მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 ხარლამპი სავანელი (1842-1890) http://s45.radikal.ru/i107/0812/2d/386cc565abf8.jpg ქართველი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესიული სამუსიკო განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1963 წელს სავანელმა დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალის კლასში. აქვე დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას და ხუთი წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში. 1869 წლიდან ის რუსული სამუსიკო საზოგადოების საგუნდო მღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი იყო. 1871 წლიდან სავანელი საქართველოში დაბრუნდა და ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. 1873 წელს სავანელის, ა. მიზანდარისა და კ. ალიხანოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ამავე წელს გაიხსნა "სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში", რომელიც 1876 წელს გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, ხოლო 1880 წელს - სამუსიკო სასწავლებლად. სწორედ მის ბაზაზე 1917 წელს გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია (ამჟამად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია). სავანელი გარდაიცვალა და დაკრძალულია პეტერბურგში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.