Jump to content
Planeta.Ge

გალის რაიონში სამხედრო ნაწილების განთავსება დასრულდა


Recommended Posts

გალის რაიონში სამხედრო ნაწილების განთავსება დასრულდა

 

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ გალის რაიონში დაასრულა სამხედრო ნაწილების განთავსება.

 

პირველ ოტობაიაში, ფიჩორში, სიდაში, ნაბაკევსა და აჩიგვარაში მოტომსროლელთა პოლკი განალაგეს, რომლის დანიშნულებაც დაზვერვითი სამუშაოების წარმოება და ენგურისპირა 12-ივე საგუშაგოზე ე.წ. საზღვრის კონტროლია.

 

პოლკის შეიარაღებაშია მძიმე არტილერია, ქვემეხები, ნაღმმტყორცნები, მუხლუხიანი ტანკები. სეპარატისტების თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი პავლუჟკოს განცხადებით, აღნიშნული სოფლები რუსული არმიისა და აფხაზური ჯარის მუდმივი დისლოკაციის ადგილი იქნება.

 

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, მათ შორის არიან 1992-93 წლების კონფლიქტში მონაწილე ვეტერანები, მათ შორის ბაგრამიანის ბატალიონის წევრები, ყაბარდო-ბალყარელები, ჩერქეზები და ადიღეელები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...