lasha1997 Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ემიგრანტებსა და სამშობლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. "საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. სამშობლო არ არის მხოლოდ ჩვენი მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ფესვები, აქ ტრიალებს დიდი მადლი", - აღნიშნა უწმინდესმა.პატრიარქის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის. "და რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს მცირერიცხოვანმა ერმა?!",-დასძინა ილია მეორემ. უწმინდესს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა თითოეული მოქალაქე უნდა შეესისხლხორცოს თავის სამშობლოს. "სამშობლოს ნაწილი უნდა იყო. სამშობლოს გარეშე არსებობა არ უნდა შეგეძლოს, რადგან აქ არის დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, აქ არის ქეთევანი, ვაჟა, ილია, აკაკი. აქ არიან ჩვენი წინაპრები. აქ არის ჩვენი ფესვები", - ბრძანა პატრიარქმა.მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი წასულია უცხოეთში და ის არ არის დარწმუნებული, რომ ყველანი დაბრუნდებიან. "ლუკმა-პურისთვის არ უნდა დატოვოს ადამიანმა სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. კარგავს ჩვენი წინაპრების მფარველობასა და ლოცვას", - აღნიშნა პატრიარქმა. უწმინდესს ასევე მიაჩნია, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა თაობის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა, რადგან ახალგაზრდები ჯერ კიდევ არ არიან განმტკიცებული საკუთარ სულიერებაში და შესაძლოა უცხოეთში წასვლამ მათ ზიანი მოუტანოს. "ვისაც შრომა უყვარს, ის აქაც იშოვის ფულს. სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა. უფალი ლოცავს და გაამთლიანებს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლორთქიფანიძეების, ჯიქიებისა და მაღრაძეების გვარი დალოცა. ასევე, უწმინდესმა დალოცა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მცხოვრებლები. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/146389-patriarqma-emigrantebsa-da-samshoblos-mnishvnelobaze-iqadaga.html მიუხედავად იმისა,რომ დიდ პატივს ვსცემ პატრიარქს და სამშობლოსთვის ზრუნავს მაინც ვერ გავიზიარებ მის ამ აზრს. შეიძლება იმიტომაც,რომ პირადათ მე და ჩემსნაირებს გვეხება და მშიერ ადამიანს სამშობლოს სიყვარულს ვერ მოსთხოვ.რაც შეეხება ახალგაზრდობას,სასწავლებლად ოცი წლის ასაკში მიდიან დასავლეთში და თუ მაგ ასაკში აზროვნება არა აქვს ჩამოყალიბებული ადამიანს,ვერც ვერასოდეს ჩამოუყალიბდება მომავალში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 lasha1997 სამშობლოს არ ირჩევენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 "ლუკმა-პურისთვის არ უნდა დატოვოს ადამიანმა სამშობლო. ასეთი ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. კარგავს ჩვენი წინაპრების მფარველობასა და ლოცვას", - აღნიშნა პატრიარქმაპატრიარქის სიტყვები არ იყოს( შიკნადმოს ვცემ პატივს) ძედაააააააა როგორ დავაკომენტარებდი...................... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 სამშობლოს არ ირჩევენ ვიცი და მე უფრო განვიცდი ამას აქ,მაგრამ.............ვერა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 T_A_Tპატრიარქის სიტყვები არ იყოს( შიკნადმოს ვცემ პატივს) ძედაააააააა როგორ დავაკომენტარებდიგადარჩა პატრიარქი? ოხ ეს სვეცკური და მოდნიცური ჩქიმ პაკაზუხაობა...ამ ქვეყანაში არ ილევა რა...დააკომენტარე შენც, რაა რო? შეაშინებ ვინმეს? შენნაირებს უკომენტარიათ? ვამე რა შვეჩკები ვალთ დედუუ... შენა და შენც ალბათ " როკებს " უსმენდი ხო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 lasha1997 "ვისაც შრომა უყვარს, ის აქაც იშოვის ფულს.არ არის მასე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 direოხ ეს სვეცკური და მოდნიცური ჩქიმ პაკაზუხაობა...ვინ დაგაკომპლექსა ესე ვიიიიიიიიიინ? :nodar: :huhu: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 არ არის მასე... ვიცი და იმიტომაც ვერ დავეთანხმები პატრიარქს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 რატომ ვლანძღAვდით ნანულიე შევარდნაძეს -20 ლარიან კარგ დიასახლისებზე რომ მოხია? მიშას გადასახედიდან რომ ადვილია ადამიანმა ტუფტაზე იცხოვროს ეგ გასაგებია -პატრიარქის გამკვირვებია..... დემოგრაფია ხომ მაგრად მოაგვარეს...ყარეთ ქვირიტივით შვილები-პატრიარქი მოგინათლავთ და დაიზრდებიან მერე ტავისით სხვა რაღA სჭირდებატ?..ეგრეა ეხლაც-სად მიდიხარტ რომ მიდიხარტ..ილიას საფლავია აგერ მტაწმინდაზე მაგის დატოვება შეიძლება ღAღAც გროშების სანაცვლოდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 lasha1997უწმინდესს ასევე მიაჩნია, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა თაობის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნამეტი სიბნელე რა უნდა თქვას ამ კაცმა არ ვიცი :ravic:საწყალი ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, რომ უცხოეთში მიიღეს განათლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 პატრიარქის ეს სიტყვები არ ატარებს იმპერატიულ ხასიათს, მორწმუნე ადამიანისთვის გასაგებია, მცირედმორწმუნესთვის ნაკლებად,ხოლო ურწმუნოსთვის ეს სიტყვები "სიბნელეა"ვისთვის რაა სიბნელე და ვისთვის რა, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება სურს მიიღებს სურს არა,ფაქტია რომ ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი, მიზანდასახული, ვინც აქედან წასვლაზე ოცნებობს და მიდის უკან დაბურნებაზე აღარ ფიქრობს,აი ვთქვათ ჩინელები, რომლებიც განათლებას იღებდნენენ უცხოეთში სამშობლოში ბრუნდებოდნენ, იყო სახელმწიფო პროგრამა რომ ასეთი ახალგაზრდები სამუშაოთი უზრუნველჰყოთ, ანუ ის ჩინელი სამშობლოსთვის დაკარგული არ იყო, არადა რამდენი არიან თქვენ თუ მეტვყით რომ საქ. იგივე პოლიტიკა ტარდება მაშინ ცდება პატრიარქი,დაიცლება ბატონებო ეს ქვეყანა ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებით და დაგვრჩებიან აქ პატრიოტთა ბანაკში აღზრდილი 9 ნომერი გლეხებიდა რამფერ საქართველოს ააშენებენ ისინი ვნახავთ,არა კაცო, 9 ნომერი გლეხიც ჩემიანია, მაგრამ ეგენი რომ ელიტად მოგვევლინებიან ეგ ტეხამს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 მეტი სიბნელე რა უნდა თქვას ამ კაცმა არ ვიცი კარგი ეხლა და სიბნელე არ არის,პროსტა ჩემის აზრით ოცი წლის ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და არ უნდა ღვრიდეს მთაწმინდის პანთეონში ყოველ დღე ცრემლებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 lasha1997უწმინდესს ასევე მიაჩნია, რომ არ შეიძლება ახალგაზრდა თაობის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნასაშინელებაა..ამის თქმა ძალიან, ძალიან არასწორად მიმაჩნია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 SSDKსაშინელებაა..ამის თქმა ძალიან, ძალიან არასწორად მიმაჩნია..და წაიკითხეთ რა თქვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 (edited) თუ გნებავთ გავშიფროთ თვითოეული ფრაზა და თუკი რამეს ნახავთ აღსაშფოთებელს ან სიბნელეს კი ბატონო, გავარკვიოთ,რამ აღგაშფოთათ, რა უწერია ეხლა მანდ ისეთი სადაც რაღაც საოცრება , მიუღებელი,ის რომ კაცს სურვილი აქვს რომ ქართველები საქართველოში ცხოვრობდნენ განა ეს ცუდია?? დიტო, ლაშა დიდის ალბათობით ამერიკაში იცხოვრებს და შEნ როგორ ფიქრობ, შეგიძლია დაბეჯითებით თქვა რომ ლაშას შვილებს ისეთივე ქართული ცნობიერება ექნებათ როგორც შენ, რომ ისინი საქართველოსთვის არ დაიკარგებიან?ღმერთმა ყველა უცხოეთში მცხოვრებ ქართველს ხვავი და ბარაქა მისცეს და პირადი კეთილდღეობა, მაგრამ მე მეეჭვება რომ ემიგრანტების შთამომავლები შეინარჩუნებენ კავშირს სამშობლოსთან, თუკი ეხლა თქვენთვის, დიტოს არ ვგულისხმობ, სამშობლო მეათე და მეასე ხარისხოვანია და ადამიანის ბედნიერება მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული და საქართველო უბრალოდ არაკომფორტული ან კომფორტული საცხოვრებელი ადგილია, ნუ, თუკი ასეთი მენტალობა გაქვთ მაშინ პატრიარქი თქვენი გადმოსახედიდან ცდება Edited October 4, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.