Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლოზ რუხაძე (1879-1936)


Recommended Posts

ნიკოლოზ რუხაძე (1879-1936)

 

http://i003.radikal.ru/0812/96/b0daaf35036f.jpg

 

ქართველი ექიმი, მალარიოლოგი. იტალიიდან ჩამოიტანა თევზი გამბუზია, რომელიც კოღოს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა.

 

რუხაძემ 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1925 წელს ცოდნის გასაღრმავებლად საზღვარგარეთ გააგზავნეს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია). იმავე წელს იტალიიდან ჩამოიტანა თევზი გამბუზია, რომელიც კოღოს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენა. კოღოსთან ბრძოლის მისეულმა ბიოლოგიურმა მეთოდმა დიდად შეუწყო ხელი მალარიის ლიკვიდაციას საბჭოთა კავშირის მთელ რიგ რეგიონებში.

 

ნიკოლოზ რუხაძის თაოსნობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ტროპიკული სადგური 1926 წელს გადაკეთდა ტროპიკულ დაავადებათა ინსტიტუტად, რომლის უცვლელი დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი თვითონ იყო გარდაცვალებამდე. 1937 წელს ინსტიტუტს ნიკოლოზ რუხაძის სახელი მიენიჭა და ამავე წელს დაწესდა მისი სახელობის ორი პრემია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...