Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898)


Recommended Posts

ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898)

 

http://s56.radikal.ru/i154/0812/5e/5c1b04a37ed3.jpg

 

პირველი ქართველი ფოტოგრაფი. გადაიღო ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ნ. ნიკოლაძის, ი. გოგებაშვილის, და სხვათა სურათები.

 

ალექსანდრე როინაშვილი 1850-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც მხატვარ ვ. ხლამოვის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა მხატვრობასა და ფოტოგრაფიას. 1865 წელს თბილისში გახსნა ფოტოგრაფიული სტუდია "რემბრანდტი". 1887-1888 წლებში ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა ეროვნული მოძრავი გამოფენა.

 

როინაშვილმა გადაიღო ქართველ ლიტერატორთა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ა. ყაზბეგი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, გ. გურიელი და სხვა) სურათები, ასევე შექმნა შოთა რუსთაველის პორტრეტის ფოტორეპროდუქცია.

 

მისი შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ასახვა იყო.

 

ალ. როინაშვილმა თავისი სურათების მდიდარი კოლექცია და მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...