Jump to content
Planeta.Ge

ნაციონალური ეკონომიკა - ქვეყნის განვითარების გარანტი


Recommended Posts

უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ ყოველთვის სულის სიღრმემდე განიცადოთ უსამართლობა, ჩადენილი დედამიწის ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. ეს რევოლუციონერის ყველაზე მშვენიერი თვისებაა

 

ჩე გევარა, საკუთარი ხუთი შვილისადმი მიწერილი, სიკვდილის შემდეგ წასაკითხი უკანასკნელი წერილიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 38
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Nukriko

განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ტრანსნაციონალურმა კომპანიები, ნაციონალურ ეკონომიკასთან ერთად გახდა წამყვანი ფაქტორი, უამრავ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. 1945 წელს არსებობდა 123 ტრანსნაციონა

Nukriko

გიორგი68 ესე ვიქნებით სანამდე ჩვენ, საზოგადოება არ მოვითხოვთ, ხელისუფლებისგან (არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში მიშა იქნება თუ გრიშა), რომ ნაციონალურ ეკონომიკა განვითარდეს და სახელმწიფომ დაარეგულიროს

georgekh13

მაგ დარეგულირებიდან რაც გამოვიდა კი ვხედავთ...   მაგ დარეგულირების შედეგია სწორედ ის ნაგავი რაშიდაც დღეს ვცხოვრობთ...   მაგ დარეგულირებიდან რაც გამოვიდა კი ვხედავთ...   მაგ დარეგულირების შედეგია სწორე

ეცადეთ ყოველთვის სულის სიღრმემდე განიცადოთ უსამართლობა, ჩადენილი დედამიწის ნებისმიერ ადგილას,

და მიხვდები, თუ რამდენად უსუსური ხარ ყველაფერ ამის წინააღმდეგ 1 ადამიანი, თუნდაც 2 ან 100...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ობამას აგინებს სარა პეილინი და თი პარტი (რესპუბლიკური პარტიის ულტრარეაქციონისტური ფრთა), აბრალებს რომ ის არის მარქსისტი, ზოგი აბრალებს, რომ ის არის მუსულმანი იმამი და ასე შემდეგ... უბრალოდ ჩეფირისტები (მე ესე ვეძახი თი პარტის) არიან აბსოლუტური უგნურების ბუდე, პოპულისტები და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ზოგადად სახელმწიფოსთვის ისე კერძოდ რესპუბლიკური პარტიისათვის. ეხლა არსებულმა კრიზისმა მათ დიდი ქულები დაუწერა და მათი ურა პატრიოტული, პოპულისტური განცხადებები მოქმედებს ადამიანებზე ამ გაჭირვების დროს. იმდენად გაძლიერდნენ, რომ რესპუბლიკური პარტიის საღად მოაზროვნე წევრები ხმას ვერ იღებენ მათი შიშით, ან თუ რამეს ამბობენ მხოლოდ იმას რაც ჯდება ჩეფირისტების ჩარჩოებში.

 

ნუკრიკოს ვეთანხმები იმაში, რომ ნეოლიბერალული ეკონომიკა მოკვდა მას შემდეგ, რაც ჯერ კიდე ბუშის ადმინისტრაციამ დახმარება გაუწია მერილ ლინჩს. შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ გააგრძელა ფინანსური მონსტრების გადარჩენა რათა არ მომხდარიყო სრული კოლაფსი. განსხვავება ბუშის ადმინისტრაციასა და ობამას შორის ის არის, რომ პოიულსენის დროს (ბუშის ფინანსთა მინისტრი) დახმარება გაუწიეს მხოლოდ იმ კომპანიებს სადაც ადრე თავად პოულსენი საქმიანობდა და დაიკიდეს და ჩაძირეს ლემანი. ობამას დროს კი უფრო სამართლიანად ხდება დახმარების განაწილება.

 

ლიბერტარიანელებთან რომ ვსაუბრობ და რომ დამიწყებენ პოპულისტური აზრების თქმას, რომ სახელმწიფოს მიერ რამის რეგულირება არის მარქსიზმი და ცუდი და ყველაფერი თავისუფალი უნდა იყოსო, ერთ შეკითხვას ვუსვამ ხოლმე. სიხშირეთა განაწილება რატომ არის სახელმწიფო მონოპოლია? ფიქრის მერე მპასუხობენ იმიტომ, რომ თუ ვინმემ არ დაარეგულირა ყველა ერთმანეთის სიხშირეზე დაჯდება და მივიღებთ ქაოსს. ანუ დასაშვებად მიაჩნიათ გარკვეულ დონეზე ჩარევის აუცილებლობა და საღი აზრის გამო, ამას არ ეძახიან მარქსიზმს. მაშ თუ ერთ რამეში შეიძლება ჩარევა და ეს მარქსიზმი არ არის რატომ არის ვთქვათ ჯანდაცვაში ჩარევა მარქსიზმი ანუ მათი გაგებიტ ცუდი???? სად არის ლოგიკა, ნუთი ტელე ან რადიო სიხშირის რეგულირება უფრო მმნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

 

ესე ვიქნებით სანამდე ჩვენ, საზოგადოება არ მოვითხოვთ, ხელისუფლებისგან (არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში მიშა იქნება თუ გრიშა), რომ ნაციონალურ ეკონომიკა განვითარდეს და სახელმწიფომ დაარეგულიროს ეკონომიკა, ქართველ საშუალო ბიზნესისა და მცირე ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე.

მაგ დარეგულირებიდან რაც გამოვიდა კი ვხედავთ...

 

მაგ დარეგულირების შედეგია სწორედ ის ნაგავი რაშიდაც დღეს ვცხოვრობთ...

 

გიორგი68

 

ესე ვიქნებით სანამდე ჩვენ, საზოგადოება არ მოვითხოვთ, ხელისუფლებისგან (არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში მიშა იქნება თუ გრიშა), რომ ნაციონალურ ეკონომიკა განვითარდეს და სახელმწიფომ დაარეგულიროს ეკონომიკა, ქართველ საშუალო ბიზნესისა და მცირე ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე.

მაგ დარეგულირებიდან რაც გამოვიდა კი ვხედავთ...

 

მაგ დარეგულირების შედეგია სწორედ ის ნაგავი რაშიდაც დღეს ვცხოვრობთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ, როგორ ვერ ვიტან ჩეგევარებს და მისნაირ რევოლუციონერებს...

რევოლუცია ყოველთვის დამანგრეველია...

ა, ბატონო, ე.წ. ვარდების რევოლუციამ რა მოგვიტანა, აღარაფერს ვამბობ იმ, 17 წლის რევოლუციაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მაგ დარეგულირების შედეგია სწორედ ის ნაგავი რაშიდაც დღეს ვცხოვრობთ...

ჭეშმარიტად. სსრკ -ში რეგულირდებოდა ეკონომიკა ყველაზე მძლავრად სახელმწიფოს მიერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

ჭეშმარიტად. სსრკ -ში რეგულირდებოდა ეკონომიკა ყველაზე მძლავრად სახელმწიფოს მიერ.

ალერგია მაქვს კომუნისტებზე, ჩეგევარებზე, და ათასნაირ KGB-ს აგენტებზე და ფუნდამენტალისტებზე...

ფუნდამენტალისტი, ფუნდამენტალისტია, მუსულმანი იქნება იგი, მართლმადიდებელი, თუ რევოლუციონერი, მაუზერგადაკიდებული ბოლშევიკი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკონომიკა და ფინანსები არის ისეთივე რთული მეცნიერება როგორც კვანტური მექანიკა. ზოგადი ფრაზებით შემოფარგვლა და მემარცხენე იდეები ცუდი და კომუნისტურია და მემარჯვენე ლიბერტანიალური კარგი არის ძალიან არასერიოზული. არ შეიძლებ რთული საგნებისა ესე მარტივად დაყოფა. არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ 2 პასუხი კარგი და ცუდი. აუცილებელია დროის და გარემოებების გათვალისწინება. ზოგჯერ ერთი სჯობს ზოგჯერ მეორე.

 

სახელმწიფო რეგულირებების არსებობა არის თავისუფალი ეკონომიკის ერთადერთი გარანტი. ვინც დაობს და ამტკიცებს ლიბერტანიული იდეების აუცილებლობას, ვთხოვ ერთი წუთით ღრმად ჩაეძიოს საკითხს და წარმოიდგინოს თუნდაც ისეთი სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის არ არსებობა როგორიც არის მაგალითად SEC (securities exchange commission). თუ ლიბერტანიალები ხართ მაშინ ლოგიკურად ამის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა იდგეს და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ბაზარი სრულ თავისუფლებას უნდა ფლობდეს. ამის მოხდენა და ერთ დღეში სამყაროს დაქცევა ერთი იქნება, რომ იცოდეთ. მე კი გავხდები მილიარდელი ამ ერთ დღეში მარა სხვას რა ეშველება :D. ვისაც ჰგონია სახელმწიფოს მიერ რეგულირება საბჭოთა გეგმიურ ეკონომიკას ნიშნავს ძალიან ცდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მაგ დარეგულირებიდან რაც გამოვიდა კი ვხედავთ...

მაგ დარეგულირების შედეგია სწორედ ის ნაგავი რაშიდაც დღეს ვცხოვრობთ...

და რა მოგვიტანა, დააკონკრეტე?

 

ალერგია მაქვს კომუნისტებზე, ჩეგევარებზე, და ათასნაირ KGB-ს აგენტებზე და ფუნდამენტალისტებზე...

არადა KGB-ს პროექტია თავიდან ბოლომდე ქართული ნეოლიბერალური ეკონომიკა და მას ახორციელებდა მისი მოქალაქე, ბატონი ბენდუქიძე.

 

თქვენ თუ ამართლებთ ნეოლიბერალურ ეკონომიკას, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანას დაუცველს ტოვებთ, (ეკონომიკური თვალსაზრისით) რუსულ კოლონიად იქცეს, რასაც ის წარმატებით აკეთებს კიდეც.

 

თუ ამ დარეგულირების წინააღმდეგი ხარ, მაშინ ახსენი ელემენტარულად, რატომ ამართლებს ჩინური მოდელი? და არა მარტო ჩინური, ეკონომიკური ბუმია ასევე ინდოეთსა და ბრაზილიაში, რომელიც ზუსტად იგივე დარეგულირებას მიმართავენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.nytimes.com/2010/09/09/business/global/09trade.html?_r=2&pagewanted=4&th&emc=th

 

ამ სტატიის ავტორი ცდილობს ჩინეთს დააბრალოს საერთაშორისო ვაჭრობის წესების დარღვევა და ამით ახსნას ის ფაქტი, რომ ცინეტი მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში უსწრებენ ამერიკას. ალბათ ჯობია , რომ ამერიკელებმა თავიანტი პოლიტიკები შეცვალონ და ნაკლებად იყვნენნ ანტიჩინური პროპაგანდის და თავისმართლების იმედზე. მით უმეტეს, რომ ამ ვითომდა წესების დარღვევას, ფაქტია, ტვითონვე არ ასაჩივრებენ შესაბამისი პროცედურით.

თვითონ სტატიიდანაც, რომლის ავტორი ბევრდან იტყუება ( მაგალითად იშიათი მეტალების ექსპორტის აკრძალვაზე როცა ლაპარაკობს), ჩანს, რომ საქმე სულ სხვა რამეშია: ჩინეთის სახელმწიფო აკონტროლებს ფიანასურ კაპიტალს, გეგმავს სტრატეგიული დარგების ხელშეწყობის პოლიტიკას, რაც ნაწილია უფრო ფართე პოლიტიკისა რასაც ქვია ინოვაციებზე დამოკიდებული ეკონომიკა და , რომელიც განათლებიდან იწყება.

 

ვინ უშლის ამერიკას მეტი ინჟინრების მოზადებას, სახელმწიფო ინვესტიციებს და ზოგადად სახელმწიფო საკუთრების გამოყენებას ეკონომიკაში? ჩინურ ბანკებს დანაშაულად რო უთვლიან იაფ კრედიტს, განა თვიტონ ამერიკელები არ ითხოვენ თავიანტი ბნკებისგან კრედიტის გაიაფებას? ანდა როცა ლაპარაკობენ უფასო სახელმწიფო კრედიტებით კერძო სექტორის სუბსიდირებაზე , განა თვითონ არ მისცეს თავიანთ საბანკო სექტორს რეკორდული მასშტაბის უფასო კრედიტები. ჩინეთის რა ბრალია, რომ ამხელა სუბსიდიების აღების მერეც ამერიკული ბანკები თავს იკავებენ ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსებისგან? გონებას მოუხმონ და საბანკო სექტორის ნაციონალიზაცი გააკეთონ თუ უნდათ რო რეცესიას თავი აარიდონ, როგორც თავიანთივე ეკონომისტები ურჩევენ, ანდა თუ განვითარება უნდათ ენერგეტიკაში და სხვა სტრატეგიულ დარგებში ინივაციური პროგრამები დააფინანსონ, სანამ უდა იყოს ამხელა ქვეყნის ეკონომიკა პენტაგონზე დამოკიდებული? თუ პენტაგონმა არ გააკეთა რამე დიდი კვლევითი პროგრამა, სხვა ვინმეს ამისათვის შესაფერის ფულს არ აძლევენ. ამაშიც ჩინეთია დამნაშავე? მაინდამაინც მსოფლიო ომი უნდა დაიწყოს, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფოს ფულის დახარჯვის ნებართვა მისცეს ეკონომიკაში ინვესტირებისთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკონომიკა და ფინანსები არის ისეთივე რთული მეცნიერება როგორც კვანტური მექანიკა.

კაი ეხლა რა :)

ეკონომიკა და ფინანსები არის იარაღი. გაქვს იარაღი, ძლიერი ეკონომიკა და ფინანსები გაქვს. კვანტური მექანიკა კი არა, ელემენტარული არითმეტიკის საზღვრებს არ ცილდება ეგ ეგრედწოდებული "მეცნიერება". იარაღი უნდა გქონდეს და გაყოფა უნდა ავალდებულო სხვას, გაყოფა, ეგაა მაგ "მეცნიერების" ყველაზე რთული მიმართულება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ამ სტატიის ავტორი ცდილობს ჩინეთს დააბრალოს საერთაშორისო ვაჭრობის წესების დარღვევა და ამით ახსნას ის ფაქტი, რომ ცინეტი მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში უსწრებენ ამერიკას. ალბათ ჯობია , რომ ამერიკელებმა თავიანტი პოლიტიკები შეცვალონ და ნაკლებად იყვნენნ ანტიჩინური პროპაგანდის და თავისმართლების იმედზე

მე შენ მარტივი კითხვა დაგისვი კარგა ხნის წინ და რაღაც მიკიბ-მოკიბე მაშინ და აარიდე თავი პასუხის გაცემას. ახლა გაგიმეორებ კითხვას: წარმოიდგინე რომ ორი არჩევანი გაქვს, ან აშშ-ში უნდა იცხოვრო ან ჩინეთში. რომელს აირჩევ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

წარმოიდგინე რომ ორი არჩევანი გაქვს, ან აშშ-ში უნდა იცხოვრო ან ჩინეთში. რომელს აირჩევ?

გააჩნია კონკრეტულად სად. თუ შენზენში მექნებოდა სამუშაო, რა თქმა უნდა შენზენს ავირჩევდი.

 

 

მერე, ამით რისი თქმა გინდოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოიდგინე რომ ორი არჩევანი გაქვს, ან აშშ-ში უნდა იცხოვრო ან ჩინეთში. რომელს აირჩევ?

 

საინტერესო შეკითხვაა.

 

ნეოლიბერალიზმის სიკვდილი არ ნიშნავს იმას, რომ კომუნისტურმა მიდგომამ გაამართლა. კი ჩინეთის მართული ეკონომიკა ტივტივებს ჯერჯერობით და ისიც იმიტომ რომ ამერიკა ცოცხალია. ამერიკაში მაღაზია რომ იკეტება ჩინეთში ავტომატურად მთელი ქალაქი კოტრდება :D ისეა დამოკიდებული ამერიკაზე. მასშტაბებს რაც შეეხება ხო წარმოუდგენელი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა იაპონიას გაუსწრო ეკონომიკის მასშტაბებით ამერიკასთან შედარებით მაინც სასაცილოდ გამოიყურება.

 

კრიზისის დაძლევა იოლია როდესაც ტირანული სახელმწიფოა, ვინაიდან ადამიანების პრობლემები არ ითვლება პრობლემად. გაცილებით იოლი იქნებოდა ამერიკისთვის კრიზისის დაძლევა თუკი სტალინურ ბანაკებს გააკეთებდნენ და უფასო, იძულებითი შრომის ხარჯზე დიდ პროექტებს განახორციელებდა სტალინურად. მერე ამით რა?? განა ეს იმას ნიშნავს რომ ნაციონალური ეკონომიკა სჯობს???

 

ზომიერებაა საჭირო. ისევ ვამბობ არ არის ესე იოლად საქმე რო კარგია-ცუდიათი შეაფასო. სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებლად კომუნიზმს არ ნიშნავს.

 

ამ მხრივ ჩემთვის, როგორც არარელიგიური, თანასწორობის მომხრე, მაინც უფრო მემარცხენესთვის ყველას მაინც ევროპა სჯობს ანუ მარტივად ბიუჯეტის შევსების ნაწილში კაპიტალიზმი და ხარჯვით ნაწილში სოციალიზმი. ელემენტარულად შეხედეთ ცხოვრების დონის მაჩვენებლებს და მიხვდებით რატო.

 

კითხვაზე პასუხი კიდე: რა თქმა უნდა ამერიკაში

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

ნეოლიბერალიზმის სიკვდილი არ ნიშნავს იმას, რომ კომუნისტურმა მიდგომამ გაამართლა. კი ჩინეთის მართული ეკონომიკა ტივტივებს ჯერჯერობით და ისიც იმიტომ რომ ამერიკა ცოცხალია. ამერიკაში მაღაზია რომ იკეტება ჩინეთში ავტომატურად მთელი ქალაქი კოტრდება :D ისეა დამოკიდებული ამერიკაზე. მასშტაბებს რაც შეეხება ხო წარმოუდგენელი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა იაპონიას გაუსწრო ეკონომიკის მასშტაბებით ამერიკასთან შედარებით მაინც სასაცილოდ გამოიყურება

აი ამაში პრინციპულად გეწინააღდეგები და სულ არ არის ესე და თუ გინდა დაგიმტკიცებ. მოდი ჯერ შენ დაასახელე კონკრეგტული ფაქტები, შენი თეორიის სარწმუნოებაზე და მერე მე გიპასუხებ კონტრფაქტებით

 

კრიზისის დაძლევა იოლია როდესაც ტირანული სახელმწიფოა, ვინაიდან ადამიანების პრობლემები არ ითვლება პრობლემად. გაცილებით იოლი იქნებოდა ამერიკისთვის კრიზისის დაძლევა თუკი სტალინურ ბანაკებს გააკეთებდნენ და უფასო, იძულებითი შრომის ხარჯზე დიდ პროექტებს განახორციელებდა სტალინურად. მერე ამით რა?? განა ეს იმას ნიშნავს რომ ნაციონალური ეკონომიკა სჯობს???

არც ეს არის მთლად სწორი. რუზველტის "ახალი კურსი" ითვალისწინებდა სამუშაო ბანაკების შექმნას, სადაც უამრავი უმუშევარი იმუშავებდა და მას სახელმწიფო ფულს გადაუხდიდა + ამას, სწორედ რუზველტის "ახალმა კურსმა" გამოიყვანა მაშინ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე. ასე რომ სულ არ არის საჭირო ტირანიული სახელმწიფო, რომ სწრაფად და ეფექტურად გამოიყვანო კრიზისიდან ქვეყანა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...