მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 გიორგი სალუქვაძე (1913-1990) http://s53.radikal.ru/i142/0812/c7/8025628e8499.jpg ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგი სალუქვაძემ სწავლა ჯერ ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში გააგრძელა, ხოლო 1939 წელს კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში მან შექმნა რამდენიმე მცირე ანსამბლი, სადაც ასწავლიდა ჩონგურზე დაკვრასა და ცეკვას. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა სახელმწიფო მეურნეობის სხვადასხვა პასუხსაგებ თნამდებობაზე. 1937-41 წლებში ის დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი იყო. 1947-72 წლებში მუშაობდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კულტურის სახლების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ქორეოგრაფად. გიორგი სალუქვაძემ აღადგინა და დადგა მრავალი მივიწყებული ქართული ცეკვა (შიპრობა, ფუნდრუკი, ფარცაკუკუ, იდუმალა და სხვა), მანვე შექმნა ხალხური სანახაობა "სეირი" და დადგა საბავშვო ცეკვები. 1965 წლიდან სალუქვაძე საქართველოს სამუსიკო და ქორეოგრაფიული საზოგადოების მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო. მისი ინიციატივით აღნიშნული საზოგადოების პრეზიდიუმმა შექმნა ეთნოგრაფიული (გურული) სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სალოტბარო სკოლა. 1973 წლიდან სალუქვაძე ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლ "იადონს". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.