მდა Posted December 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2008 შოთა რუსთაველი (XII-XIII საუკუნე) http://s57.radikal.ru/i158/0812/fb/ae2bd569adc2.jpg შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არანაირ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა. რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს "ვეფხისტყაოსნის" პროლოგი ("დავჯე, რუსთველმან გავლექსე", "მე, რუსთველი, ხელობითა") და ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს - რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს, ეპისკოპოსს. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას მეფე და პოეტი არჩილ II. "ვეფხისტყაოსნის" გაგრძელებაც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შესაძლებელია, წოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავსაც. ერთი ცხადია, რუსათველი ცხოვრობდა ქართული სახელმწიფოს მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში. რუსთაველის სახელს - შოთას ახსენებენ თეიმურაზ I ("ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟთა შესახებ ამბობს: "ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეების სხვა მწერლები. ამასვე ადასტურებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე გამოსახული XIII საუკუნის I ნახევრის რუსთაველის ფრესკული პორტრეტი წარწერით: "ამისა დამხატავსა შოთას, შეუნდვნეს ღმერთმან. ამინ! რუსთველი". ასევე მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელია "შოთა მეჭურჭლეთუხუცესი", რომელსაც შეუკეთებია ჯვრის მონასტერი. ეს ფრესკა ტიმოთე გაბაშვილმა 1757-58 წლებში ნახა და აღწერა. ზეთის საღებავის სქელი ფენით დაფარული ფრესკა 1960 გააწმენდინეს ქართველმა მეცნიერებმა აკაკი შანიძემ, გიორგი წერეთელმა და ირაკლი აბაშიძემ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მხცოვანი პოეტი იერუსალიმში გაემგზავრა, ბერად აღიკვეცა, აღესრულა და იქვეა დაკრძალული. პოემიდან ჩანს, რომ შოთა რუსთაველს ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული, იცოდა უცხო ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, აღმოსავლურ ლიტერატურას, სხვადასხვა რელიგიას, განსწავლული იყო ასტროლოგიაში, სამართალში, სამხედრო საქმეში. სავარაუდოდ, "ვეფხისტყაოსანი" არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები, თუმცა სხვას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება "ვეფხისტყაოსნის" XVI საუკუნის ხელნაწერის ორი ფურცელი, დანარჩენი ფურცლები XVII საუკუნისაა (დაახ. 1653). საქართველოს უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერი http://s46.radikal.ru/i114/0812/30/6958f2d3bb3a.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.