კონკრეტულ საქმეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არა სიფათებს. თუ გჯერა, რომ საარჩევნო კოდექსი ნაგავია და მხარს უჭერ მაგ მოთხოვნებს, მაშ რას ელოდები? ბრედ პიტი მოვიდეს და იმან მოითხოვოს და მხარს დაუჭერ თუ აზრი არ აქვს მაგას და სროლაში ხელს გიშლის?

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარტიების მიერ შემუშავებული ერთობლივი საარჩევნო კოდექსის პროექტი 5 ძირითად საკითხს მოიცავს. კერძოდ,

პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 75 წევრი უნდა აირჩეს ერთიანი პარტიული სიით, პროპორციული სისტემით, ხოლო 75 დეპუტატი - პროპორციული სისტემით რეგიონული სიებით.

 

მეორე საკითხი ეხება ამომრჩეველთა სიების შედგენის წესს. კერძოდ, ამომრჩეველთა სიები უნდა შედგეს ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე.

 

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება არჩევნების დღეს. პროექტის მიხედვით, ამ დღეს ხმის მიცემა უნდა მოხდეს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით; ყველა საარჩევნო უბანზე უნდა დამონტაჟდეს ვიდეოთვალი; არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დაწყებისა და მისი დასრულების შემდეგ საუბნო კომისიის ბეჭდებზე უნდა გაკეთდეს თითო საკონტროლო ნაკვეთური და სხვა.

 

რაც შეეხება საარჩევნო დავების განხილვას, საარჩევნო დავების განსახილველად სააპელაციო სასამართლოში იქმენება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ჯგუფი. დავების განსახილველად შეიქმნება კოლეგიები მოსამართლისა და 4 საარჩევნო მსაჯულის შემადგენლობით. საარჩევნო მსაჯულები შეირჩევიან კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისა და სათანადო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

 

ცვლილებებში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზეც. კერძძოდ - ცესკო უნდა დაკომლექტდეს 7 კვალიფიციური სუბიექტის მიერ, პარიტეტის დაცვით; ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების შერჩევაზე გამოცხადდება კონკურსი; ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ ის კანდიდატები, რომელთაც საგამოცდო ტესტებში ყველაზე მაღალი ქულები ექნებათ და სხვა.

 

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესში ჩართულობაზე პასუხს უახლოეს ერთ თვეში ელოდებიან.

პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/146452-opoziciuri-partiebis-tsarmomadgenlebi-qsaarchevno-kodeqsshiq-cvlilebebis-erthoblivi-proeqts-ganikhilaven.html

 

რა არის ამ კანონში მიუღებელი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიხსენით როდის გახდა თარგამაძე ოპოზიცია..??

გიორგი68

 

შეიძლება არც უნდოდა, მაგრამ ალბათ სხვა გზა არც ქონდა.

 

საპარლამენტო არჩევნები "რო გააპრავა", პარლამენტში შესვლით აი მაშინ.ეგ რო არ შესულიყო გვეყოლებოდა ერთპარტიული პარლამენტი, ანუ "დავბრუნდებოდით უკან კომუნიზმში"

 

 

ნუ სადაც თარგამაზე, იქ თორთლაძეც.

 

ორივე ერთ პოლიტიკას თამაშობს.

უბრალოდ თარგამაძე საკმაოდ ჭკვიანი და ინტელექტუალია ვიდრე ის მთასვლელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო იმის ძახილი რო ეს ოპოზიცია არ მომწონს და წავიდეს და აი ის მომწონს და ის მოვიდეს არის არარაციონალური. კონკრეტულ საქმეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არა სიფათებს

ტაშიი

 

და ამ ქვეყანაში რომ ხმას "სიფათების" მოწონების მიხედვით აძლევენ ეგ ხო იცი არა?

 

დარწმუნებული ვარ ხმის უფლების მქონე მოსახლეობოს 99%-ს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები წაკითხულიც კი არ აქვთ.

 

 

სწორედ ამ სიFათების სიმპატიით მოხვდა "თარგამაძე და მისი დროების გუნდი" პარლამენტში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მარტო თარგამაძეს ხედავ მანდ? რატო არ ფიქრობ რომ, კარგი საქმეა რასაც აკეთებენ და შენ რო გული აგიცრუოს მიშიკომ მიაგზავნა თარგამაძე.

მე გული ისედაც ამიცრუეს..და თუ ამდენს ხვდებიან რომ ხალხის გულის ასაცრუებლად არის შემოგზავნილი მიშიკოს მიერ თარგამაძე რატომ დაისვეს იქ..თუ იმათმა არ იციან..

რავი შეიძლება თქვენ დაგავიწყდათ(უფრო მგონია რომ ბევრს პირადი ინტერესები ამოძრავებს)და მე არა..არჩევნების წინ რომ ალიანსისტებმა თავი უალტერნატივოდ გამოაცხადეს და მათი მომხრეები კონსერვატორებს და ხალხის პარტიას კრემლის აგენტებს ეძახდნენ..გაწყვიტეს მაგათთან ურთიერთობა და არჩევნების წინ იკაკომ თარგამაძეს შესთავაზა თანამშრომლობა,რაზეც უარი მიიღო(თარგამაძე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა)..ეხლა რა ვერ გავიგე დავითაშვილი და კუკავა აღარ არიან აგენტები..??

ამაზე რომ გამცემთ პასუხს,მერე მომიყევით რომ კიდე ერთხელ უნდა ვცადოთ და ა.შ..

მიშას აგინებთ და მიშას მართული ოპოზიციის იმედზე ხართ..ვერაფერი ვერ გავიგე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო იმის ძახილი რო ეს ოპოზიცია არ მომწონს და წავიდეს და აი ის მომწონს და ის მოვიდეს არის არარაციონალური. კონკრეტულ საქმეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არა სიფათებს. თუ გჯერა, რომ საარჩევნო კოდექსი ნაგავია და მხარს უჭერ მაგ მოთხოვნებს, მაშ რას ელოდები? ბრედ პიტი მოვიდეს და იმან მოითხოვოს და მხარს დაუჭერ თუ აზრი არ აქვს მაგას და სროლაში ხელს გიშლის?

კარგი ერთი და იქნებ ამ ოპოზიციის კონკრეტული საქმე დამანახო..??

ისე მე რას ველოდები მე თვითონ გავარკვევ და სროლას რაც შეეხება არავისთვის არ მომიწოდებია სროლა,ასე რომ ადრესატი შეგეშალა..

პრედ პიტი მაგრა გევასება,იმიტომ რომ ამერიკელია..?? :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

 

მე განა რომელიმე მაგათგან მომწონს ან არ მომწონს. არ მედარდება არცერთი. უბრალოდ ჩემი აზრით პიროვნებებს და მოღალატეეებს და მამულიშვილებს და ამდაგვარ მიდგომებს უნდა შევევშვათ.

სიტყვაზე ხო ვიცით რო საარჩევნო სისტემა არის ქაქი, ხოდა ამის გამოსწორებას მხარს ვუჭერ და მორჩა, თუნდაც მოთხოვნაზე პუტინი აწერდეს ხელს.

 

აი თუ მოვა ადამიანი და გეტყვის გამომყევი და დავამთავროთ მიშა, მარა არაფერ კონკრეტულს არ იტყვის, ალბათ არ უნდა გავყვეთ თუნდაც ხულიო იგლესიასის გარეგნობა ჰქონდეს და სპარტაკ ბაღაშვილის ხმა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრედ პიტი მაგრა გევასება,იმიტომ რომ ამერიკელია..??

 

არა, იმიტო რო მაგის ცოლი მევასება :D და ვეტენები რო როგორმე მივუდგე მაგის ცოლს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...