Jump to content
Planeta.Ge

პეტრე სარაჯიშვილი (1894-1984)


Recommended Posts

პეტრე სარაჯიშვილი (1894-1984)

 

http://s45.radikal.ru/i110/0812/b8/1dbaf2deca72.jpg

 

ქართველი ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1945). დაჯილდოებულია 2 ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით.

 

პეტრე სარაჯიშვილმა 1917 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1920 წლიდან მან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში. 1924 წელს ერთი წლით სამუშაოდ მიავლინეს მოსკოვში, გ. როსოლიმოს კლინიკაში, ხოლო 1927 წელს - საფრანგეთში, გ. გილენის კლინიკაში.

 

1937-61 წლებში პროფესორი განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრას. 1958 წლიდან ის ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს.

 

პეტრე სარაჯიშვილი სწავლობდა ეპილეფსიასა და სხვა დაავადებებს. მან პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი.

 

1975 წლიდან პროფესორი იყო საქართველოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, ასევე საბჭოთა კავშირის ნეიროქირურგთა, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოებების საპატიო წევრი, 1968 წლიდან კი - იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის წევრი. ის გახლდათ დიდი სამედიცინო და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიების 2 გამოცემის რედაქტორ-კონსულტანტი და სხვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...