newstudio Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 სახელმწიფო არ ახდენს გლეხობის ინფორმირებას იმის თაობაზე, რა თანამედროვე შესაძლებლობებით მოახერხებდნენ ისინი თავიანთი მეურნეობების განვითარებას ისე, რომ პროდუქციის მიწოდება იყოს სტაბილური, ხოლო ხარისხი – მუდმივად მაღალი. სახელმწიფო არ სთავაზობს გლეხობას არჩევანს, როგორ აჯობებს განავითარონ მეურნეობები – ერთად თუ ცალ–ცალკე; არ უხსნის – რა უპირატესობებს მოიცავს მცირე ზომის მეურნეობები და რა უპირატესობებს მოიცავს მსხვილი კოოპერაციები. სახელმწიფო არ ცდილობს სამელიორაციო და საირიგაციო არხების მასობრივ რეაბილიტირებას.!!! სახელმწიფო არ აფინანსებს ისეთი აგრო მეცნიერებების განვითარებას, რომლებიც სტიმულს მისცემდა მეთესლეობის, სასუქების წარმოების, შესაწამლი ნივთიერებების წარმოებას.სახელმწიფო არ ან ვერ ზრუნავს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების იდენტიფიცირებაზე და არ ზრუნავს საქართველოს, როგორც აგრო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარებაზე. საქართველოს არ აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, შესაბამისად, სექტორში მისი მხრიდან ჩადებული ინვესტიციები არის ფრაგმენტული, უსისტემო და შესაბამისად, არაეფექტური.!!! http://cdi.org.ge/geo/info/news?info=673 ნახეთ სტატიაც აუცილებლად. მართალია დიდია, მაგრამ სრულ სურათს ხატავს რა ხდება... ესეც ციფრები: საქართველოში ნათესი ფართობების რაოდენობა კლებულობს, კერძოდ: საქსტატის ინფორმაციით, 2006 წელს მთლიანი ნათესი ფართობების რაოდენობა 330 ათასი ჰექტარი იყო; მომდევნო წელს – 297, 2008 წელს – 329, ხოლო 2009 წელს – 308 ათასი ჰექტარი. სხვადასხვა კულტურის მიხედვით კი სურათი ასეთია: 2008 წელს 80.3 ათასი ტონა ხორბალი იწარმოებოდა, 2009 წელს – 53.9 (ადგილობრივ ბაზარს ხორბალი მხოლოდ 9%-ით უზრუნველყოფს, შარშან საქართველოში სულ 80 ათასი ტონა ხორალი იყო მოწეული იმ ფონზე, როდესაც 600–700 ათასი ტონა ხორბლის და ფქვილის იმპორტი ხდებოდა); 2008 წელს 49.3 ათასი ტონა ქერი იწარმოებოდა, ხოლო 2009 წელს – 19.9; 2008 წელს 328.2 ათასი ტონა სიმინდის მარცვალი იწარმოებოდა, ხოლო 2009 – წელს 291. შედარებით სტაბილური სურათია კარტოფილის წარმოებაში, თუმცა, კლების ტენდენცია ახასიათებს ბოსტნეულის წარმოებას: 2007 წელს– 190.3 ათასი ტონა, ხოლო 2009 წელს – 170.3 ათასი ტონა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 სოფლის მეურნეობის სამინისტროს მე ვეძახი "არჩევნების დროს სასუქის დარიგების სამინისტროს". ფაქტიურად სხვა საქმიანობას არ ეწევა სამწუხაროდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 ტაშიისოფლის მეურნეობის სამინისტროს მე ვეძახი "არჩევნების დროს სასუქის დარიგების სამინისტროს". ფაქტიურად სხვა საქმიანობას არ ეწევა სამწუხაროდ.სამაგიეროდ რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტი აქვს, რომელიც კაცმა არ იცის რაში იხარჯება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 რატომ აცხადებენ გლეხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაზე უარს პარასკევი, 01 ოქტომბერი 2010 17:48 გლეხების აზრით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა წამგებიანია... რთველი დასასრულს უახლოვდება , პარალელურად გლეხები, სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში საშემოდგომო სამუშაოებს ვერ ატარებს. ამის მიზეზად კი ისინი საწვავის სიძვირეს და სათანადო ტექნიკის უქონლობას იმიზეზებენ. გლეხების აზრით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა წამგებიანია. გურჯაანის ადგილობრივი თვითმართველობის მთავარი სპეციალისტი აცხადებს რომ საწვავს მსოფლიო ბაზარი არეგულირებს და პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების ორგანიზებულად მოხმარებისათვის კი სერვის ცენტრებია შეიქმნილი. http://www.gurjaanitv.ge/index.php?option=com_content&view=article&id=397%3A2010-10-01-13-54-15&catid=31%3Ageneral&Itemid=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted October 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2010 ტაშიი სამაგიეროდ რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტი აქვს, რომელიც კაცმა არ იცის რაში იხარჯება... კაცმაც იცის და პარტიამაც... ისე მაგ სტატიაში ერთი სამინისტროს სახელი, მეორეთი რომ ჩაანცვლო არაფერი შეიცვლება და სწორედ ამაშია საქართველოს სიძლიერე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, არანაირი განსხვავება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 proletariისე მაგ სტატიაში ერთი სამინისტროს სახელი, მეორეთი რომ ჩაანცვლო არაფერი შეიცვლება და სწორედ ამაშია საქართველოს სიძლიერე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, არანაირი განსხვავებაარადა რა პოტენციალია ... ეგ იგივეა, ნავთობზე რო ვიჯდეთ და არ მოვიპოვებდეთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.