მდა Posted December 10, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2008 ვანო სარაჯიშვილი (1879-1924) http://s48.radikal.ru/i120/0812/d2/5ca10977e60e.jpg ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი. 1887 წლიდან ვანო სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში. 1898 წელს თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ჩელოს კლასში შევიდა. 1898-1900 წლებში იყო ქართული ხალხური გუნდის (ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი. 1903 წელს ვანო პეტერბურგს გაემგზავრა და სიმღერას სწავლობდა ჯერ ი. პრიანიშკინოვთან, შემდეგ კი - ა. პანაევა-კარცევასთან. მისი დებიუტი პეტერბურგში 1907 წელს შედგა ჯ. ვერდის ოპერა "ტრავიატაში". პარალელურად, 1906-08 წლებში, იტალიაში კასტელანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას და იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამოდიოდა. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ მუშაობა იტალიურ დასში განაგრძო. 1908 წლიდან სარაჯიშვილი თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის გამოდიოდა თბილისის საოპერო სცენაზე, სადაც მღეროდა ევროპელი და რუსი კომპოზიტორების ოპერებში, ასევე ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს. 1923 წლის 28 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" ახლადშექმნილი ფრაგმენტების შესრულებაში. 1910-1920 წლები სარაჯიშვილის შემოქმედების აყვავების ხანა იყო. ის მონაწილეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერების დადგმებში, მღეროდა აბესალომისა ("აბესალომ და ეთერი") და მალხაზის ("დაისი") პარტიებს. ცნობილია, რომ მალხაზის არია "თავო ჩემო" ფალიაშვილმა დაწერა და ოპერაში შეიტანა სწორედ სარაჯიშვილის თხოვნით. ვანო სარაჯიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ხალხი მას სიყვარულით "საქართველოს ბულბულსაც" ეძახდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ვანო სისტემატურად მართავდა კონცერტებს. მისი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა ქართველი და რუსი კომპოზიტორების რომანსებს, ქართულ ხალხურსა და ნეაპოლურ სიმღერებს. სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ასეთი პოპულარობა მას ულამაზესმა ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა მოუტანა. გადაღებულია კინოფილმ "მამის მკვლელში" (1923), შემორჩენილია რამდენიმე გრამფირფიტა მისი ხმით, თუმცა ჩანაწერები არასრულყოფილია. სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას (1947). დაკრძალულია თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.