Jump to content
Planeta.Ge

კოკოითის ყიდვა 20 მილიონად უნდოდათ


Recommended Posts

ედუარდ კოკოითი - ქართველებს 20 მილიონ დოლარად ჩემი ყიდვა სურდათ

 

http://s44.radikal.ru/i105/0812/d5/a0ad55ae1f88.jpg

 

"ქართველებს 20 მილიონ დოლარად ჩემი ყიდვა სურდათ", - ასეთი განცხადება ედუარდ კოკოითმა გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.

 

"მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს 3 ადამიანი გამოგზავნა, რომლებმაც, პრეზიდენტის თანამდებობის სანაცვლოდ, ეს თანხა შემომთავაზეს, თუმცა როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მას თურმე 50 მილიონი გამოუგზავნია, თუმცა 10-10 მილიონი შუამავლებმა გზაშივე დაინაწილეს", - აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი.

 

კოკოითი იმასაც ამბობს, რომ ომის დროს ცხინვალში იმყოფებოდა, თუმცა იმ პერიოდში "არაფოტოგენურად გამოიყურებოდა" და ამიტომ კამერების წინაშე არ გამოჩენილა.

 

"მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ოს ხალხთან ომი წააგეს, ახალი ინფორმაციული შეტევა დაიწყეს. ჟურნალისტების დიდი ნაწილი სწორედ მტრის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან", - აცხადებს კოკოითი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...