Jump to content
Planeta.Ge

საიათნოვა (XVIII საუკუნე)


Recommended Posts

საიათნოვა (XVIII საუკუნე)

 

http://s54.radikal.ru/i143/0812/77/45b56c2657b8.jpg

 

საიათნოვა ფსევდონიმია. სეიდნოვა - ჰანგის უფალს, პატრონს ნიშნავს. სახელად, როგორც მისივე ლექსის სტრიქონებიდან ირკვევა, არუთინა ერქვა.

 

სომეხი პოეტი, აშუღი.

 

მამა - კარაპეტ საადიანი - ალეპოელი მნათე ჰყავდა, დედა - ავლაბრელი სომეხი. სახელად, როგორც მისივე ლექსის სტრიქონებიდან ირკვევა, არუთინა ერქვა. მის ხელნაწერებში არსებული ორთოგრაფიული შეცდომები გვაფიქრებინებს, რომ პოეტს საფუძვლიანი განათლება არ მიუღია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ დაწყებითი განათლება მან სანაინში, ცნობილ სომხურ მონასტერთან არსებულ სკოლაში მიიღო. ლექსებს სომხურ, აზერბაიჯანულ, ფარსულსა და ქართულ ენებზე თხზავდა, ამასთან ნიშანდობლივია, რომ სომხურ ლექსებს ქართული ასოებით წერდა, აზერბაიჯანულს კი - სომხური ასოებით. ქართულ ენას სომხურთან ერთად მშობლიურ ენად თვლიდა, საქართველოს - სამშობლოდ, თუმცა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით სომხურ პოზიციაზე იდგა. ყრმობაში სადურგლო ხელობა შეუსწავლია და თვითონ დაუმზადებია მოძრავი დაზგა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დაზგით შოულობდა ლუკმა-პურის ფულს.

 

საიათნოვა ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ - თელავში. 1762-1765 წლებში ერეკლე მეფის კარზე საზანდარი ყოფილა, თუმცა 1765 წელს მეფეს, გაურკვეველი მიზეზების გამო, სასახლიდან გაუძევებია. ამის მიზეზად ზოგიერთი მკვლევარი საიათნოვას მწარე და სამართლიან ენას თვლის, ზოგი კი - მის ტრფობას ერეკლე II დის, ანა ბატონიშვილისადმი. საიათნოვა ძალიან განიცდიდა სასახლიდან გაძევებას და მას ბედის უსამართლობას უწოდებდა. 1768 წელს ბერად შემდგარა ახპატაში, სადაც მას "სან ვარდაპედის" (მეცნიერი ბერის) წოდება მიენიჭა.

 

საიათნოვას ლიტერატურული მემკვიდრეობა მრაფალფეროვანია. თხზავდა სატრფიალო და სახოტბო, დიდაქტიკურ-მორალისტურ ლექსებს, რომლებშიც ზოგჯერ მისტიკური ჰანგებიც შეინიშნება. აქვს ავტობიოგრაფიული და სატირული ლექსებიც, თუმცა მისი შემოქმედების ძირითადი მოტივია მიჯნურობა. პოეტმა რამდენიმე სახოტბო ლექსი უძღვნა ერეკლე II, ხოტბა შეასხა მის სახელმწიფოებრივ სიბრძნესა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. საიათნოვას პოეზიაში თავი იჩინა აღმოსავლურმა სალექსო ფორმებმა და ლექსიკამ.

 

გადმოცემის თანახმად, საიათნოვა თბილისს ჩამოსულა, როცა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის ამბავი შეუტყვია და ერთ ეკლესიაში ლოცვად დამდგარა. როდესაც ქალაქში შემოვარდნილ მტერს მისთვის სარწმუნოების გამოცვლა მოუთხოვია, მას უარი უთქვამს და პოეტი სიკვდილით დაუსჯიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...