gruzian_ka Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 gruzian_ka გული მერევა.. ასანთის ღერი უნდა დაღეჭო, ამბობენ შველისო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 ორ ორად იმიტომ არის რომ ფორუმი ურევს.ფორუმის წესები... :TAT: გუშინ ერთ საოცარ სიტუაციას შევესწარი.ერთი გამო####ვებული კაცი, ძალიან ბრძნული სახით შემდეგ ტექსტს ამბობს, " ლევ ტოლსტოის უწერია, ებრაელებს რომ იესო არ დასჭირვებოდათ, ხომ არ გამიოგონებდნენო". აი ამ კვერცხობას ამბობს და ბრძნული სახით იყურება აქეთ იქით... რამოდენიმე ბალზაკის ასაკის ქალბატონი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ ინტელექტით არ გამოირჩევა უყურებენ, შეყვარებული თVალებით - სახეზე აწერიათ " ღმერტო ჩემო რა ჭკვიანია, თან ფულიც აქვს... ერთი ეს დამათრევინა საყვარლად".კიდევ რამოდენიმე ადამიანი უყურებს სრულაიდ გაუგებარი სახით.და ერთი ახალგაზრდა ეუბნება და რა მერეო? კაცი იბნევა, თან მაგარი მთვრალია, არა არაფერიო, ეს მე კი არა ტოლსტოიმ თქვაო.ახალგაზრდა იმეორებს და რა მერე რომ თქვაო?კაცი ჩუმდება და გაბოროტებული სახით იყურება... ვინც მიხვდება არსს, ხომ მიხვდება.ვინც ვერ მიხვდება და რა ვქნათ... დაახლოებით ასე ხართ რა...ფორუმის წესელები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 პატრიარქის განცხადებით, წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება. "უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაფლული იქნება ცოდვაში, ქართველი ადამიანი კი, შეინახავს თავის სარწმუნოებას და სწორედ ამის გამო განკითხვა მოხდება ქართული ენით",-აღნიშნა ილია მეორემ. მარაზმ "კრეპჩეტ" http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/147094-patriarqma-qarthvel-khlkhs-qarthuli-enis-dacvisken-moutsoda.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 Saturnსრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ხლხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდებს .ქართული ენის მნიშვნელობაზე პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგების დასრულებისას ისაუბრა. "მინდა ვისაუბრო იმ ფასეულობებზე, რომელიც უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება, ქართული ენა, კულტურა, ლიტერატურა, პოეზია",-აღნიშნა უწმინდესმა.პატრიარქის განცხადებით, ქართული ენა უძველესი, უტკბილესი, განსაკუთრებული მადლით მოცული ენაა. მისი შეფასებით, ქართული ენა განსაკუთრებით მდიდარია ფილოსოფიური ტერმინებით. "არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს ქართველური ენები. არსებობს მხოლოდ ერთი ქართული ენა და არსებობს მხოლოდ მისი განშტოებები - მეგრული, მესხური, სვანური და ა.შ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის განცხადებით, წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება. "უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაფლული იქნება ცოდვაში, ქართველი ადამიანი კი, შეინახავს თავის სარწმუნოებას და სწორედ ამის გამო განკითხვა მოხდება ქართული ენით",-აღნიშნა ილია მეორემ. უწმინდესის განცხადებით, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს სამივე დამწერლობა, ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. პატრიარქს მიაჩნია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მათი სახელწოდებები სამივე დამწერლობით უნდა იყოს გაკეთებული. და რა დაინახე ამაში მარაზმის სახით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 ნუ ეხლა ამერიკელების ჩამოყვანა სვანეთში ინგლისურის სასწავლად მარაზმი არაა. გასაგებია ეხლა რა მიზეზით არაა მარაზმი. ვინ ბრძანა კაცო.............. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 რა დაინახე ამაში მარაზმის სახით? მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდებარაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ამერიკის ასაკის თუთის ხე გვიდგას :beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება ხო ეს ისე რა ნათქვამია,მაგრამ ქართულს რომ უნდა გავუფრთხილდეთ ეგ სტა პრაცენტი იბაზრა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდებააფსუს როგორ არ მჯერა ეგეთების, არადა რა მაწყობს ბიჭო, ზოგ სომეხს როგორ გავაჩუმებდი რა . ჩემი ძმაკაცი საპატრიარქოში მუშაობდა და ერთი მძღოლი იყო თბილისელი სომეხიო და სულ იმას ვუმტკიცებდით, რო სომეხი პატრიარქის დაქვემდებარებაში არ ვიყავითო მარა ვერ იგებდა საწყალიო, ხოდა ერთხელაც სამსახურში რო ვარ შემომიღო კარი და მეკითხებაო: "აი შენ დარაგოი ესეთი უმნი ტიპი ხარ და შენ მაინც გეცოდინება, აი სომხების პატრიარქმა რომ ამ ჩვენ ილიას დაავალოს რამე, ხო გააკეთებს?" ნუ ამან უპასუხა რო არა ვერ დაავალებსო. ხოდა ისიც გაიბადრა თურმე და ესე თქვა "რას ამბობ ტო ხო მოსხნის". ---------- ქართული ენის მასწავლებლები რო გაგვეშვა აქეთ იქით და ყველას კარგად ესწავლა აი ეგ იქნებოდა სახელმწიფო საქმე. ენაა პირველი. გენეტიკა და სისხლის წვეთების მე არ მჯერა. ადამიანი თვითონ ირჩევს ეროვნებას და ყოველთვის ენა საზღვრავს ამ ამბავს. სეპარატიზმი აღარ იქნებოდა საქართველოში, ინტეგრაციის პრობლემები რომ არ ჰქონოდა სხვა ერებს. ვასწავლოთ ენა ყველას. ამ ამბის ნაღდად მჯერა. აკი ილიამაც ესე თქვა "ენა, მამული, სარწმუნოება". ჯერ ენა იმიტო რო ეგ არის მთავარი, ეგ საზღვრავს მამულსაც და სარწმუნოება ბოლოში იმიტო მიამატა, რო ცეცხლზე არ დაეწვათ ქურუმებს ----------- მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება ნეტა ნაურუში თუ იციან ამის შესახებ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდებადა სხვებს ყველას ჩვენ უნდა გადავუთარგმნოთ..?? აი რატომ ჩამოიყვანეს ამდენი ინგლისურის მასწავლებელი..მაგრები არიან ეს ანგლო-საქსები.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 და სხვებს ყველას ჩვენ უნდა გადავუთარგმნოთ..?? იმიტომ ასწავლიან ინგლისურს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 10, 2010 ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ გაზიარება გადმოწერა იოანე ზოსიმე დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ, და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ \" წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ\"[3], და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5]. და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ. იოანე-ზოსიმე — X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან - სინის მთაზე[2]. იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი" (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია პატრიოტული საგალობლები "ქებაჲ ქართულისა ენისაჲ" და "ქართულისა ენისათჳს" (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი "კავკასიონი", №1-2)[2]. იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა "განმაცხოველებელი", "შემმოსელი", "მომგებელი" და ტექსტის "მჩხრეკალი"[2]. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 დღეს ვუსმინე პატრიარქის გამოსვლას სადაც ქართული ენის შესახებ ისაუბრა,ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ის არის უკანასკნელი მაჰიკანივით დარჩენილი,ვისაც საქართველო უყვარს,მოწიწებით ვუსმენ მის სიტყვებს, მაშინაც კი თუკი არ ვეთანხმები,პატრიარქი ცდებაა? ეშლება?კარგით რა, ეს ადამიანი განიცდის და გრძნობს იმ ტრაგედიას რომლიწ წინაშეც ვდაგვართდა გამოსავალი არ ჩანს,რა შეიძლება მისმა სიტყვებმა შეცვალოს, ან ვისზე შეიძლება მისმა სიტყვებმა იმოქმედოს,მხოლოდ მათ გულებზე ვისთვისაც სამშობლო მართლაც სამშობლოა და რომლის სიყვარულს ღრმა ბავშვობაში იძენს ადამიანი,ამ გრძნობის აღმოფხვრა, მიუხედავად ყველანაირი ქართეხილების და იმედგაცურების შეუძლებელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 (edited) ო, ენავ ჩემო,დედაო ენავ,შენ ჩვენო ნიჭო,სრბოლავ და ფრენავ,შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.ნათესავს ათასსმეგობარს ათასს,მრუდსა და მართალს,მტერთა და ძმათადავშორდი,მორჩა,ყველა მოთავდა,მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,მხოლოდ შენ უკვდავს,მხოლოდ შენ მარადს,შენ - ერთს,შენ ვერ გთმობსამარის კარად.თუ რამ მზე მწამდა,თუ რამ მზე მწვავდა,უტკბილეს დღეთაუტკბილეს წამთა,უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,შენ, მწარე ლხინო,ტკბილო სევდაო,შენ, ყოველის მთქმელო,ყოველის არ მთქმელო,შენ, გმირთა გმირო,ბრძენო ქართველო,წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.ქვესკნელში მძრომო,ცაში მჭვრეტელო.ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,შენ, აკვნის ჰიმნო,ცრემლო სამარის…იბერის ენავ,ენავ თამარის…შენ, ნიჭო ჩემო,სრბოლავ და ფრენავ,დედაო ენავ, დედაო ენავ!დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,მხოლოდ შენ უჭკნობს,შენ ხატად ქცეულს,რა დრო, რა დასცემსშენს უკვდავ სხეულს?ო, ენავ ჩემო,დედაო ენავ,შენ, ჩემო ნიჭო,სრბოლავ და ფრენავ,შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,შენ ერთს,შენ ვერ გთმობსამარის პირთან. ი. აბაშიძე Edited October 11, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 პატრიარქი ცდებაა? ეშლება?შანსი არაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 11, 2010 (edited) შანსი არაა შენ საერთოდ არ გჯერა მეორედ მოსვლის და რა მნიშვნელობა აქვს შენთვისიმ ვერსიის დაჯერება არ დაჯერება, ლოგიკურობას, თუ რა ენაზე იქნება განსჯა ადამიანების Edited October 11, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.