მდა Posted December 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2008 გურამ რჩეულიშვილი (1934-1960) http://s58.radikal.ru/i159/0812/30/678999b8845c.jpg ქართველი მწერალი. 1957 წელს რჩეულიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სამწერლო სარბიელზე სულ ოთხი წელი იღვაწა. პირველი მოთხრობები, რომელთაც დიდი წარმატება ხვდათ წილად, ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა 1957 წელს. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთაში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა 26 წლის ასაკში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.